ჯანმრთელობის ჟურნალი
06მაი
არსებობს დასვენების პასიური და აქტიური ფორმები.

❥❥❥ არსებობს დასვენების პასიური და აქტიური ფორმები. თუ მჯდომარე ტიპის პროფესიის წარმომადგენელი ბრძანდებით, ზედმიწევნით მოძრავი დასვენება გჭირდებათ; თუ თქვენი შრომა, პირიქით, ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, გირჩევთ, უპირატესობა მიანიჭოთ ზღვას, სანაპიროზე წოლას, SPA-პროცედურებს... მთავარია, დასვენება არ იყოს მონოტონური. ფიზიკური შრომით დაკავებულთათვის კარგი იქნება, თუ შვებულებას მასაჟით დაიწყებენ, რომელიც დაჭიმული და დაღლილი კუნთებისა და სახსრების მოდუნებას ისახავს მიზნად. ოფისის ტყვეობიდან თავდახსნილებს მოეწონებათ სპორტის ექსტრემალური სახეობები, ალპინიზმი, პარაშუტით ხტომა და სხვა.