ქართული English Русский
 
მთავარი კონტაქტი Sitemap
პე-ეს-პე იმპორტი/დისტრიბუცია
პე-ეს-პეს ერთ-ერთი მძლავრი ნაწილი და დასაყრდენი, მისი ძლიერი და სტაბილურად აწყობილი მედიკამენტების დისტრიბუციის სისტემაა
პე-ეს-პე აფთიაქი
პე-ეს-პე აფთიაქი დაფუძნდა 2002 წელს. წლების მანძილზე პე-ეს-პეს სააფთიაქო ქსელი დღითიდღე ფართოვდება. დღეს საქართველოს მასშტაბით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 90-მდე PSP აფთიაქის მომსახურებით.
ჩემი ოჯახის ბარათი
“ჩემი ოჯახის ბარათის” მეშვეობით პე-ეს-პეს სააფთიაქო ქსელის მეგობრები მიიღებენ სხვადასხვა სახის საჩუქრებს და შეღავათებს
დამატებითი გათამაშება
პსპ–ს მორიგი გათამაშება გაიმართება 26 სექტემბერს 18:30 წთ–ზე რუსთავი 2 ის პირდაპირ ეთერში . გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა
PSP-ს საფეხბურთო გუნდი
"PSP" _ მეხუთედ გახდა ,,წლის რჩეული ბრენდი”
ქართული ბრენდის დღე
ქართული კომპანია ევროპულ ბიზნეს ასამბლეაზე
11.06.2009: პე-ეს-პე ჯგუფი წლის საუკეთესო კომპანიათა შორის დასახელდა


11 ივნისს, "შერატონ მეტეხი პალასში", მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსისა" და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ასოციაცია "გორბის" მიერ ორგანიზებული ტრადიციული ბიზნეს-რეიტინგის დასახელებისა და საუკეთესო კომპანიების დაჯილდოვების უკვე მე-12 საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორების განმარტებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კომპანიების წახალისება ისეთ რთულ ვითარებაში, როგორშიც გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა დღეისათვის ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო ჩააგდო.
წელს, მედია ჰოლდინგმა " ჯორჯიან თაიმსმა"  და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ასოციაციამ GORBI, 135-დან 25 საუკეთესო კონპანია გამოავლინა. შერჩევის კრიტერიუმები საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. პირველ შესარჩევ ეტაპში მონაწილეობდნენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომიკური პროფილის უწყებათა ხელმძღვანელები, ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, მრეწველთა და გადამხდელთა კავშირის წარმომადგენლები, სოციალური კვლევების სამსახურები... სწორედ ამ კვალიფიციური და პროფესიონალი ადამიანების სჯა-ბაასის შედეგად დადგინდა, რომ 2008 წლის საუკეთესო კომპანიების რიცხვში საპატიო ადგილი პე-ეს-პე ჯგუფს უჭირავს. "პე-ეს-პე ჯგუფმა"  გაიმარჯვა ნომინაციაში – ეფექტური მენეჯმენტი; ახალი ტექნოლოგიები; აღიარება საზღვარგარეთ.

გოჩა გოგილაშვილი – პე-ეს-პე ჯგუფის დირექტორი: - რა თქმა უნდა, სასიხარულოა, როდესაც გამოკითხვების შედეგად 25 საუკეთესო ბიზნეს კომპანიებს შორის ”პე-ეს-პე ჯგუფი” დასახელდა. უკვე რამდენიმე წელია, რაც ”პე-ეს-პე ჯგუფი” სახელდება ლიდერ ფარმაცევტულ კომპანიად სხვადასხვა ბიზნეს რეიტნგებში, ბრენდების, კომპანიების დაჯილდოებებეზე. ჩვენი კომპანია 1995 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე და ამ წლების მანძილზე იყო ბევრი შრომა, საქმისადმი ერთგულება. შედეგად, ”პე-ეს-პე” დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული კომპანიაა. ”პე-ეს-პეს” სააფთიაქო ქსელი ერთადერთია პოსტ საბჭოთა სივრცეში რუსეთის ჩათვლით, რომელსაც გერმანელმა ექსპერტებმა მიანიაჭეს ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატი -ISO 9001_2000. “პე-ეს-პე ჯგუფის” ფარმაცევტული საწარმო "ჯი-ემ-პი" წარმატებით ახორციელებს მედიკამენტების ექსპორტს დსთ-ს უმეტეს ქვეყნებში. ასევე გეგმაში გვაქვს ქართული წარმოების მედიკამენტების ევროპის სხვა ქვეყნებშიც გატანა.”

უკან უკან
ბეჭდვა
 
Created By: Pro-Service Copyright © 2010 PSP. All Rights Reserved.