ჩვენს შესახებ

კომპანიის სახელწოდება PSP, ლათინური გამონათქვამის "Paulatim Summa Petuntur" აბრევიატურა და ქართულად ნიშნავს "ნაბიჯ-ნაბიჯმწვერვალისკენ".

 

პე-ეს-პე 1994 წლიდან საქართველოს ფარმაცევტული ბაზარზე მომხამრებლისთვის ხარისხის გარანტად გვევლინება. თავდაპირველად, სადისტრიბუციო კომპანია „დანერგვის ცენტრი პსპ“ შეიქმნა, რომელიც საქართველოში ევროპული მედიკამენტების პირველი ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა; წარმატებით ახორციელებს 1000-ზე მეტი ფარმაცევტული ქარხნის 10000-ზე მეტი  დასახელების მედიკამენტების და სამკურნალო კოსმეტიკის, ჰიგიენური საშუალებების იმპორტს და მათ დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

ადგილობრივიწარმოებისშექმნისიდეა 1998 წელსდაიბადა, 2000 წლიდან პსპ-ს ფარმაცევტული საწარმო GMP-მ პირველი მედიკამენტი გამოუშვა, და ყოველწლიურად ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ „ქართველებსაც შეგვიძლია საერთაშორისო სტანდარტის მედიკამენტები ვაწარმოოთ; მისი ექსპორტის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება და მსოფლიოს  11ქვეყანაში ჯიემპის წარმოებული წამალი ხარისხითა და ეფექტურობით სახელს იხვეჭს. ქარხანა აწარმოებს 150-მდედასახელების, სხვადასხვა ჯგუფის, ახალი თაობის მედიკამენტებს. GMP ერთადერთი ფარმაცევტული საწარმოა კავკასიაში, სადაც წამლები მზადდება წარმოების ყველა აუცილებელი ტექნოლოგიური ეტაპის გავლით. პე-ეს-პეს საწარმოს მისიაა ხელმისაწვდომი გახადოს მოსახლეობისთვის თანამედროვე სამკურნალო საშუალებები. GMP - ევროგაერთიანების ექსპერტების მიერ სერთიფიცირებული ერთადერთი ფარმაცევტული ქარხანაა საქართველოში.

.

ყოველთვიურად 2 მილიონი მომხმარებელი ირჩევს პსპ-ს თავისი ოჯახის აფთიაქაად. 200-მდე პსპ აფთიქი საქართველოს თითქმის ყველა კუთხესა და თბილისის ყველა უბანში ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს სთავაზობს მხოლოდ გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებს, ჰიგიენის, კოსმეტიკის, დედათა და ბავშვთა მოვლის, ბავშთა კვების და ა.შ. პროდუქციას ყველაზე დაბალ ფასად;  კვალიფიციური ფარმაცევტებისა და კოსმეტიკის კონსულტანტების მომსახურებას. პსპ იყო პირველი კომპმანია რომელმაც მომსახურების ტსანდარტი შეიმუშავა და დანერგა მთელ ქსელში, ამავე მიზნით კომპანიაში მონიტორინგის სამსახური ფუნქციონირებს. კვალიფიკაციის ასამაღლებლად თანამშრომლებს მუდმივად უტარებენ სწავლება პსპ-ს ტრეინინგ-ცენტრის და მოწვეული სპეციალისტები.  პსპ-აფთიქის სრული ქსელი ყოველწლიურად გადის საკონტროლო აუდის ხარისხის მართვის სტანდარტების უცხოელი სპეციალისტების მიერ. პსპ პირველი ფარმაცევტული ქსელია, რომელმაც წარმატებით გაიარა სასერთიფიკაცი ოაუდიტი, გერმანულმა სასერტიფიკაციო ორგანიზაციამ  “TUV-Reinland/Berlin-Branderburg Group”-მა პსპ სააფთიაქო ქსელს მიანიჭა ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციის (International Organization for Standardization) სერთიფიკატი ISO 9001:2000.

2010 წლიდან პსპ დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღევვის კორპორატიულ სეგემენტზე მუშაობს და 100-მდე კომპანიის 70000 დაზღვეული ჰყავს; რომელთა კმაყოფილებაა მომსახურების, ანაზღაურების და პროვაიდერული სამსახურის ერთიანი, გამართული და ხარისხიანი მუშაობა განაპირობებს. „ავტოარენა“ ავტოდაზღვევის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია ავტომობილის მფლობელებს შოის; სადაზღვევო პირობები, მოქნილი ანაზღაურების და ოპერატიული მომსხაურების გამო.  

2011 წლიდან ორთაჭალაში, პსპ-ს მრავალპროფილიანი, 150 საწოლიანი, ევროპული სტანდარტების კლინიკა გაიხსნა, რომელსაც დღეშ 1000 ამბულატორიული პაციენტის გატარება შეუძლია; მაღალტექნოლოგიური, უახლესი გერმანული, იაპონური და ამერიკული აპარატურით აღჭურვილი ჰოსპიტალი მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით არის დაკომპლექტებული; ექიმებისა და მეედების უმრავლესობას სწავლება ან სამუშაო გამოცდილება აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში აქვთ მიღებული. პროფესიონალიზმი და მომსახურების ხარისხი „ნიუ ჰოსპიტალში“ პრიორიტეტულია, როგორც პსპ-ჯგუფის თითოეული წევრი კომპანიისთის.