ჯანმრთელობის ჟურნალი
14მაი
ალბათ იცით, რომ რძე აუცილებელია პატარასთვის

ალბათ იცით, რომ რძე აუცილებელია პატარასთვის. რძის შემადგენლობაში შედის ყველა ის ნივთიერება რაც სჭირდება მზარდ ორგანიზმს ნორმალური განვითარებისთვის. ესენია: კალციუმი, ფოსფორი,წყალში ხსნადი ვიტამინები, ცხიმში ხსნადი ვიტამინები, ცილა, ცხიმი და ნახშირწყლები.
ერთი წლის ბავშვმა დღეში 330მლ. რძე უნდა მიიღოს. ეს არის დაახლოებით 1ჭიქა რძე და ერთი ულუფა იოგურტი ან მოზრდილი ყველის ნაჭერი. 3–7 წლამდე 350მლ რძეა რეკომენდირებული. გაითვალისწინეთ, რომ რძე წყურვილის მოსაკლავი სითხე არ არის, არამედ სრულფასოვანი საკვებია და ყველანაირად აკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნილებას, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ თუ რძის დალევის შემდეგ ბავშვმა ჭამაზე უარი თქვა და ნუ დააძალებთ ჭამას, როგორც ჩანს მისმა ორგანიზმმა უკვე მიიღო საკვები ნივთიერებების საკმარისი ულუფა.
უმჯობესია თუ ბავშვს პასტერიზებული რძის სმას მიაჩვევთ, რადგან ახალმოწველილი რძე მიკრობების უვნებელსაყოფად აუცილებლად უნდა წამოდუღდეს, დუღილის დროს კი ვიტამინების ნაწილი იშლება. ყურადღება მიაქციეთ ცხიმის შემცველობასაც, თუ პატარა სხვა საკვების მეშვეობით ბევრ ცხიმს იღებს ცხიმიან რძეს ნუ მისცემთ.