ჯანმრთელობის ჟურნალი
21აგვ
როგორ მოვიქცეთ თუ ზღვის წყალი გადაგვეყლაპა?

მარილის კონცენტრაცია ადამიანის სხეულში, დაახლოებით, 75%-ით ნაკლებია, ვიდრე ზღვის წყალში. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ ზღვის წყალს დალევთ, თქვენს სისხლძარღვებში მარილის რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატებს, რაც საბოლოოდ ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას შეუშლის ხელს.

გაუწყლოება (დეჰიტრატაცია) 
რაც უფრო მეტ მარილიან წყალს სვამს ადამიანი, მით უფრო მეტ წყალს კარგავს ორგანიზმი. ის წყალი რაც თქვენს ორგანიზმში ისედაც იყო, ცდილობს, მოერიოს მარილიან წყალს და „გააზაოს“ ის. შედეგად კი სხეული განიცდის წყლის ნაკლებობას. ადამიანს ერთდროულად აღენიშნება ძლიერი წყურვილი და ხშირი შარდვა.

მსუბუქი გვერდითი ეფექტები
ზღვის წყლის მიღებას შეიძლება მოჰყვეს შემდეგი პრობლემები: პირის გაშრობა, გულისცემის აჩქარება, თავის ტკივილი, დაბალი წნევა და თავბრუსხვევა. შედარებით გვიან შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა კუჭის მოქმედებისას და გონების დაკარგვა.

სერიოზული გვერდითი ეფექტები
თუ თქვენ ადრეულ სიმპტომებს არ მიაქცევთ ყურადღებას, მდგომარეობა გაუარესდება. ასეთ დროს შეიძლება განვითარდეს თირკმლის უკმარისობა, ჰალუცინაციები და კრუნჩხვებიც კი.

რეკომენდაცია
ზღვის წყლის გადაყლაპვის შემდგომ დალიეთ რაც შეიძლება ბევრი სუფთა, სასმელი წყალი. რომელიმე ერთი სიმპტომის გამოკვეთის შემთხვევაშიც კი დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.