ონილაკი ფრჩხილის ლაქი 80მგ/გრ 3გრ ფლაკონი

განსაკუთრებული ფასი 19,65 ლ რეგულარული ფასი 22,00 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
59626_638
მწარმოებელი:
Abdi Ibrahim
არცერთი:
ონილაკი გამოიყენება ფრთხილის სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ.

გამოყენების ინსტრუქცია

ონილაკი
ფრჩხილის ლაქის ნაკრები
ONYLAC

გამოიყენება ფრჩხილის ზედაპირზე წასასმელად.

• აქტიური ნივთიერება: ციკლოპიროქსი 80მგ/გ
• ექსციპიენტები: განტრეზ ES-435 პოლიმერი (მეთილვინილ ეთერი და მალეინის მჟავას მონობუთილ ეთერის კოპოლიმერი), ეთილაცეტატი და იზოპროპილის სპირტი.

პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას:
• შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
• დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
• პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ, არ გადასცეთ ის სხვა პირებს.
• გამოყენების პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, აცნობეთ ექიმს, რომ ამ პრეპარატს იყენებთ.
• მკაცრად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული წესები. არ გამოიყენოთ
• რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზა.

ამ ინსტრუქციიდან თქვენ შეიტყობთ შემდეგ ინფორმაციას:

1. რა არის ონილაკი და რისთვის გამოიყენება?
2. რა უნდა იცოდეთ ონილაკისს გამოყენებამდე?
3. როგორ გამოიყენება ონილაკი ?
4. რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?
5. როგორ ინახება ონილაკი?


1. რა არის ონილაკი და რისთვის გამოიყნება?
ონილაკის ფრჩხილის ლაქის ერთი გრამი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 80მგ ციკლოპიროქსს. კოლოფში მოთავსებულია ბოთლი (თავსახურს აქვს ფუნჯი), რომელიც შეიცავს 3 გ ფრჩხილის ლაქის ხსნარს, 30 ცალი სპირტიანი საფენი და 14 ცალი ფრჩხილის ქლიბი.
ონილაკი გამოიყენება ფრთხილის სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ.

2. რა უნდა იცოდეთ ონილაკი გამოყენებამდე?

არ გამოიყენოთ ონილაკი შემდეგ შემთხვევებში:
• თუ ალერგიული ხართ ციკლოპიროქსის ან წამლის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე სხვა ნივთიერების მიმართ
• არ გამოიყენება 10 წლამდე ასაკის ბავშვეში
• არ მოიხვედროთ პრეპარატი თვალებში და ღია ჭრილობებზე

ონილაკი სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ შემთხვევებში:
• ორსულობის დროს

ონილაკის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად:
ონილაკი გამოიყენება ფრჩხილზე გარეგანი აპლიკაციისათვის. აქედან გამომდინარე მოსალოდნელი არ არის საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედება.

ორსულობა
ორსულობის კატეგორია B. მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ონილაკის ორსულობის დროს გამოყენება შეიძლება, თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია
მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვების დროს სიროკსილი არ უნდა გამოიყენოთ.

ავტომობილის მართვა და სხვა მექანიზმების მართვა-გამოყენება
ავტომობილის მართვისა და სხვა მექანიზმების გამოყენებისთვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები საჭირო არ არის.

გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება დადასტურებული არ არის.

თუ ამჟამად იყენებთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატები, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

3. როგორ გამოიყენება ონილაკი?

რეკომენდაციები პრეპარატის ადეკვატური გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:
თუ სხვაგვარად რეკომენდებული არ არის, ონილაკის ფრჩხილის ლაქი გამოიყენება დაზიანებულ ფრჩხილებზე თხელი ფენის დღეგამოშვებით წასმის სახით ერთი თვის განმავლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში ფრჩხილი გაჯერდება პრეპარატით. შემდეგ მკურნალობის სიხშირე (ლაქის წასმის სიხშირე) შეიძლება შემცირდეს, მაგრამ არ უნდა იყოს კვირაში ორ ჯერზე ნაკლები მეორე თვის განმავლობაში და კვირაში ერთ ჯერზე ნაკლები მესამე თვეში.
ონილაკის ფრჩხილის ლაქის წასმა უმჯობესია ძილის წინ ან დაბანამდე 8 სთ-ით ადრე, ლაქი დაიტანება ყველა დაზიანებულ ფრჩხილზე სპეციალური ფუნჯით, რომელიც ბოთლის თავსახურს თან ახლავს. ლაქი თანაბრად უნდა განაწილდეს მთელს ფრჩხილზე და უნდა დაფაროს მიმდებარე კანიც 5 მმ მანძილზე.

პრეპარატის გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში, კვირაში ერთხელ ლაქის მთელი ფენა ფრჩხილს უნდა მოშორდეს სპირტიანი საფენით. ამ პროცედურის დროს ფრჩხილის დაზიანებული ნაწილი რაც შეიძლება კარგად უნდა მოიქლიბოს ფრჩხილის ქლიბის საშუალებით. სასურველია სიროკსილის ხელახლა წასმა ფრჩხილების მოქლიბვის შემდეგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმწვავეზე, მაგრამ მან არ უნდა გადააჭარბოს ექვს თვეს.
ონილაკის ფრჩხილის ლაქის პირველად წასმამდე დაზიანებული ფრჩხილი უნდა მოიჭრას მაკრატლით, რაც შეიძლება ღრმად, შემდეგ უნდა მოხდეს დარჩენილი ნაწილის ქლიბით დამუშავება.
ხსნარის აორთქლების თავიდან ასაცილებლად, გამოყენების შემდეგ საჭიროა თავსახურის მჭიდროდ დახურება.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
პედიატრიაში გამოყენება:
10 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება.

გერიატრიაში გამოყენება:
ზოგადად, გერიატრიულ პაციენტებში გამოიყენება პრეპარატის იგივე დოზა, რაც მოზრდილებში. ექიმი შეარჩევს მკურნალობის შესაბამის დოზას და ტიპს.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ონილაკის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ონილაკი:
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ონილაკი უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ონილაკის გამოყენება:
როდესაც გაგახსენდებათ, გამოიყენეთ ონილაკი დაზიანებულ ფრჩხილზე.
დავიწყებული დოზის კომპენსირებისათვის, არ გაზარდოთ მომდევნო დოზა.

შესაძლო ეფექტები ონილაკით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ:
თუ ონილაკის გამოყენებას თვითნებურად შეწყვეტთ ექიმის რეკომენდაციის გარეშე, პრეპარატის დამცავი და თერაპიული ეფექტი შეიძლება არ აღინიშნოს და კვლავ განვითარდეს სოკოვანი ინფექცია.

4. რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები

გვერდითი ეფექტები დაჯგუფებულია შემდეგი კატეგორიებით:

ძალიან ხშირი: აღინიშნება 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში.
ხშირი: აღინიშნება 100-დან მინიმუმ 1 პაციენტში.
ნაკლებად ხშირი: აღინიშნება 1000-იდან მინიმუმ 1 პაციენტში.
იშვიათი: აღინიშნება 10000-დან მინიმუმ 1 პაციენტში.
ძალიან იშვიათი: აღინიშნება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობი: არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

იშვიათი: ალერგიული კონტაქტური დერმატიტი ფრთხილის ირგვლივ კანზე ძალიან იშვიათი: ჰიპერემია, აქერცვლა
უცნობი: წვის შეგრძნება, ქავილი

სიმძიმის მიხედვით აღნიშნული მოვლენები წარმოადგენს ონილაკის მსუბუქ გვერდით ეფექტებს.

თუ გამოგივლინდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. როგორ ინახება ონილაკი?

ონილაკი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, თავის შეფუთვაში.

პრეპარატი ინახება ოთახის, არა უმეტეს 25ºC, ტემპერატურაზე და სინათლისგან დაცულ ადგილზე (მაგ., ბოთლი უნდა ინახებოდეს კოლოფში და მასში მოთავსდეს გამოყენების შემდეგ). ბოთლის პირველი გახსნის შემდეგ მისი შენახვის ვადაა 6 თვე, თუ ის ინახება ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციების შესაბამისად.

ვარგისობის ვადა: 2 წელი.

პრეპარატი გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
ონილაკი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Orhan Gazi Mahallesi Tunç Caddesi No:3; Esenyurt - İstanbul /Turkey
tel.: 0090 212 622 66 00
faqsi: 0090 212 623 19 53

რეგისტრაციის მფლობელი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Reşitpaşa Mahallesi, Eski Büyükdere Caddesi No:4, 34467; Maslak, Sariyer - Istanbul/Turkey

 

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ