სიახლეები
23აპრ
PSP-მ კალიგრაფიის კონკუსის გამარჯვებულები გამოავლინა

დედაენის დღეს, 14 აპრილს, PSP-მ ხელით წერის წახალისების მიზნით, გამოაცხადა კონკურსი, რომლის მიზანი ნიჭიერი კალიგრაფების გამოვლენა იყო.

კომპეტენტურმა ჟურიმ, რომელშიც PSP-სა და ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად ხელნაწერთა წეროვნული ცენტრის და გამომცემლობა პალიტრა L-ის წარმომადგენლები შედიოდნენ, სამი გამარჯვებული გამოავლინა.

„საუკეთესო კალიგრაფიის“ სერტიფიკატის მფლობელი წალენჯიხელი ნონა მიქავა და „ყველაზე შემოქმედებითი“ ნამუშევრის ავტორი ქუთაისელი მაკა ბარდაველიძე პედაგოგები არიან

„ყველაზე ორიგინალური“ ნამუშევრის ავტორი ზუგდიდელი ჯესიკა ჩხაპელიაა.