ჯანმრთელობის ჟურნალი
22მარ
რატომ უნდა დავლიოთ ბევრი წყალი?

ჯანმრთელი ორგანიზმი, კარგი განწყობა, ბრწყინავი თვალები, გლუვი და სუფთა კანი - ყველაფერი ეს ჩვეულებრივი წყლის დამსახურებაა.

წყალი ეს არის წყალბადისა და ჟანგბადის ნაერთი, რომელიც მარტივი ფორმულით გამოისახება  H2O. წყალი ადამიანის მასის 70-80%-ს შეადგენს, მდნარი წყალი, იგივე ნადნობი ყინული ხელს უწყობს ორგანიზმის გასუფთავებას და ამცირებს თრომბოზისა და ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას.

წყლის ცვლისთვის ჩვენს ორგანიზმს ყოველდღიურად 6-10 ჭიქა წყალი სჭირდება, მაგრამ წყალი არ უნდა დავლიოდ მხოლოდ მაშინ როდესაც გვწყურია. წყურვილის შეგრძნება არის სიგნალი, რომ ორგანიზმში გაუწყლოვანება იწყება. საქმე კი აქამდე არ უნდა მივიყვანოთ.

ადამიანმა დღეში 8 ჭიქა (2 ლიტრი) წყალი უნდა დალიოს. თუ არ ხართ წყლის მოყვარული ეს შეიძლება რთულადაც მოგეჩვენოთ. ჩვენი რჩევები წყლის მიღების პროცესს გაგიმარტივებთ:

  • მთელი დღის განმავლობაში მცირე რაოდენობით წყლის მიღება სირთულეს სულაც არ წარმოადგენს.
  • არსებობს ეფექტური გზა, რომელიც გულიხმობს პირველი ორი დღის განმავლობაში ორი ჭქის, ხოლო მესამე დღეს სამი ჭიქა წყლის დალევას. ნელ-ნელა კი გაზრდით სასურველ რაოდენობამდე, 8 ჭიქამდე.
  • წყალი აუცილებლად უნდა დავლიოთ ჭამამდე, სასურველია 30წთ-ით ადრე, რათა ხელი შევუწყოთ საჭმლის მონელებას. ასევე რეკომენდებულია წყალი დავლიოთ ჭამიდან ორი საათის შემდგომ.  

გახსოვდეთ, რომ წყალი თქვენი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის აუცილებელია.