ჯი-ემ-პი

 

    ჯი-ემ-პი მოწინავე ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომლის მთავარი მისია მაღალი ხარისხის ფარმაცევტული პროდუქციის შეთავაზებაა. უკვე 15 წელია კომპანია წარმატებით ახორციელებს ამ მისიას.

ჯი-ემ-პი-ს ფარმაცევტული საწარმო მდებარეობს თბილისში , ქვემო ფონიჭალაში. იგი აღჭურვილია უახლესი  გერმანული და იტალიური მანქანა-დანადგარებით BOSCH, FETTE, UHLMANN, HUTTLIN, SERVOLIFT, SKINETTA, ENFLEX, MILLIPORE, AGILENT TECHNOLOGIES, BOHLE, IMA და სხვ. ჯი-ემ-პი არის ერთადერთი ფარმაცევტული საწარმო მთელს რეგიონში, რომელშიც თანამედროვე ფარმაცევტული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს სრული საწარმოო ციკლი, დაწყებული ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის დამზადების სტადიის ჩათვლით. საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშვებს მყარი ფორმის მედიკამენტებს: ტაბლეტებს, გარსით დაფარულ ტაბლეტებს, ფხვნილებსა და ჟელატინის კაფსულებს.  თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისათვის კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა წამყვან ევროპელ მწარმოებლებთან და კონტრაქტით წარმოების საფუძველზე შემოაქვს სხვადასხვა სამკურნალწამლო საშუალებები – ამპულები, სუსპენზიები, გელები.  კომპანია ახორციელებს 100 მდე დასახელების მედიკამენტის ექსპორტს მსოფლიოს 10 ქვეყანაში : სომხეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, მოლდოვა, ბელორუსია, ყაზახეთი, უკრაინა, ლიბია.  კომპანია რეგიონალური ბაზრებისთვის აწარმოებს პრეპარატებს შვეიცარიულ კომპანია ლალემან ფარმასა და ჰოფმან ლა როშის ლიცენზიით.

კომპანია თანამშრომლობს სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში მოღვაწე კომპანიებთან როგორიცაა :  Eropean Compliance Academy.    საწარმოს სათავეში უდგას საერთაშორისო ხარისხის კონსალტინგის(International Quality Consulting Inc. ( Germany ) წარმომადგენელი საქართველოში, გერმანული ხარისხის მართვის სისტემების მასერტიფიცირებელი ორგანოს TUV Cert (Germany) სერტიფიცირებული ხასისხის ოფიცერი, ევროპის GMP-სთან შესაბამისობის აკადემიის (ECA) წევრი, ევროპის ქიმიური ინდუსტრიის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული GMP-ის აუდიტორი, ფარმაცევტული საწარმოს ხარისხის კონტროლის სისტემაში ევროპაში აკრედიტირებული უფლებამოსილი პირი (Qualified Person QP in Europe) - გიორგი ანთაძე.

  ხარისხის მენეჯმენტი

საწარმოში ფუნქციონირებს ხარისხის კონტროლის და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილება, რომლებიც უზრუნველყოფენ პრეპარატების ხარისხს წარმოების ყველა ეტაპზე. პირველადი პროდუქტის კონტროლი, შუალედური კონტროლი (პერიოდულად ხდება ნახევარპროდუქტის, გარემო პირობების, პერსონალის მიერ შესრულებული ოპერაციების კონტროლი.)  კომპანიის ერთ-ერთ ძირითად მიზანს მომხმარებლის მოთხოვნათა შესრულება წარმოადგენს, რისთვისაც საწარმოს ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს და ინარჩუნებს პირდაპირ კავშირს მომხმარებელთან. მომხმარებლისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის მართვის მიზნით, საწარმოში ორგანიზებულია რეკლამაციისა და გვერდითი მოვლენების მონიტორინგის სისტემა. საწარმოში ფუნქციონირებენ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიები, რომლებიც აკმაყოფილებენ GMP, GCP (Good Clinical Practice) და  GLP (Good Laboratory Practice)მოთხოვნებს, რაც საშუალებას იძლევა ჩატარდეს ბიოექვივალენტობის კვლევების ბიოქიმიური და სტატისტიკური ნაწილი.

  ექსპორტი

კომპანია აწარმოებს 100-ზე მეტი მედიკამენტის ექსპორტს 10 სხვადასხვა ქვეყანაში: სომხეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, მოლდოვა, ბელორუსია, ყაზახეთი, უკრაინა, ლიბია.