პე-ეს-პე ჯგფუფი წლების მანძილზე ახორციელებს სხვადასხვა სახის ერთობლივ საქველმოქმედო ღონისძიებებს “კათარზისთან” ერთად. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, პე-ეს-პე ჯგუფი ჩაერთო “კათარსიზის” საქველმოქმედო პროექტში, რომელიც ითვალისწინებდა ხანდაზმულების და ასევე დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილების გამასპინძლებას ცხელი სადილით. პროექტის ფარგლებში პე-ეს-პე ჯგუფმა სააღდგომოდ დააფინანსა უფასო სადილები 10 დღის განმავლობაში (ვნების კვირა და ბრწყინვალე შვიდეული). -ზაურ ალადაშვილი: ასოციაცია კათარსიზის პრეზიდენტი - “მადლობას მოგახსენებთ დახმარებისთვის, რაც თქვენი ორგანიზაციის მხრიდან სოციალურად დაუცველი ფენების თანადგომით გამოიხატება. გვინდა გულწრფელად მადლობა გადაგიხადოთ იმ თანადგომისა და დახმარებისთვის, რასაც თქვენ და თქვენი კომპანია იჩენს ასოციაცია “კათარზისის” ბენეფიციარებისადმი. პე-ეს-პეს წყალობით, სააღდგომოდ, 10 დღის განმავლობაში უზრუნველყავით უფასო ცხელი სადილები უპოვართათვია, ასევე პე-ეს-პე დაგვეხმარა შეგვეძინა სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტები ჩვენი სასადილოებისთვის. ჩვენ არ გვყავს ბევრი პე-ეს-პე ჯგუფის მსგავსი ერთგული პარტნიორი, რომელიც მუდმივად გვეხმარება.”