Laminaria - ლამინარია 100 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 11,01 ლ რეგულარული ფასი 14,30 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
42110_1850
მწარმოებელი:
Evalar
არცერთი:
ჩვენება: იოდდეფიციტის პროფილაქტიკა ენდემური ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების მოშლილობა (კოლიტი, ყაბზობა, და სხვ.) ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ჭარბი წონა ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინებისა და მძიმ

ლამინარია

ზღვის წყალმცენარე

იოდის დეფიციტი დიდი ხანია, კაცობრიობის პრობლემაა. სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, იოდის დეფიციტს განიცდის მსოფლიო მოსახლეობის 1,5 მილიარდი. დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია ამ მიკროელემენტის დეფიციტით საკმაოდ ხშირად გვხვდება. 740 მლნ. ადამიანს იოდდეფიციტის გამო აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის გადიდება(ენდემური ჩიყვი) და 40 მლნ. ადამიანს ამავე მიზეზით გონებრივი ჩამორჩენა. მისი გადაჭრა იოდირებული მარილის გამოყენებით არ არის იდეალური გზა, მით უმეტეს, რომ ხშირად არ არის სწორად დაცული მარილის შენახვის პირობები. იოდიდები სუფრის მარილში არასტაბილურია და სწრაფად ორთქლდება, განსაკუთრებით ტენიან გარემოში ან გაცხელებისას. ორგანიზმს სჭირდება იოდით ყოველდღიური შევსება. არაორგანული იოდი ორგანიზმის მიერ ცუდად აითვისება.

ორგანული იოდის მიწოდება ორგანიზმისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ორგანული იოდი სისხლის გავლით აღწევს ფარისებრ ჯირკვლამდე, რომელიც აწარმოებს, უჯრედში ენერგიის წარმოქმნაზე პასუხისმგებელ სპეციალურ ჰორმონებს.

ფარისებრი ჯირკვლის გარემო დაბინძურებისაგან დამცავ ერთ-ერთ უნიკალურ საშუალებას, ამასთან, ორგანული იოდის წყაროს წარმოადგენს პრეპარატილამინარია. მისი თითოეული ტაბლეტი შეიცავს 200 მკგ იოდს, ნატურალური იოდორგანული ნაერთების სახით, რომლებიც ადვილადათვისებადია ადამიანის ორგანიზმისათვის.

ლამინარიას სამკურნალო თვისება, პირველ რიგში, განპირობებულია მასში იოდის არსებობით, რამდენადაც ეს მიკროელემენტი თიროქსინის მნიშვნელოვანი კომპონენტია, მისი გამოყენება შესაძლებელია იოდის დეფიციტით გამოწვეული ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.

ლამინარია შეიცავს ცილებს, ალგინის მჟავას მარილებს, A, B1, B2, B12, C, E ჯგუფის ვიტამინებს და პოლისაქარიდ მანიტს, კალციუმს, სპილენძს, ქრომს, რკინასა და სელენს.

რა უპირატესობა აქვს ლამინარიას იოდის შემცველი სხვა პრეპარატებთან შედარებით?

ზღვის წყალმცენარე შეიცავს იოდის კოლოსალურ რაოდენობას, ამასთან, მისი 95% ორგანული ნაერთების სახითაა, მათგან 10% ცილასთან არის შეკავშირებული. ამასთან, ლამინარიაში არის ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის შემადგენელი არააქტიური ჰორმონული ნივთიერებები-მონო და დიიოდთიროზინი, რომლებიც ასევე ორგანული სახითაა. ამგვარად, ხელოვნურად შექმნილი პრეპარატი კონკურენციას ვერ გაუწევს ცოცხალ ბუნებას.

ლამინარია იოდს არა მარტო შეიცავს, არამედ ამ იოდის ათვისებაშიც ეხმარება ორგანიზმს. ამაში მას ვიტამინებისა და მიკრო და მაკროელემენტების შემადგენლობა(მოლიბდენი, სპილენძი, კობალტი)უწყობს ხელს.

ლამინარია ათეროსკლეროზის წინააღმდეგ

ათეროსკლეროზი ყოველ ათწლეულში "ახალგაზრდავდება".

ამ პროცესს ლიპიდური ცვლის დარღვევა და სისხლის შემადედებელი სისტემის პათოლოგია უდევს საფუძვლად. ქოლესტერინის დაქვეითება გულის იშემიურ დაავადებათა რისკს ამცირებს.

ლამინარიას შეუძლია სისხლძარღვთა სკლეროზის შეფერხება. მისი ანტიათეროსკლეროზული ეფექტი არა მარტო იოდის მაღალი შემცველობით აიხსნება, არამედ მასში ქოლესტერინის ანტაგონისტის-ბეტასიტოსტრერინის შემცველობით. ამასთან ზღვის მცენარის აქტიური კომპონენტები ააქტიურებს ადამიანის ფერმენტულ სისტემას.

ლამინარია აწესრიგებს ნაწლავთა მოქმედებას

შეკრულობათა უმრავლესობა გამოწვეულია შიგთავსის გადაადგილების გაძნელებით სწორ ნაწლავში დაქვეითებული კუნთოვანი ტონუსის გამო (ატონიური შეკრულობა). ამ სიტუაციაში უჯრედისის შემცველი ლამინარია იჯირჯვება ნაწლავში, ფუვდება, აღიზიანებს ნაწლავის ლორწოვანში არსებულ რეცეპტორებს და აძლიერებს პერისტალტიკას. ამასთან ალგინის მჟავის შემბოჭველი უნარის გამო კავდება წყალი ნაწლავში, რაც იწვევს განავლის ნორმალიზაციას.

ლამინარიაში არსებული ალგინის მჟავა გამოყოფს ორგანიზმიდან ტოქსინებს.

ლამინარიას იმუნომოდულაციის უნარი აქვს.


ორსულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის განვითარებისათვის. ორსული ქალის ფარისებრი ჯირკვალი განიცდის მნიშვნელოვან ადაპტაციურ ცვლილებებს, რომელთა ერთობლიობა ქმნის ტენდენციას ჰიპოთირეოზისა და ჩიყვის ფორმირებისათვის. პრაქტიკულად ჯანმრთელი ორსული ქალი უკვე ზემგრძნობიარეა იოდის დეფიციტის მიმართ.

იოდის დეფიციტი ორსულებში იწვევს ნაყოფის სხვადასხვა სახის სიმახინჯეებს. ამასთან, დედის ენდოკრინული სტატუსის მოწესრიგება ნაყოფის ფარისებრი ჯირკვლის მოწესრიგების საფუძველიცაა. ლამინარია უვნებელი ნატურალური პრეპარატია ორსულებისათვის.

ლამინარიის ჩვენებები:

იოდდეფიციტის პროფილაქტიკა

ენდემური ჩიყვი

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების მოშლილობა (კოლიტი, ყაბზობა, და სხვ.)

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა

ჭარბი წონა

ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინებისა და მძიმე მეტალებისაგან.

დოზირება: თითო ტაბლეტი ჭამის წინ ერთხელ დღეში, 2 თვის განმავლობაში.

უკუჩვენება: ზემგრძნობელობა იოდის შემცველი პრეპარატების მიმართ, მწვავე ნეფრიტი და ჰემორაგიული დიათეზი.

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ