სიახლეები
13სექ
წლის საუკეთესო რებრენდინგი

„PSP”-მ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ბიზნეს ჯილდო #StevieAwards მიიღო.

PSP-მ საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოვება „სტივი ევორდსზე“ ნომინაციაში „წლის საუკეთესო რებრენდინგი“ გაიმარჯვა. 

„სტივი ევორდსი“ ბიზნეს სივრცეში მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი, პრესტიჟული და საპატიო დაჯილდოებაა. 200-ზე მეტი აღმასრულებელი დირექტორი ხმას აძლევდა მათთვის რჩეულ კომპანიას. მასში 60-ზე მეტი ქვეყნის სახდასხვა დარგის კომპანია იღებდა მონაწილეობას. წელს ჟიურის 3900 ნომინანტი კომპანიიდან მოუხდა საუკეთესოების არჩევა სხვადასხვა ნომინაციებში.

PSP პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც „სტივი ევორდსზე“ ნომინაციაში „საუკეთესო რებრენდინგი“ პრიზი მოიპოვა. 

სხვადასხვა დროს სტივი ევორდსის გამარჯვებულები არიან მსოფლიოს უდიდესი კომპანიები როგორიცაა ეფლი, ფორდი, პროქტერ გემბლი, სამსუნგი და ა.შ. 

2017 წლის „სტივი ევორდსის“ გალა-დაჯილდოვება 21 ოქტომბერს ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში გამართება, რომელზეც PSP-ს გადაეცემა ჯილდო „წლის საუკეთესო რებრენდინგი/განახლება“.