თიროსური გელი 5გ

განსაკუთრებული ფასი 10,47 ლ რეგულარული ფასი 13,60 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
37099_758
მწარმოებელი ქვეყანა:
გერმანია
მწარმოებელი:
არცერთი:
ჩვენება : თიროსურ გელი წარმოადგენს ლოკალურ ანტიბიოტიკს . გამოიყენება თიროტრიცინის მიმართ მგრძნობიარე პათოგენური ბაქტერიებით გამოწვეული , მცირე ზედაპირული და შედარებით მშრალი ჭრილობების სამკურნალოდ .

შემადგენლობა :

 

აქტიური ნივთიერება :    

იროტრიცინი ( Tyrothricin )

გელის 100 გრ შეიცავს 0.1 გრ თიროტრიცინს

 

დამხმარე ინგრედიენტები :

ცეტილპირიდინიუმის ქლორიდი 1 H2O , პროპილენგლიკოლი , ეთანოლი 96%, კარბომერი 40,000 – 60,000, ტრომეტამოლი , გამოხდილი წყალი .

 

ჩვენება :

თიროსურ გელი წარმოადგენს ლოკალურ ანტიბიოტიკს . გამოიყენება თიროტრიცინის მიმართმგრძნობიარე პათოგენური ბაქტერიებით გამოწვეული , მცირე ზედაპირული და შედარებით მშრალიჭრილობების სამკურნალოდ .

 

დოზირება და მიღების წესი

თიროსურ გელი გამოიყენება კანის დაზიანებულ ზედაპირზე წასასმელად 2-3 ჯერ დღეში . საჭიროა დილა- საღამოს ( შესაძლოა დაემატოს შუადღის დოზაც ) გელით დაიფაროს კანის დაზიანებული ზედაპირი .მცირე ჭრილობის ან კანის სუსტად გამოხატული ანთებითი პროცესების დროს შეხვევა არ არისაუცილებელი . დიდი მოცულობის და ძნელად შეხორცებადი ჭრილობის არსებობისას აუცილებელიაშეხვევა და პროცედურის განახლება 1-2 დღეში ერთხელ .

 

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის პერიოდი განისაზღვრება კლინიკური მდგომარეობის სირთულის და დინამიკის მიხედვით .თუ ერთი კვირის განმავლობაში სიმპტომები უარესდება , ან რჩება უცვლელი , მიმართეთ ექიმს .

მკურნალობის კურსი დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე . კურსის დასრულებამდე არ შეწყვიტოთთიროსურ გელით მკურნალობა , რათა მიიღოთ სასურველი ეფექტი .

 

 

ჭარბი დოზა  :

დოზის გადაჭარბებისას გვერდითი მოვლენები არ არის დაფიქსირებული . რეკომენდებულიამკურნალობის გაგრძელება დანიშნულების მიხედვით . არასასურველი სიმპტომების გამოვლენისშემთხვევაში მიმართეთ ექიმს .

 

 

 

თუ დაგავიწყდათ თიროსურ გელის დოზის მიღება :

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს საწყისი დოზით და კურსით .

 

გვერდითი მოვლენები :

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად , თიროსურ გელს შეიძლება აღენიშნოს გვერდითი ეფექტები .ეფექტების შეფასება ეფუძნება შემდეგ სიხშირეებს :

 

ძალიან ხშირი : 10 პაციენტში 1- ზე მეტი

 

ხშირი : 10- ში 1- ზე ნაკლები , მაგრამ 100 პაციენტში 1- ზე მეტი

 

არახშირი : 100- ში 1- ზე ნაკლები , მაგრამ 1000 პაციენტში 1- ზე მეტი

 

იშვიათი : 1000- ში 1- ზე ნაკლები , მაგრამ 10.000 პაციენტში 1- ზე მეტი

 

ძალიან იშვიათი : 10.000- ში 1, ან ცალკეულ შემთხვევებში ნაკლები

 

კანის და კანქვეშა ქსოვილის დაზიანება :

ძალიან იშვიათად აღინიშნება : ჰიპერმგრძნობელობა , კანზე წვის შეგრძნების ფორმით .

 

არასასურველი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს .

 

ტიროსურ გელი არ გამოიყენება :

თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა თიროტრიცინის ან თიროსურ გელის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ .

ცხვირის ლორწოვან გარსზე წასასმელად .

 

სიფრთხილით :

სიფრთხილით გამოიყენეთ თიროსურ გელი თვალის ირგვლივ , რადგან ლორწოვანთან კონტაქტი იწვევსთვალების წვის შეგრძნებას .

თიროსურ გელი შეიცავს პროპილენგლიკოლს და შესაბამისად , შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება .

 

ორსულობა და ლაქტაცია :

არ არსებობს მონაცემები თიროსურ გელის ორსულობის დროს გამოყენებასთან დაკავშირებით .ადამიანისთვის პოტენციური რისკი უცნობია . ცხოველებზე არასაკმარისი კვლევების გამო თიროსურ გელიარ გამოიყენება ორსულ ქალებში .

უცნობია დედის რძეში აღწევს თუ არა ცეტილპირიდინიუმ ქლორიდი ან თიროტრიცინი . შესაბამისად ,თიროსურ გელი არ გამოიყენება ლაქტაციის   პერიოდში .

 

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან :

თიროსურ გელის ურთ ი ერთქმედება სხვა პრეპარატებთან არ არის დადგენილი .

 

მანქანის მართვასა და სხვა დანადგარებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა :

არ საჭიროებს სპეციალურ სიფრთხილეს .

 

 

შენახვის პირობები :

ინახება 250 C ტემპერატურაზე , ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას . არ გამოიყენოთ შეფუთვაზემითითებული   ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ . ტუბის გახსნიდან 3 თვის განმავლობაშიშესაძლებელია თიროსურ გელის გამოყენება .

 

ვარგისიანობის ვადა :

3 წელი

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული   ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .

 

გაცემის რეჟიმი :   რეცეპტის გარეშე

 

გამოშვების ფორმა :

5 გრ და 25 გრ ალუმინის ტუბი .

 

მწარმოებელი :

Engelhard Arzneimittel GmbH & Co. KG

Herzbergstrasse 3, 61138 Niederdorfelden,

Germany

მეტი ინფორმაცია
Units1
Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ