Graviola - გრავიოლა 700მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 13,74 ლ რეგულარული ფასი 17,85 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
44505_132
მწარმოებელი:
გამა
არცერთი:
მისი მიღება რეკომენდიერბულია კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასი) მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის. სისხლში შაქრის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად. იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი საშუალებაც.

გრავიოლას აღწერილობა

გრავიოლა არის მარადმწვანე ხე. ის იზრდება 7.5 – 9 მეტრამდე სიმაღლის. გრავიოლას ფოთლები არის გლუვი და მბზინავი. მათი ფორმა არის მოგრძო ან ოვალური და აფრქვევენ სასიამოვნო არომატს. ფოთლები ზედა მხრიდან არის მუქი მწვანე, ხოლო ქვედა მხრიდან შედარებით ღია ფერის. მათი სიგრძე აღწევს 15 სანტიმეტრს.

გუანაბანას ყვავილები არომატულია და საკმაოდ დიდი ზომის, მათი დიამეტრი აღწევს 4.5 სმ. ყვავილები იზრდება როგორც ტოტებზე ასევე ხის ღეროზე. ისინი ბოლომდე არასოდეს იშლება.

გრავიოლას ნაყოფი საკმაოდ დიდი ზომისაა, სიგრძე 35 სმ სიგანე 15 სმ. ხოლო წონა 7 კგ. ნაყოფს ფოთლებისგან განსხვავებით აქვს არასასიამოვნო სუნი და სკიპიდარის სუნს მოგვაგონებს. მისი ქერქი დაფარულია მსხვილი ეკლებით. ნაყოფის რბილობი არის კრემისფერი და შეხედულებით მოგაგონებთ ბამბას. ხოლო გემო წააგავს სხვადასხვა ხილის გემოთა ნაზავს როგორიც არის: ბანანი, ანანასი, ქოქოსი და მარწყვი. ასევე შეიცავს შავი ფერის შხამიან თესლებს.

გუანაბანას ნაყოფის ქიმიური შემადგენლობა

100 გრამი ნაყოფი შეიცავს 94 კკალ

ვიტამინები:

B1, B2, B9, В12, C.

მასში შემავალი ელემენტები

რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, ცინკი.


გრავიოლას ფარმაკოლოგიური თვისებები

მცენარე გრავიოლას ყველა ნაწილი სასარგებლოა ორგანიზმისთვის და გამოიყენება მისი: ნაყოფი, ქერქი, ფოთლები, კურკები და ფესვები.

აცეტოგენინი და სიმსივნე. 1976 წელს კიბოს ნაციონალურმა ინსტიტუტმა აღნიშნა, რომ მცენარე გრავიოლას აქვს სისმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ამის შემდეგ კვლევები გაგრძელდა და უკვე 1997 წელს მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ გრავიოლას ანტისიმსივნური მოქმედება გამოწვეულია მასში არსებული ნივთიერებით – აცეტოგენინებით, სწორედ ეს ნივთიერება უწევს აქტიურ წინააღმდეგობას სისმსივნის ზრდას და განვითარებას. ის ხელს უშლის ატფ – ის წარმოქმნას გადაგვარებულ უჯრედებში რის შედეგადაც მცირდება მათი ენერგო პოტენციალი და შესაბამისად მათი ზრდის პროცესი.

გუანაბანას ფოთლები ისევე როგორც მისი ნაყოფი შეიცავენ ნივთიერება აცეტოგენინებს. შესაბამისად ფოთლებიც გამოიყენება სისმსივნის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

ანტიოქსიდანტები ეს არის კიდევ ერთი ნივთიერებაა რომლითაც მდიდარია გუანაბნას ფოთლები. ანტიოქსიდანტები კი ორგანიზმს იცავენ თავისუფალი რადიკალების დამანგრეველი ზემოქმედებისგან.

მისი მიღება რეკომენდიერბულია

  1. კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასი) მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.
  2. სისხლში შაქრის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად.
  3. იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.
  4. გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი საშუალებაც.

ასე, რომ გუანაბანა ანუ გრავიოლა დიდ დახმარებას აღმოგიჩენთ ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და აღდგენის პროცესში.

გრავიოლას მიღების წესი

1 კაფსულა 1 - ჯერ დღეში ჭამის დროს.

უკუჩვენება

გამოყენებამდე – აუცილებლად გაიარეთ კოსულტაცია ექიმთან. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით თუ იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, ან გაქვთ ქრონიკული დაავადება.

არცერთ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას მიღებისას.

ლაქტაციის ან ფეხმძიმობის შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

არ გამოიყენოთ თუ გაქვთ რაიმე ნეიროდეგენერაციული ან პარკინსონის დაავადება.

არ გამოიყენეოთ თუ იღებთ ჰიპერტონიის საწინააღმდეგო პრეპარატებს.

ან (მაო - ინჰიბიტორები) მედიკამენტებს.

თუ გამოვლინა რომელიმე გვერდითი მოვლენა შეწყვიტეთ მისი მიღება და გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ