ჯანმრთელობის ჟურნალი
06მაი
ავიტამინოზი

ავიტამინოზი
არსებობს "მინიშნებები", გარეგანი სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. სანამ ექიმს მივაკითხავთ, თავადაც შეგვიძლია იმის გაგება, თუ რა ვიტამინი აკლია ორგანიზმს.
• А, С, Р - მეტისმეტად ხორკლიანი, გაღიზიანებული კანი, ხშირად მას "მამლის კანსაც" უწოდებენ. ძირითადად, ჩნდება მოსახრელებზე, თეძოებზე.
• В2, В6, РР – ცხიმიანი, ოდნავ გაღიზიანებული კანი, განსაკუთრებით ტუჩ-ცხვირის ნაკეცებში, ცხვირის ნესტოებზე, საფეთქლებთან, მკვეთრი წითელი ტუჩები, ვერტიკალური ნაპრალებით.
• С, Р - მცირე ზედაპირული სისხლჩაქცევები, ძირითადად თმოვანი ფოლიკულების მიდამოებში.
• А, РР – კანის ფერის მკვეთრი შეცვლა მოყვითალო-მოყავისფროდ, განსაკუთრებით ყვრიმალებთან, თვალის ჩაღრმავებებში, მუხლებისა და იდაყვების მიდამოებში.
• А – ფრჩხილების მტვრევა, ფრჩხილის ფირფიტის ფერის შეცვლა, მოთეთრი ლაქები ღრძილებზე, სასაზე. 
• А, В2 – კანის სიმშრალე, კონიუნქტივის ან თვალის რქოვანის დაბინდვა, ნაპრალები თვალის კუთხეებში.
• В12 – მხედველობის გაუარესება. 
• С, Р, РР – მოლურჯო ტუჩები.
• В6, РР, В12, В1 – გაშრევებული ადგილები, ნაპრალები ტუჩის კუთხეებში, ენის ფერის შეცვლა.
• С, Р – ღრძილების გაბერვა და მოლურჯო-მოწითალო ფერი, ღრძილებიდან სისხლდენა, კბილების ფესვების მოშიშვლება.