2009 წლის მაისში, პე-ეს-პე ჯგუფმა მედიკამენტოზური დახმარება აღმოუჩინა “წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალურ და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრს”. პე-ეს-პე უკვე მეორედ უზრუნველყოფს მედიკამენტებით აღნიშნულ ორგანიზაციას. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი 2000 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოში. ორგანიზაციას უკვე აქვს ფილიალები ბათუმსა და ქუთაისში. ცენტრი უფასო ფსიქოლოგიურ, სამედიცინო და სოციალურ დახმარებას უწევს წამების მსვერპლებს – იძულებით გადაადგილებული პირები, დევნილები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან, ლტოლვილები-ჩეჩნები და სხვ. აღნიშნული პირების დახმარება გამოიხატება ფსიქოლოგიურ და სამედიცინო მკურნალობა-რეაბილიტაციაში, რომელიც ფსიქოკორექციის გარდა მოიცავს პაციენტების მედიკამენტებით მკურნალობას. გამომდინარე იქიდან რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მომხმდარი მოვლენების შედეგად, ცენტრის პაციენტების რიცხვმა საგრძნობლად იმატა, პე-ეს-პე ჯგუფმა გადაწყვიტა უსასყიდლოდ გადასცეს მედიკამენტები ცენტრს, რაც საგრძნობლად გაადვილებს პაციენტების რეაბილიტაციის კურსს და ხელს შეუწყობს მათ გამოჯანმრთელებას.