სიახლეები
25ოქტ
საახალწლო ნახატების კონკურსი „ბედნიერი ახალი წელი“

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად PSP-მ საახალწლო ნახატების კონკურსი გამოაცხადა. მომხმარებლების ჩართულობისა და წახალისებისთვის პსპ არა ერთ
საინტერესო აქტივობას ახორციელებს. თითქმის მუდმივად მიმდინარეობს საბავშვო ფოტოების კონკურსი რომლის გამარჯვებულიც ერთი თვით PSP-ს
ბავშვთა თვის აქციების სახე ხდება და საჩუქრები გადაეცემა.


„ბედნიერი ახალი წელი“ - არის კონკურსი, რომელშც ოჯახის სახვადასხვა ასაკის წევრები ბავშვებთან ერთად საახალწლო თემატიკაზე ნახატებს ქმნიან და პსპ-ში
აგზავნიან.


„თუ გინდათ თქვენი ოჯახის მიერ შესრულებული ნახატი სრულიად საქართველომ იხილოს და თქვენი ქალაქის სხვადასხვა უბანში პსპ აფთიაქის
ვიტრინებზე იხილოთ, შექმენით ოჯახური ნახატი თქვენს პატარებთან ერთად, გამოგვიგზავნეთ ფოსტაზე: kids@psp.ge 5 ნოემბრის ჩათვლით და დაელოდეთ
ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას. სათაურის ველში მიუთითეთ „ბედნიერი 2019“.

ნახატი სასურველია იყოს შავ-თეთრი, მარტივი, კონტურული, ფანქრით ან კალმით შესრულებული. საუკეთესო ნამუშევრების ელემენტებით PSP-ს
აფთიაქების ვიტრინები გაფორმდება და ავტორები დასაჩუქრდებიან!


ჰიგიენისა და კოსმეტიკის პროდუქციის ფართო არჩევანი, პროფესიონალი ფარმაცევტები და კონსულტანტები, მოხმარებელზე ორიენტირებული „უფრო
მეტი ვიდრე აფთიაქი“ - ეს პსპ-ს აფთიაქია. 220 პპს აფთიაქი საქართველოს ყველა კუთხესა და დედაქალაქის ყველა უბანში მომსახლეობას მხოლოდ
გარანტირებული ხარისხის 60000-ზე მეტი სახეობის პროდუქციას სთავაზობს.