მასტოდინონი 50მლ.. წვეთები
წამლის ფორმა: ჰომეოპათიური ტაბლეტები
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს :
Agnus castus ( ადამის ხე ან ხეპილპილა) D1 20გ
Caulophyllum thalictroides ( კაულოფილიუმი ) D4 10გ
Cyclamen ( ყოჩივარდა ) D4 10გ
Ignatia ( ქუჩულა ) D6 10გ
Iris ( ზამბახი ) D2 20გ
Lilium tigrinum ( შროშანი ) D3 10გ
სხვა ინგრედიენტები :
ეთანოლი 53%(მოცულობით)
აღწერილობა :
გამჭვირვალე,მკრთალი ყვითელი ხსნარი,მოტკბო სუნით.თავდაპირველად მოტკბო გემოთი,შემდეგ მკვეთრად მწარდება.
ჩვენებები :
სიმპტომატური საშუალება კომპლექსურ თერაპიაში :
- პრემენსტრუალური სინდრომი ( მასტოდინია, დაჭიმულობის შეგრძნება სარძევე ჯირკვლების არეში, შეშუპება, თავის ტკივილი/ შაკიკი, ფსიქიური ლაბილობა,)
- ფიბროზულ- კისტოზური მასტოპათია.
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა და/ ან უნაყოფობა, გამოწვეული ყვითელი სხეულების უკმარისობით.
- ციკლური მასტოდინია
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
არ გამოიყენება ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში;
მასტოდინონის ტაბლეტების მიღებისას დაორსულების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
დოზირების რეჟიმი:
მიიღება 30წვეთი 2- ჯერ დღეში ( დილით და საღამოს) გახსნილი მცირე ოდენობით წყალში,
მასტოდინონი მიიღება არანაკლებ 3 თვის განმავლობაში, მათ შორის მენსტრუაციის პერიოდშიც. მკურნალობის ეფექტი ჩვეულებრივ ვლინდება 6 კვირის განმავლობაში. თუ მკურნალობის დამთავრების შემდეგ გამოვლინდა ჩივილები, საჭიროა განაგრძოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს.
პრეპარატი კარგი ამტანობის გამო გამოიყენება ხანგრძლივი თერაპიისათვის.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა ალერგიული რეაქციები.
იშვიათ შემთხვევაში, აღინიშნება ტკივილი კუჭის არეში , ღებინება, გულისრევა, სხეულის მასის უმნიშვნელო მატება, ეგზანთემა, აკნე და თავის ტკივილი.
" Agnus castus"- ის შემცველი პრეპარატის მიღებისას, შესაძლებელია იშვიათ შემთხვევებში, დროებითი ფსიქომოტორული აღზგნება, გონების დაბინდვა და ჰალუცინაცია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
შესაძლებელია პრეპარატის მოქმედების შესუსტება დოფამინის ანტაგონისტებთან კომბინირებული გამოყენების დროს .
განსაკუთრებული მითითებები :
თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის გამოყენება უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ჰომეოპათიურ სამკურნალო საშუალებების მოქმედების ეფექტურობაზე .
მასტოდინონის წვეთები არ გამოიყენება მკერდის ავთვისებიანი დაავადების მკურნალობისათვის . ხანგრძლივი გაურკვეველი და განმეორებითი ჩივილების დროს საჭიროა მიმართოთ ექიმს , რადგან შესაძლებელია საქმე გვქონდეს ისეთ დაავადებებთან , რომლებიც საჭიროებენ ექიმის აუცილებელ მეთვალყურეობას .
ჰომეოპათიური პრეპარატებით მკურნალობა არ გამორიცხავს სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას .
გამოშვების ფორმა:
პერორალური წვეთები 30მლ,50მლ,100მლ-იან მუქი შეფერილობის საწვეთურიან შუშის ფლაკონში.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას , 250C ტემპერატურაზე.შენახვის ვადის პერიოდში შესაძლებელია მცირე შემღვრევა ან უმნიშვნელო ნალექსი წარმოქმნა.ეს არ ახდენს ზეგავლენას პრეპარატის ეფექტურობაზე.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .
გაცემის რეჟიმი :
ურეცეპტოდ
მწარმოებელი :
ბიონორიკა სე,
დ-92308 ნოიმარკტი/ გერმანია
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account