ჯანმრთელობის ჟურნალი
16დეკ
კბილების კარიესი არის პათოლოგიური პროცესი

კბილების კარიესი არის პათოლოგიური პროცესი, რომლის დროსაც კბილის მკვრივი ქსოვილი მინერალებით ღარიბდება, რბილდება, ირღვევა და უჩნდება ღრუ. 
 

კბილების კარიესის განვითარებას იწვევს პირის ღრუში არსებული ბაქტერიები, კვების თავისებურება (შაქარი), კვების რეჟიმი, ნერწყვის ხარისხი და რაოდენობა, ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა და ორგანიზმის მიერ მიღებული ფტორის ოდენობა.
 

კარიესის საპროფილაქტიკო ძირითადიღონისძიებები ითვალისწინებს:
 

  • პირის ღრუს რეგულარულ მოვლას;
  • შაქრის გამოყენების შემცირებას;
  • ფტორის შემცველი კბილის პასტების გამოყენებას;
  • კბილების სწორად ხეხვას;
  • წელიწადში ერთხელ მაინც სტომატოლოგთან ვიზიტს პროფილაქტიკური დათვალიერების მიზნით.
     

კარიესის საპროფილაქტიკოდ და პირის ღრუს სრულყოფილი ჰიგიენისთვის გამოიყენეთ სილვერქეას ანტიბაქტერიული ჯაგრისები, ძაფი და პირის ღრუს სავლები მთელი ოჯახისთვის, რომლებიც დამზადებულია იტალიაში.