PSP - N1 - New Hospitals

New Hospitals:

      „ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტის 150 საწოლიანი მრავალპროფილური ჰოსპიტალია, რომლის ამბულატორიულ განყოფილებას ყოველდრიურად 1000 პაციენტის მომსახურება შეუძლია. ჰოსპიტალსში 1200-მდე სპეციალისტია დასაქმებული. მათ შორის უმაღლესი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალი, რომელთაც ევროპასა და ამერიკაში მუშაობის და სტაჟირების დიდი გამოცდილება აქვთ. ჰოსპიტალში ახორციელებს სტაციონარული და ამბულატორიული სერვისების სრულ სპექტრს. „ნიუ ჰოსპიტალსი“ მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის სხვადასხვა კლინიკასთან და სპეციალისტებთან, რომლებიც პერიოდულად სამუშაო ვიზიტებით სტუმრობენ ჰოსპიტალს. ჰოსპიტალის დაკომპლექტებულია პროფესიონალთა გუნდით, რომელთაც კლინიკის ულტრათანამედროვე აღჭურვილობის პირობებში მსოფლიო მედიცინის კვლადაკვალ უახლესი ტექნოლოგიებით რეგიონში უნიკალურ ოპერაციებს ატარებენ, სხვადასხვა მიმართულებით ოფთალმოლოგია, ანგიოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია და ა.შ. 

მისია

    გვინდა თითოეულ პაციენტს ჩაუტაროთ მკურნალობა მისი ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით და ხელი შევუწყოთ რათა იგი დაუბრუნდეს აქტიურ ცხოვრებას. ამიტომ ვთავაზობთ მათ საუკეთესო სამედიცინო მომსახურებას.

მიზანი

    ნიუ ჰოსპიტალსის მიზანია, რომ უპირატესი სამედიცინო კომპეტენციით და პაციენტებთან სიახლოვით მოვიპოვოთ საქართველოში საუკეთესო საავადმყოფოს სტატუსი

კომპანიის სტრუქტურა

    ნიუ ჰოსპიტალსის ორგანიზაციული სტრუქტურა ითვალისწინებს ჰოსპიტალის მართვის თანამედროვე პრინციპებს. განყოფილებები დამოუკიდებლები არიან ერთმანეთისაგან და მართვის პროცესში უშუალოდ ექვემდებარებიან მენეჯმენტის ჯგუფს. გარდა ამისა, ჩვენ ხელს ვუწყობთ განყოფილებებს შორის თანამშრომლობას, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა ინოვაციურ პროექტებთან.  თანამშრომელთა ფუნქციების გამჭვირვალობას და სტაბილურობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება ხარისხს, ჰიგიენასა და კონტროლს. ყველაფერი ემსახურება მიზანს: მკურნალობის ხარისხი და პაცინეტის კმაყოფილებას.

 

ჩვენ გვინდა, რომ პაციენტებმა არა მხოლოდ იგრძნონ მიიღონ მკურნალობის კარგი ხარისხი, არამედ ჩვენს ჰოსპიტალში თავი იგრძნონ კომფორტულად და უსაფრთხოდ.