აღიარება:

წარმატებული სადისტრიბუციო საქმიანობის, ფარმაცევტული საწარმო GMP-ის წინსვლისა და ყველაზე ფართო სააფთიაქო ქსელის, ჰოსპიტალური და სადაზღვეო სექტორის განვითარების შედეგად ”PSP ჯგუფი” დღემდე საქართველოს ფარმაციის ლიდერის პოზიციას არავის არ უთმობს. ამის დასტურია ის რომ ”PSP ჯგუფი” ერთადერთი ფარმაცევტული კომპანიაა რომელსაც ერთდროულად აღიარებენ როგორც მომხმარებლები ასევე ექსპერტებიც:

  •       ”Golden Brand”-ის რჩეული ბრენდების დაჯილდოებაზე, რომელიც ყოველწლირად იმართება ამერიკის სავაჭრო პალატის, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის მხარდაჭერით და კომპანია ”Global Idea-სა” და გაზეთი “Financial-ის” ორგანიზებით, PSP ჯგუფი 2005 წლიდან ექსპერტების მიერ აღიარებულია რჩეულ ბრენდად საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე.
  •       ”ქართული ბრენდის დღეზე”, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ეროვნული საინვესტივციო სააგენტოს პარტნიორობით და პი-არ სააგენტო ”პროფილის” ორგანიზებით ჩატარებული ყოველწლიური გამოკითხვების შედეგად, მომხმარებლები 2004 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ლიდერ ფარმაცევტულ კომპანიად ”PSP ჯგუფს” ასახელებს.
  •       2012 წელს პსპ-ფარმა პირველი სადისტრიბუციო კომპანია გახდა საქართველოში, რომელსაც მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის დისტრიბუციის დარგში აკრედიტებული მასერტიფიცირებელი ორგანოს TUV-Reinald-ის მიერ მიენიჭა ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001-2008 დამას შემდეგ მუდმივად წარმატებით ახორციელებს საკონტროლო აუდიტებს.
  •       2014 წლიდან მედია ჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსისა" და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია "გორბის" მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე ბიზნეს რეიტინგის გამარჯვებულია TOP 30 წარმატებულ კომპანიას შორის ნომინაციაში „საქმიანობის სტაბილურობა, ეფექტიანი მენეჯმენტი, ახალი ტექნოლოგიები, ახალი სამუშაო ადგილები“ კომპანია „PSP ჯგუფია“ და მისი დირექტორია გოჩა გოგილაშვილი.
  •       2017 წლის 21 ოქტომბერს, PSP-მ მსოფილოში ყველაზე პრესტიჟული ბიზნეს ჯილდო #StevieAwards -ი მიიღო! „სტივი ევორდსი“ ბიზნეს სივრცეში მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი, პრესტიჟული და საპატიო დაჯილდოებაა. 200-ზე მეტი აღმასრულებელი დირექტორი ხმას აძლევდა მათთვის რჩეულ კომპანიას. მასში 60-ზე მეტი ქვეყნის სახდასხვა დარგის კომპანია იღებდა მონაწილეობას. წელს ჟიურის 3900 ნომინანტი კომპანიიდან მოუხდა საუკეთესოების არჩევა სხვადასხვა ნომინაციებში. PSP პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც „სტივი ევორდსზე“ ნომინაციაში „საუკეთესო რებრენდინგი“ პრიზი მოიპოვა.