Thyrozol - თიროზოლი 5მგ 50 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 13,67 ლ რეგულარული ფასი 17,75 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
7788_540
მწარმოებელი:
MERCK (Germany)
არცერთი:
თირეოტოქსიკოზი; თერაპიის მიზანი - ეუთირეოიდული მდგომარეობისა და ხანგრძლივი რემისიის მიღწევა; თირეოტოქსიკოზის ქირურგიული მკურნალობისთვის მომზადება. თიამაზოლის ოპერაციამდელ პერიოდში 3-4 კვირის მანძილზე (ცალკეულ შემთხვევებში უფრო ხანგრძლივად) მიღების შედეგა

საერთაშორისო დასახელება:

THIAMAZOLE

მწარმოებელი: MERSK KGaA for NYCOMED, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: თიამაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თიოშარდოვანასგან წარმოებული ანტითირეოიდული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

თიამაზოლი ............            5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აფერხებს (დოზირების მიხედვით) თიროზინის იოდირებას, რის შედეგადაც ირღვევა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზი. პრეპარატი ეფექტურია სხვადასხვა ეტიოლოგის ჰიპერთირეოზის სიმპტომური მკურნალობისთვის. პრეპარატი არ მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულებიდან უკვე სინთეზირებული ჰორმონების გამოთავისუფლებაზე, ამიტომ მას აქვს სხვადასხვა ხანგრძლივობის ლატენტური პერიოდი, რომელიც წინ უსწრებს სისხლის პლაზმაში T4-სა და T3-ის რაოდენობის ნორმალიზებასა და კლინიკური სურათის გაუმჯობესებას.

თიროზოლი არ მოქმედებს ჰიპერთირეოზზე, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების დანგრევის შედეგად გამოთავისუფლებული ჰორმონების შედეგად ვითარდება (რადიოაქტიური იოდით მკურნალობის შემდეგ ან თირეოიდიტის დროს).

პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობა მისი ერთჯერადი მიღების შემდეგ თითქმის 24 საათს შეადგენს.

ჰიპერთირეოზის ქირურგიული მკურნალობის წინ პრეპარატის მიღება ამცირებს სისხლდენის რისკს ოპერაციის დროს და ასევე თირეოტოქსიკური კრიზის განვითარების რისკს.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: პრეპარატის პერორალური მიღებისას თიამაზოლი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 0.4-1.2 საათის განმავლობაში.

განაწილება და მეტაბოლიზმი:

პრაქტიკულად არ უკავშირდება პლაზმის ცილებს. კუმულირდება ფარისებრ ჯირკვალში, სადაც ნელა განიცდის ბიოტრანსფორმაციას, რის შედეგადაც ფარმაკოკინეტიკურ მრუდზე წარმოიქმნება პლატო.

გამოყოფა: ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 3 საათს შეადგენს. თიამაზოლი ძირითადად თირკმელებითა და ნაღვლის საშუალებით გამოიყოფა. განავალთან ერთად გამოიყოფა უმნიშვნელო რაოდენობით, რაც ენტეროჰეპატური ცირკულაციის არსებობას ადასტურებს. 24 საათის განმავლობაში თირკმელების საშუალებით გამოიყოფა 70%-მდე თიამაზოლი, აქედან 7-12% შეუცვლელი სახით.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში:

ღვიძლის ფუნქციების გამოხატული დარღვევების მქონე პაციენტებს ნახევარგამოყოფის პერიოდი უხანგრძლივდებათ.

ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ მდგომარეობაზე დამოკიდებული არ არის.

ჩვენებები:

  • თირეოტოქსიკოზი; თერაპიის მიზანი - ეუთირეოიდული მდგომარეობისა და ხანგრძლივი რემისიის მიღწევა;
  • თირეოტოქსიკოზის ქირურგიული მკურნალობისთვის მომზადება. თიამაზოლის ოპერაციამდელ პერიოდში 3-4 კვირის მანძილზე (ცალკეულ შემთხვევებში უფრო ხანგრძლივად) მიღების შედეგად მიიღწევა ეუთირეოიდული მდგომარეობა, რაც ამცირებს სისხლდენების რისკს ოპერაციის დროს და თირეოტოქსიკური კრიზის განვითარების რისკს;
  • რადიოაქტიური იოდით თირეოტოქსიკოზის მკურნალობისთვის მომზადება, განსაკუთრებით მძიმე ფორმების დროს, რათა თავიდან იქნას აცილებული თირეოტოქსიკური კრიზის განვითარება;
  • თერაპია რადიოაქტიური იოდის მოქმედების ლატენტურ პერიოდში. ტარდება რადიოაქტიური იოდის მოქმედების დაწყებამდე (4-6 თვის განმავლობაში);
  • გამონაკლის შემთხვევებში - თირეოტოქსიკოზის ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპია, როცა ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის ან პირადი მიზეზების გამო შეუძლებელია რადიკალური მკურნალობის ჩატარება;
  • თირეოტოქსიკოზის განვითარების პროფილაქტიკა ლატენტური ჰიპერთირეოზის, ავტონომიური ადენომების ან ანამნეზში თირეოტოქსიკოზის არსებობისას, თუ საჭიროა იოდის შემცველი პრეპარატების დანიშვნა (მათ შორის იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული საშუალებები).

დოზირების რეჟიმი:

თირეოტოქსიკოზი: დაავადების სიმძიმის მიხედვით თიამაზოლი ინიშნება დოზით 20-40 მგ/დღეში 3-6 კვირის განმავლობაში. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზების შემდეგ (ჩვეულებრივ 3-8 კვირის შემდეგ) გადადიან შემანარჩუნებელ თერაპიაზე 5-20 მგ/დღეში. ამ პერიოდიდან რეკომენდებულია დამატებით ლევოთიროქსინის დანიშვნაც. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 1.5-2 წელს.

თირეოტოქსიკოზის ქირურგიული მკურნალობისთვის მომზადების მიზნით თიამაზოლი, ეუთირეოიდული მდგომარეობის მისაღწევად ინიშნება დოზით 20-40 მგ/დღეში დაგეგმილ ოპერაციამდე 3-4 კვირით ადრე (ცალკეულ შემთხვევებში უფრო ხანგოძლივადაც) და წყდება მისი მიღება ოპერაციის წინა დღეს. ეუთირეოიდული მდგომარეობის მიღწევის შემდეგ რეკომენდებულია ლევოთიროქსინის დამატებითი მიღება. ოპერაციამდელი მოსამზადებელი პერიოდის შემცირების მიზნით დამატებითი ინიშნება ბეტა-ბლოკატორები და იოდის პრეპარატები.

რადიოაქტიური იოდით მკურნალობისთვის მომზადების მიზნით თიამაზოლი ინიშნება დოზით 20-40 მგ/დღეში ეუთირეოდიული მდგომარეობის მიღწევამდე.

მითითება: თიამაზოლმა და თიოშარდოვანას წარმოებულებმა შეიძლება შეამცირონ ფარისებრი ჯირკვლის მგრძნობელობა სხივური თერაპიის მიმართ.

რადიოაქტიური იოდის მოქმედების ლატენტურ პერიოდში თიამაზოლი ინიშნება დაავადების სიმძიმის მიხედვით დოზით 5-20 მგ/დღეში რადიოაქტიური იოდის მოქმედების დაწყებამდე (4-6 თვე).

ხანგრძლივი თირეოსტატიკური შემანარჩუნებელი თერაპია: ინიშნება თიამაზოლი დოზით 1.25-2.5 - 10 მგ/დღეში და ერთდრულად ლევოთიროქსინი მცირე დოზირებით.

თირეოტოქსიკოზის განვითარების პროფილაქტიკა ლატენტური ჰიპერთირეოზის, ავტონომიური ადენომების ან ანამნეზში თირეოტოქსიკოზის არსებობისას, თუ საჭიროა იოდის შემცველი პრეპარატების დანიშვნა (მათ შორის იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული საშუალებები): ინიშნება თიამაზოლი დოზით 10-20 მგ/დღეში და კალიუმის პერქლორატი დოზით 1 გ/დღეში 8-10 დღის განმავლობაში იოდის შემცველი საშუალებების მიღებამდე.

ბავშვებში დოზირება:

ბავშვებში თიამაზოლის საწყისი დოზა შეადგენს 0.3-0.5 მგ/კგ მასაზე დღეში, შემანარჩუნებელი თერაპიისას კი - 0.2-0.3 მგ/კგ მასაზე დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში დამატებით ინიშნება ლევოთიროქსინი.

მიღების წესი და ხანგრძლივობა:

ტაბლეტი მიიღება ჭამის შემდეგ დაუღეჭავად, საკმაო რაოდენობის სითხის მიყოლებით.

სადღეღამისო დოზა მიიღება ერთჯერადად ან ნაწილდება 2-3 მიღებაზე. მკურნალობის საწყის ეტაპზე თიროზოლის ერთჯერადი დოზის მიღება უნდა ხდებოდეს დღის განმავლობაში, მკაცრად განსაზღვრულ დროს. შემანარჩუნებელი თერაპიისას პრეპარატის მიღება ხდება ერთჯერადად საუზმის შემდეგ.

ყველა შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

გვერდითი მოვლენები;

ალერგიული რეაქციები: ზოგჯერ - ქავილი, ჰიპერემია, გამონაყარი კანზე; იშვიათად - გენერალიზებული დერმატიტი.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: შემთხვევათა  0.3-0.6%-ში - აგრანულოციტოზი; იშვიათ შემთხვევებში - თრომბოციტოპენია, პანციტოპენია.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად - გემოვნების დარღვევა; ერთეულ შემთხვევებში - ქოლესტაზური სიყვითლე, ტოქსიკური ჰეპატიტი, სანერწყვე ჯირკვლების მწვავე გადიდება.

პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში - ნევრიტი, პოლინეიროპათია.

იმუნური სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში - გენერალიზებული ლიმფადენოპათია, წითელი მგლურას მსგავსი სინდრომი, ინსულინო-აუტოიმუნური სინდრომი სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მკვეთრი დაქვეითებით.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის გადიდება.

სხვა: შესაძლებელია - სხეულის მასის მომატება; იშვიათად - სხეულის ტემპერატურის მომატება; ერთეულ შემთხვევებში - ართრალგიები.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: პრეპარატის დიდი დოზით მიღებისას შესაძლებელია სუბკლინიკური და კლინიკური ჰიპოთირეოზის განვითარება, ჩიყვის ზრდა, რაც სისხლში თირეოტროპული ჰორმონის გაზრდილ რაოდენობასთანაა დაკავშირებული. ამიტომ ეუთირეოდული მდგომარეობის მიღწევის შემდეგ რეკომენდებულია თიროზოლის დოზის შემცირება მინიმალურ ეფექტურ დოზამდე და დამატებით ლევოთიროქსინის დანიშვნა. ამ დროს თიროზოლის მიღების შეწყვეტა მიზანშეწონილი არ არის.

თიროზოლით მკურნალობისას ჩიყვის შემდგომი ზრდა, თირეოტროპული ჰორმონის დათრგუნული დონის შემთხვევაში, უნდა განვიხილოთ როგორც ძირითადი დაავადების შედეგი. იგი შეუძლებელია თავიდან იქნას აცილებული ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დამატებითი დანიშვნით.

ენდოკრინული ოფთალმოპათიის გამოვლენა ან გამწვავება არ წარმოადგენს თიროზოლის გვერდით მოვლენას.

იშვიათად შემთხვევებში თიროზოლით მკურნალობის დასრულების შემდეგ შეიძლება განვითარდეს მოგვიანებითი ჰიპოთირეოზი, რომელიც ძირითადი დაავადების ჩარჩოში, ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის ანთებით და დესტრუქციულ პროცესებთანაა დაკავშირებული და გვერდით მოვლენას არ წარმოადგენს.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა თიამაზოლისა და თიოშარდოვანას წარმოებულების მიმართ;

*კარბიმაზოლით ან თიამაზოლით ადრე ჩატარებული მკურნალობის დროს განვითარებული აგრანულოციტოზი;

*გრანულოციტოპენია;

*ქოლესტაზი მკურნალობის დასაწყისში;

*ლაქტაცია.

*შეფარდებით უკუჩვენებას მიეკუთვნება თიოშარდოვანას წარმოებულების მიღების შედეგად ადრე განვითარებული მსუბუქი ფორმის ალერგიული რეაქციები კანზე.

ორსულობა და ლაქტაცია:

თიამაზოლი აღწევს ტრანსპლაცენტარულ ბარიერში და მისი კონცენტრაცია ნაყოფის სისხლში ისეთივეა, როგორიც დედის სისხლში. ამიტომ თიროზოლის გამოყენება ორსულობის დროს უნდა ხდებოდეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, მინიმალური ქმედითი დოზირებით. დამატებითი მკურნალობა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით რეკომენდებული არ არის. თიროზოლის დიდი დოზით გამოყენებისას არსებობს ნაყოფში ჰიპოთირეოზისა და ჩიყვის განვითარების რისკი. თიამაზოლის ტერატოგენული მოქმედება დადგენილი არ არის.

თიამაზოლი ასევე აღწევს დედის რძეში და შეიძლება მიაღწიოს ისეთ კონცენტრაციას, რომელიც დედის სისხლში მის დონეს შეესაბამება. ლაქტაციის პერიოდში თირეოტოქსიკოზის მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობის შემთხვევაში, სასურველია ძუძუთი კვების შეწყვეტა ან თიამაზოლი უნდა შეიცვალოს პროპილთიოურაცილით, რადგანაც იგი თიამაზოლთან შედარებით მეტად უკავშირდება პლაზმის ცილებს.

განსაკუთრებული მითითებები:

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ავადმყოფებში თიროზოლი ინიშნება მინიმალური ქმედითი დოზირებით.

ავადმყოფებს, რომელთაც აღენიშნებათ ფარისებრი ჯირკვლის მნიშვნელოვანი გადიდება ტრაქეის სანათურის შევიწროებით უნდა დაენიშნოთ თიროზოლით მკურნალობის ხანმოკლე კურსი, ვინაიდან პრეპარატის ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის შემდგომი ზრდა და შესაბამისად ტრაქეის სანათურის მეტად შევიწროება. საჭიროების შემთხვევაში ატარებენ ზედმიწევნით დაკვირვებას პაციენტზე (თირეოტროპული ჰორმონის დონის კონტროლი, ტრაქეის სანათური).

იოდის ნაკლებობა ზრდის, ხოლო ჭარბი რაოდენობა აქვეითებს თიამაზოლის მოქმედებას.

თუ პრეპარატით მკურნალობის  დროს უეცრად განვითარდება ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება, სხეულის ტემპერატურის მომატება, სტომატიტი, ფურუნკულოზი (აგრანულოციტოზის შესაძლო სიმპტომები), აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და დაუყოვნებლივი კონსულტაცია ექიმთან.

ლაბორატორიული მაჩვენებლების კონტროლი:

თიროზოლით მკურნალობის დროს აუცილებელია სისხლის პერიფერიული სურათის რეგულარული კონტროლი.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ქრონიკულმა ჰიპერდოზირებამ შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის გადიდება და ჰიპოთირეოზის განვითარება გამოიწვიოს.

მკურნალობა: უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება. ლევოთიროქსინით ჩანაცვლებითი თერაპიას ატარებენ იმ შემთხვევაში, თუ ეს ჰიპოთირეოზის სიმძიმის ხარისხითაა გამართლებული. როგორც წესი, თიროზოლის მიღების შეწყვეტის შემდეგ აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის სპონტანური აღდგენა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- იოდის კონცენტრაციის შემცირება სისხლში ზრდის, ხოლო იოდის კონცენტრაციის გაზრდა სისხლში ამცირებს თიროზოლის ეფექტურობას. ამიტომ იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული საშუალებების დიდი დოზით გამოყენების შემდეგ თიროზოლის დანიშვნისას შესაძლებელია მისი მოქმედების შესუსტება.

- ეუთირეოიდული მდგომარეობის მიღწევის შემდეგ თიროზოლით მკურნალობის ფონზე შეიძლება გაჩნდეს საგულე გლიკოზიდების (დიგოქსინი და დიგიტოქსინი), ამინოფილინის დოზის შემცირების, ასევე ვარფარინის და სხვა ანტიკოაგულანტების - კუმარინისა და ინდანდიონის წარმოებულების დოზის გაზრდის აუცილებლობა.

თიროზოლის ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკაზე სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენის შესახებ მონაცემებები არ არის. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ თირეოტოქსიკოზის დროს ძლიერდება ნივთიერებათა მეტაბოლიზმი და ელიმინაცია. ამიტომ ზოგ შემთხვევაში აუცილებელია სხვა პრეპარატის დოზის კორექცია.

- თიროზოლის სულფანილამიდებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ლეიკოპენიის განვითარების რისკი.

- თიროზოლის ლეიკოგენთან ან ფოლიუმის მჟავასთან ერთდროული გამოყენებისას მცირდება ლეიკოპენიის განვითარების რისკი.

- გენტამიცინის თიროზოლთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება ამ უკანასკნელის ანტითირეოიდული მოქმედება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ