HERPEVIR - ჰერპევირი 2.5% მალამო 15გ

განსაკუთრებული ფასი 10,62 ლ რეგულარული ფასი 13,80 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
8361_78
მწარმოებელი:
კიევმედპრეპარატი
არცერთი:
გამოყენების ჩვენებები. კანისა და გარეგანი ლორწოვანი გარსების ჰერპესული დაზიანებები (ტუჩების, გარე სასქესო ორგანოების ჰერპესის დროს), რომლებიც გამოწვეულია 1 და 2 ტიპის Hერპეს სიმპლეხ, Vარიცელლა ზოსტერ ვირუსით, პირველადი და რეციდივირებადი, ჰერპესული დაზიანე

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდება: აციცლოვირ;

2-ამინო-9-[(2-ჰიდროქსიეტოქსი)მეთილ]-1,9-დიჰიდრო-6H-პურინი-6-ონ;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ფერის ერთგვაროვანი მალამო სუსტი სპეციფიური სუნით;

შემცველობა: 1 გ მალამო შეიცავს აციკლოვირს 100% ნივთიერებაზე გადაანგარიშებით 0.025 გ;

დამხმარე ნივთიერებები: პროქსანოლი 268, პროპილენგლიკოლი, პოლიეთილენოქსიდი 400, ემულგატორი #1.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. დერმატოლოგიური საშუალებები. აციკლოვირი.

ფარმაკოლოგიური თვისებები. ფარმაკოდინამიკა. აციკლოვირი დეზოქსიგუანიდინიდის პურინული ნუკლეოზიდი – დნმ-ს კომპონენტის ანალოგია. განსაკუთრებულად ეფექტურია მარტივი ჰერპესისა და სირსველას ვირუსების მიმართ. აციკლოვირისა და დეზოქსიგუანიდინიდის სტრუქტურების მსგავსება აციკლოვირისათვის შესაძლებელს ხდის ვირუსულ ფერმენტებთან ურთიერთქმედებას, რაც იწვევს ვირუსის გამრავლების შეწყვეტას. ჰერპესით დაზიანებულ უჯრედში აციკლოვირის მოხვედრის შემდეგ ვირუსით გამოყოფილი თიმიდინკინაზას გავლენით აციკლოვირი აციკლოვირ-მონოფოსფატად გარდაიქმნება, რომელიც მასპინძელი უჯრედების ფერმენტებით ჯერ აციკლოვირ-დიფოსფატად, შემდეგ კი აციკლოფირ-ტრიფოსფატის აქტიურ ფორმად გარდაიქმნება, რომელიც შერჩევითად აბლოკირებს ვირუსული დნმ-ს სინთეზს. მასპინძელის (ადამიანის) უჯრედის დნმ-ს რეპლიკაციაზე აციკლოფირ-ტრიფოსფატი პრაქტიკულად არ მოქმედებს.

აციკლოვირი ჰერპესის დროს ახდენს გამონაყარის ახალი ელემენტების განვითარების პრევენციას, ამცირებს კანის დისემინაციისა და ვისცერული გართულებების შესაძლებლობას, აჩქარებს ქერქის წარმოქმნას, ასუსტებს ტკივილს სირსველას მწვავე ფაზაში.

ფარმაკოკინეტიკა. გარეგანი გამოყენებისას პრაქტიკულად არ შეიწოვება სისტემურ სისხლმიმოქცევაში და არ ახდენს სისტემურ ზემოქმედებას. კანის დაზიანებულ მონაკვეთზე მალამოს წასმისას მასში იქმნება პრეპარატის თერაპიული კონცენტრაცია, რომელიც მუდმივ დონეზე შენარჩუნდება არანაკლებ 5 საათის განმავლობაში.

გამოყენების ჩვენებები. კანისა და გარეგანი ლორწოვანი გარსების ჰერპესული დაზიანებები (ტუჩების, გარე სასქესო ორგანოების ჰერპესის დროს), რომლებიც გამოწვეულია 1 და 2 ტიპის Hერპეს სიმპლეხ, Vარიცელლა ზოსტერ ვირუსით, პირველადი და რეციდივირებადი, ჰერპესული დაზიანებები ავადმყოფებში იმუნოდეფიციტით.

გამოყენების წესი და დოზები. მხოლოდ გარეგანად გამოიყენება! რეკომენდებულია რეზინის ხელთათმანების ან სათითურის გამოყენება, რათა არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია ჰერპესული ინფექციის პირველი ნიშნების გამოვლენისას.

მალამო დაიტანება დაზიანებულ კანზე და გარეგან ლორწოვან გარსებზე. მალამოს დატანების წინ აუცილებელია დაზიანებული ზედაპირის საპნით დაბანა და კარგად გაშრობა. მალამო თხელ ფენად დაიტანება გაანგარიშებით (მოზრდილებში): მალამოს 1.25 სმ ხაზი დაიტანება დაზიანებული მონაკვეთის 25სმ2 4-5-ჯერ დღეში და მსუბუქი მოძრაობებით შეიზილება 1 წუთის განმავლობაში. 3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მალამო დაიტანება თხელ ფენად გაანგარიშებით აციკლოვირი 250 მგ/სხეულის ზედაპირის მ2.

მალამო ასევე დაიტანება დაზიანებული ზედაპირის მიმდებარე მონაკვეთებზე.

მალამოს გამოყენება რეგულარულად უნდა მოხდეს. მორიგი აპლიკაციის გამოტოვების შემთხვევებში პრეპარატის შემდგომი გამოყენების დროს დოზის გაორმაგება საჭირო არ არის. რეკომენდებულია მკურნალობის სრული კურსის გავლა – 10 დღე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაავადების სიმპტომები აღნიშნულ ვადაზე უფრო ადრე გაივლის.

გარეგანი გამოყენებისას ეფექტის არარსებობის შემთხვევაში, პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებულია ტაბლეტირებულ შიგნით მისაღებ ფორმაში (ექიმი იღებს გადაწყვეტილებას ყოველ ცალკეულ შემთხვევაში).

გვერდითი მოქმედება. პირველი აპლიკაციების დროს შესაძლოა განვითარდეს: წვის შეგრძნება, სუსტი ტკივილი დაზიანების ადგილას, ქავილი. შიდა ლორწოვან გარსებზე მოხვედრისას შესაძლოა ანთება განვითარდეს.

უკუჩვენებები. მომატებული მგრძნობელობა ჰერპევირის მიმართ, ინფექციური დაავადებებისას მსგავსი სიმპტომებით, მაგრამ გამოწვეულის სხვა გამომწვევებით. პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში (მკურნალობის დროს ლაქტაცია წყდება). ბავშვებში 3 თვემდე ასაკი.

ჭარბი დოზა. მალამოს ხანგრძლივი გამოყენების ადგილებში შესაძლებელია: ერითემა, აქერცვლა, წვის შეგრძნება, დამწვრობა, რომლებიც პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ მალევე გადის.

გამოყენების განსაკუთრებანი. ჰერპევირი გამოიყენება ჰერპესის პირველი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად. საჭიროა დაზიანებული მონაკვეთების გაღიზიანებისაგან დაცვა. არ შეიძლება სქესობრივი კონტაქტის დამყარება, თუ კი ერთერთ პარტნიორს ჰერპესის სიმპტომები გააჩნია.

არ შეიძლება მალამოს პირის ღრუს, ცხვირის, თვალების, საშოს ლორწოვან გარსებზე მოხვედრა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. პრობენეციდი ანელებს პრეპარატის გამოყოფას – გრძელდება ნახევარგამოყოფის პერიოდი. სხვა, ასევე ადგილობრივად გამოსაყენებელ სამკურნალო საშუალებებთან ჰერპევირის მალამოს ურთიერთქმედება გამოკვლეული არ არის.

შენახვის პირობები. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას, 80ჩ-150ჩ ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა. 3 წელი.

შეფუთვა. 5 გ ან 15 გ ტუბში, 1 ტუბი კოლოფში.

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ