ჯანმრთელობის ჟურნალი
24იან
როგორ დავიცვათ თავი გავრცელებული ვირუსებისა და ინფექციებისგან?

 

 
კვლევებმა ცხადყო, რომ პირბადის გამოყენება და ხელების ხშირი დაბანა ვირუსის შეყრის რისკს 50%-ით ამცირებს. პირბადის ტარება დაავადების რისკს ხალხმრავალ ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი ამცირებს. ამასთან მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის, ხელის საპნით დაბანა როგორც ყოველდღიურ საქმიანობაში, ასევე პირბადის გაკეთების წინ და გამოყენებული პირბადის მოხსნის შემდეგაც.
რამდენიმე რჩევა, რომელიც აუცილებელია დავიცვათ პირბადით სარგებლობისას:
 
  • პირბადე უნდა ფარავდეს ცხვირს, პირსა და ნიკაპს; რეზინის მარყუჟი კომფორტულად მოირგეთ ყურზე, თუ პირბადე თასმიანია, თასმები შეიკარით ისე, რომ ნიღაბი მჭიდროდ იყოს სახეზე მორგებული;
  • ერთი პირბადით მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა ისარგებლოს 
  • ერთჯერადი ნიღბის შემთხვევაში ეცადეთ ხშირად შეცვალოთ, რადგან მათი გამოყენების ვადა 1-2 საათია (როდესაც ნიღაბი დაავადებულ ადამიანს უკეთია გარშემომყოფთა დასნეულებისგან დაცვის მიზნით, მასზე ბევრად უფრო სწრაფად გროვდება მიკროსკოპული მცირე ზომის ვირუსული ნაწილაკები, ვიდრე ჩვეულებრივი ამოსუნთქვის დროს)
  • სამედიცინო ნიღბის ცისფერი მხარე დამცავია, ხოლო თეთრი - ფილტრია, რომელიც მიკრობებისთვის ბარიერის შემქმნელია.

შესაბამისად, თუ ნიღბის თეთრი მხარე თქვენი სახისკენაა მოქცეული და ცისფერი გარეთაა, ნიშნავს რომ გაციებული ხართ და გარშემომყოფების დაინფიცირებისგან იცავთ; ხოლო თუ ნიღბის ცისფერი მხარე თქვენი სახისკენაა მიმართული და თეთრი მხარე გარეთაა, ჯანმრთელი ხართ და გარშემომყოფთა ინფექციებს უფრთხით.

 
P.S. უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ნიღბის ტარება ვერ დაგვიცავს გავრცელებული ვირუსებისაგან, თუ ხელები საპნით ხშირად არ დავიბანეთ და მაქსიმალურად მოვერიდეთ საჭიროების გარეშე ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას.