1. სამომხმარებლო შეთანხმების საგანი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება psp.ge-ზე!
psp.ge გთავაზობთ თავის მომსახურებას იმ პირობებით, რომლებიც წარმოადგენს ამ სამომხმარებლო შეთანხმების საგანს. შეთანხმება შეიძლება შეცვლილი იქნას psp.ge-ს ადმინისტრაციის მიერ სპეციალური შეტყობინების გარეშე და იგი ძალაში შევა მისი გამოქვეყნებიდან 5 დღეში, თუ არ იქნა გათვალისწინებული სხვა ახალი რედაქცია. "პსპ ინტერნეტ-აფთიაქი" წარმოადგენს შპს "პსპ-აფთიაქი"-ს ვებ-გვერდს და ყველა სამართლებრივ ურთიერთობაში გამოდის თავად.
2. მომსახურების აღწერილობა
psp.ge გთავაზობთ "პსპ"-ს ელექტრონულ აფთიაქში მედიკამენტებს, ჰიგიენისა და კოსმეტიკის საშუალებებis (შემდგომში პროდუქტის) ონ-ლაინ გაყიდვებს და ადგილზე მიწოდებას, პროდუქტების ჩამონათვალსა და ფასებს. ამ მომენტისათვის არსებული ყველა მომსახურება, ასევე ყველა ჩვენს მიერ დამატებული მომსახურეობა და განვითარება წარმოადგენს ამ შეთანხმების საგანს. ეს სამომხმარებლო შეთანხმება, რეკომენდაციას აძლევს პირებს, რომლებსაც არ მიუღწევიათ 18 წლისათვის თავი შეიკავონ ინტერნეტ-აფთიაქის მომსახურებისაგან.
3. თქვენი რეგისტრაციასთან დაკავშირებული ვალდებულებები:
იმისათვის, რომ ისარგებლოთ psp.ge–ს მომსახურეობებით, თქვენ ეთანხმებით მოგვაწოდოთ თქვენს შესახებ მართალი, ზუსტი და სრული ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მოყვანილია რეგისტრაციის ფორმაში. თუ თქვენ გვაწოდებთ არასწორ ინფორმაციას, ან psp.ge–ს აქვს სერიოზული საფუძველი დაასკვნას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არასწორია, არასრულია ან არ არის ზუსტი, psp.ge –ს აქვს უფლება შეაჩეროს ან გააუქმოს თქვენი რეგისტრაცია და უარი გითხრათ თავის მომსახურებაზე.
4. თქვენი რეგისტრაცია, პაროლი და უსაფრთხოება
რეგისტრაციის პროცესის დამთავრებისთანავე თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ ავტორიზაცია და ისარგებლოთ ინტერნეტ-აფთიაქის მომსახურებით.
თქვენ თანახმა ხართ, რომ აკრძალულია:
- მესამე პირების ქსელში ნებისმიერი სახით წარმომადგენლობა;
- საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების შეგნებული დარღვევა;
- psp.ge–ს ვებ-საიტის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის მცდელობა.
თქვენ აღიარებთ, რომ psp.ge–ს შეუძლია შემოიღოს ნებისმიერი შეზღუდვა თავის სამსახურების გამოყენებაზე, უფლება აქვს შეზღუდოს ავტომატური მიმართვა თავის ნაბისმიერ მომსახურებაზე. psp.ge–ს შეუძლია გაუგზავნოს საინფორმაციო შეტყობინებები თავის მომხმარებლებს.
psp.ge–ს შეუძლია ნებისმიერ დროს დახუროს თავისი ნებისმიერი მომსახურება ამის შესახებ წინასწარი შეტყობინების გარეშე. psp.ge არ არის აგრეთვე პასუხისმგებელი თავის მომსახურეობების შეწყვეტაზე ან დროებით შეჩერებაზე.
5. შეკვეთის წესი
შეკვეთის უფლება აქვს მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებელს.
• "მომხმარებელი" "პსპ-ს ელექტრონულ აფთიაქში მედიკამენტებს, ჰიგიენისა და კოსმეტიკის საშუალებებს (შემდგომში "პროდუქტი") იძენს VISA და MasterCard პლასტიკური ბარათის საშუალებით და შეძენილი პროდუქცია კურიერის მეშვეობით მიეწოდება მითითებულ მისამართზე
• შეკვეთის გადახდის შემდეგ თქვენ მიიღებთ შეკვეთას თქვენს მიერ მითითებულ დროში და მისამართზე
• თითოეულ პროდუქტზე შეკვეთა დადასტურებულად ჩაითვლება შეკვეთილი პროდუქციის VISA და MasterCard პლასტიკური ბარათის საშუალებით ღირებულების გადახდის შემდეგ
• შეკვეთილი პროდუქციის მიწოდების ვალდებულება "პსპ ინტერნეტ-აფთიაქს" წარმოეშობა მხოლოდ მომხმარებლის მიერ VISA და MasterCard პლასტიკური ბარათის საშუალებით თანხის გადახდის შემდეგ
• შეკვეთის გაფორმების პერიოდში აფთიაქში რომელიმე პროდუქტის არქონის შემთხვევაში, აფთიაქი უკავშირდება მომხმარებელს და დამატებით ატყობინებს მიწოდების ვადებს ან გამონაკლის შემთხვევაში პროდუქტის თანხა მომხმარებელს დაუბრუნდება საბარათე ანგარიშზე.
• "აფთიაქს" უფლება აქვს მომხმარებელთან შეთანხმების საფუძველზე მოითხოვოს მეტი დრო შეკვეთის შესრულებისთვის (ან შეათანხმოს შეკვეთის გადატანა სხვა დროისთვის), თუკი ეს გამოწვეულია ფორსმაჟორული პირობებით.
• მომხმარებელი ვალდებულია ინტერნეტ-აფთიაქში შეძენილი პროდუქციის მისაღებად დახვდეს კურიერს მითითებულ მისმართზე, შეამოწმოს შეკვეთის სისწორე და კურიერის წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერით დაადასტუროს შეკვეთის შესრულება.
• იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი მითითებულ დროში არ დახვდა კურიერს თავის მიერ მითითებულ მისამართზე, შეკვეთის მიტანის ვადა ავტომატურად გადაიწევს იგივე მიწოდების დროით, რომლის განმავლობაში კურიერი კიდევ ერთხელ მიუტანს მას შეკვეთილ პროდუქციას;
• იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მეორე ვადაშიც არ დახვდა კურიერს მითითებულ მისამართზე, მიწოდება ჩაითვლება შესრულებულად და მომხმარებელს არ ექნება უფლება მოითხოვოს პროდუქტში გადახდილი თანხა. მიუწოდებელ პროდუქტზე დამატებითი შეკვეთის შემთხვევაში მომხმარებელი იხდის მხოლოდ მიწოდების ღირებულებას.
• "პსპ-ინტერნეტ აფთიაქი" იღებს ვალდებულებას მითითებულ ვადებში უზრუნველყოს "მომხმარებელი" ხარისხიანი პროდუქციით.
• "მომხმარებელს" არ აქვს უფლება უკან დააბრუნოს შეკვეთილი ან/და უკვე მიწოდებული პროდუქტი და "პსპ-ინტერნეტ-აფთიაქი" არ არის ვალდებული დაუბრუნოს მომხმარებელს შეკვეთაში გადახდილი თანხა (საქართველოს კანონით "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" თავი12, მუხლი 34, მე-7 პუნქტის მიხედვით "აფთიაქს ეკრძალება გაცემული სამკურნალო საშუალებების და ავადმყოფის მოვლის საგნების უკან დაბრუნება")
• "პსპ-ინტერნეტ-აფთიაქი" იღებს პასუხისმგებლობას მასზედ, რომ ჩამონათვალში არსებული ყველა პროდუქტი რეგისტრირებულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
• პროდუქციას, რომელსაც მითითებული აქვს: "ინიშნება ექიმის მიერ", კომპანია პასუხისმგებელი არ არის მომხმარებლის მიერ თვითნებურ შეძენასა და თვითმკურნალობის შედეგებზე
• თითოეულ პროდუქტზე მითითებულია მოხმარების ინსტრუქცია, რომლის დაცვა მომხმარებლისთვის სავალდებულოა. "პსპ-ინტერნეტ-აფთიაქი" პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ აღნიშნული პროდუქტის მოხმარებისას ინსტრუქციის დარღვევით გამოწვეულ უკუჩვენებაზე
საერთო ინფორმაცია
ეს სამომხმარებლო შეთანხმება წარმოადგენს იურიდიულად ურთიერთვალდებულ ხელშეკრულებას თქვენს (psp.ge–ს მომსახურეობით მსარგებელს) და psp.ge–ს შორის.
თქვენ და psp.ge თანხმდებით, რომ რომ ნებისმიერი სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.
6. საერთო ინფორმაცია
ეს სამომხმარებლო შეთანხმება წარმოადგენს იურიდიულად ურთიერთ-ვალდებულ ხელშეკრულებას თქვენს (psp.ge–ს მომსახურეობით მსარგებელს) და psp.ge–ს შორის
თქვენ და psp.ge ეთანხმებით, რომ რომ ნებისმიერი სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.
არცერთი პუნქტი ამ სამომხმარებლო შეთანხმებაში არ შეიძლება აღქმული იქნას როგორც ერთობლივი მოღვაწეობა, ამხანაგობა, პირადი დაქირავება ან ნებისმიერი სხვა სახის ერთობლივი ქმედება.
ამ ხელშეკრულების ვარიანტი მუდმივად ინახება მისამართზე:
http://psp.ge/agreement შედგენილია 01.11.2007 წელს