ჯანმრთელობის ჟურნალი
06მაი
ჯანსაღი ცხოვრების რჩევები

✔ ჯანსაღი ცხოვრების რჩევები:
• საკვები უნდა მიირთვათ რეგულარულად - საათობით.
• რაციონიდან ამოიღეთ ცომეული და უპირატესობა მიანიჭეთ ბრინჯს.
• მიირთვით რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ახალი ხილი და ბოსტნეული.
• საქონლის და ღორის ხორცს ამჯობინეთ თევზი და ქათამი.
• რეგულარულად მიირთვით კვერცხი და რძის უცხიმო ნაწარმი
• მიიღეთ დიდი რაოდენობით ჩვეულებრივი და მინერალური წყალი, ახალი ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენები, ნაკლები რაოდენობით - ყავა, ჩაი და ალკოჰოლი.
• არ თქვათ უარი კარტოფილზე, მაკარონზე- ოღონდ ნაკლებად გამოიყენეთ ცხიმი.
• თქვენი მენიუს მესამედს ცოცხალი პროდუქტები უნდა შეადგენდეს. ეცადეთ , დანარჩენი ორი მესამედი ნაკლებცხიმიანი იყოს.