პე-ეს-პე იმპორტი და დისტრიბუცია:

PSP  1994 წლიდან ახორციელებს მედიკამენტების დისტრიბუციას საქართველოს ფარამაცევტულ ბაზარზე და მსოფლიოს 100-ზე მეტი  წამყვანი ფარმაცევტული ქარხნის პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.  მედიკამენტების უდიდეს ნაწილს ”პე-ეს-პეს” უშუალოდ მსოფლიოს წამყვანი 100-ზე მეტი ქარხანა აწვდის. პსპ იყო პირველი ქართული კომპანია, რომელიც საქართველოში ევროპული ფარმაცევტული ქარხნებისოფიციალური დისტრიბუტორო გახდა. უკვე 20 წელია პსპ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მხოლოდ გარანტირებული ხარისხის, ფარმაცევტული წარმოების სატნდარტის

GMP-ს მიხედვით მომუშავე საწარმოებთან  თანამშრომლობს და მრავალ სამედიცინო, ფარმაცვეტულ და კოსმეტიკურ სიახლეს ხელმისაწვდომს ხდის საქართველოს მოსახლეობსითის.

PSP-ში თითოეული წამლისთვის შესაბამისი შენახვის პირობებია; იგივე დაცულია მათი აფთიაქებში ტრანსპორტიტების დროსაც - ამიტომ პსპ-აფთიაქში მედიკამენტის  გარანტირებული ხარისხი შენარჩუნებულია მწარმოებლიდან მომხმარებელთან მოხვედრამდე.

კომპანიის საწყობებში სადისტრიბუციო საქმიანობა მიმდინარეობს სადისტრიბუციო ფირმის სათანადო სტანდარტის (GDP – Good Distribution Practice) მიხედვით. სადისტრიბუციო სისტემა მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით რაც საშუალებას იძლევა დაცული იყოს თითოეული წამლისთვის განსაზღვრული სპეციალური ტემპერატურა და ტენიანობა, რაც კიდევ ერთხელ უზრუნველყობს გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების მოხვედრას სააფთიაქო ქსლეში.

ბოლო წლებში პრეპარატების შემოსატანი ფასების გაიაფებაზე მომწოდებლებთან აქტიური მოლაპარაკებების შედეგად მედიკამენტების ფასების გაიაფება პსპ-ში ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება. მოლაპარაკებების შედეგად მომწოდებელთან ფასების დაწევაზე მიღწეული შეთანხმება  მყისიერად აისახება პსპ-ს ქსელში არსებული იმ მედიკამენტის ფასზე, რაც ნიშნავს, რომ ახალი დაწეული ფასით მედიკამენტის ახალი პარტიის შემოსვლას კომპანია არ ელოდება და ქსელში არსებულ ამ მედიკამენტის მარაგზე მაშინვე ხდება ფასის დაწევა.

სადისტრიბუციო კომპანია პსპ ფარმა 2010 წლიდან ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატის ISO 9000:2001-ს მფლობელია და წარმატებით გადის საკონტროლო აუდიტებს.