სიახლეები
23აპრ
PSP-მ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

23 აპრილი წიგნის ჩუქების დღეა! აჩუქეთ ერთმანეთს წიგნი!

PSP-მ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა; 
 

ეროვნული ბიბლიოთეკის კამპანია „აჩუქე წიგნები“-ს ფარგლებში PSP-ს თანამშრომლების მიერ მუდმივად მოხდება სასწავლო წიგნების და მხატვრული ლიტერატურის შეგროვება, რომელსაც ეროვნული ბიბლიოთეკა ქართულ დიასპორებსა და მიზნობრივ ჯგუფებს გადასცემს.
 

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით PSP-ს აფთიაქებში მოსახლეობის მიერ ნაჩუქარი წიგნების შეგროვება- გადაცემის ორგანიზებას ეროვნული ბიბლიოთეკისთვის, ასევე რეგიონებში ბიბლიოთეკებისთვის ტექნიკურ მხარდაჭერას ადგილობრივი მოსახლეობის არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით.