ჯანმრთელობის ჟურნალი
06მაი
რჩევები ხელის კანის მოვლისთვის

✔ რჩევები ხელის კანის მოვლისთვის:
• ხელის კანი არის ძალიან თხელი და ნაზი, ამიტომ აუცილებელია ყოველდღიურად ვიხმაროთ სპეციალური კრემი, ის დაიცავს მათ;
• არ მისცეთ კანს გამოშრობის საშუალება;
• აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანი, როდესაც რეცხავთ ჭურჭელს და მითუმეტეს ტანსაცმელს. 
• წაისვით ლოსიონი ხელების დაბანის შემდეგ;
• შეარჩიეთ საპონი, რომელიც არბილებს ხელების კანს;
• ნუ მოაკლებთ მათ სითბოს ზამთარში - ატარეთ ხელთათმანი;
• დილით რომ ნაზი ხელის კანი გქონდეთ, კვირაში ერთხელ დაუმატეთ მკვებავ კრემს ზეითუნის ზეთი ან იყიდეთ ისეთი, რომელიც მას შეიცავს. წაისვით კრემი თხელ ფენად და ღამის ხელთათმანი ჩაიცვით მთელი ღამით;
• შეურიეთ გლიცერინი, ლიმონის წვენი და რამოდენიმე წვეთი ვარდის წყალი ხელების დასამასაჟებლად.