სიახლეები
24ნოე
სებამედის კანის სკოლა

24 ნოემბერს PSP-ს აფთიაქში სებამედის კანის სკოლის
უპრეცედენტო აქცია გაიმართა! სპეციალისტებმა ყველა
დაინტერესებულ პირს უფასოდ განუსაზღვრეს კანის PH ბალანსი.

PH - ის დონის განსაზღვრასთან ერთად მომხმარებლებს საშუალება
ჰქონდათ მთელიდ დღის განმავლობაში -20%- იანი ფასდაკლებით
ესარგებლათ სებამედის სრულ ასორტიმენტზე.

ადამიანის კანს გააჩნია განსაკუთრებული მახასიათებელი - pH
მჟავური მაჩვენებელი, რომელიც ხელს უწყობს კანის ზედაპირიდან
პათოგენური მიკროორგანიზმების მოცილებას და იცავს კანს
სხვადასხვა დაავადებების განვითარებისგან. 

კანის pH - მაჩვენებელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის
დამცველობითი ფუნქციის შენარჩუნებაში. მისი ცვლილებები ხელს
უწყობს კანის ინფექციის, გაუწყლოების, ალერგიისა და ანთებითი
პროცესების განვითარებას.

კანის ნორმალური გარემო მჟავაა და ყოველთვის ასეთი უნდა იყოს.
თუ კანს სწორად მოვუვლით, PH -ფაქტორი ნეიტრალური იქნება, რაც
5,5 ერთეულს შეადგენს. 

#SebaMed-ის პროდუქცია აკმაყოფილებს კანის მოვლის სამკურნალო
მოთხოვნებს. იგი წარმოადგენს კანის მოვლისა და აღდგენის ერთიან,
მოწესრიგებულ სისტემას და შემუშავებულია, როგორც ახალი,
მეცნიერული მიდგომა კანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად!