Menovasan - მენოვაზანი მალამო 40გრ

განსაკუთრებული ფასი 3,20 ლ რეგულარული ფასი 4,00 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
54521_966
მწარმოებელი:
ჟიტომირის ფ.ფ.
არცერთი:
გამოყენების ჩვდნებები: დერამტოზები, რომელსაც თან ახლავს ქავილი, ნევრალგია, ართრალგია, მიალგია.

დანართი #
დამტკიცებულია საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის
სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

2008წლის ------------------
------------------- ბრძანებით

 


სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
მენოვაზანი
მალამო

ყურადღებით წაიკითხეთ ჩანართი პრეპარატის გამოყენებამდე
შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ყურადღებით წაკითხვა
დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.

 


სამკურნალო პრეპარტის შემადგენლობა:
1 გრამი მალამო შეიცავს რაცემიულ მენთოლს 25გ, ნოვოკაინს (პროკაინ ჰიდროქლორიდი) 10 მგ, ანესთეზინს (ბენზოკაინი) 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ვაზელინის ზეთი, სამედიცინოო ვაზელინი, ემულგატორი თ-2, გამოხდილი წყალი.

სამკურნალწამლო ფორმა: მალამო.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ქავილის საწინააღმდეგო საშუალება (მათ შორის ანტიჰისტამინური, ადგილოიბრივი ანესთეზიის და სხვა საშუალებები).

ფარმაკოლოგიური თვისებები: ფარმაკოდინამიკა: მენოვაზანი – ეს არის კომბინირებული პრეპარატი და მისი თვისებები განპირობებულია აქტიური ინგრედიენტების მოქმედებით. კერძოდ კი, მენთოლის სელექტიური მოქმედების გამო სიცივის რეცეპტორებზე, მალამო იწვევს სიცივის შეგრძნებას, ხოლო გამაღიზიანებელი მოქმედება შეიძლება შეიცვალოს მცირე ანესთეზიით. მენთოლი რეფლექტორულად ცვლის სისხლძარღვების ტონუსს. ეს შეეხება როგორც ზედაპირულ სისხლძარღვებს, ასევე იმ სისიხლძარღვებს, რომლებიც ღრმად არიან განლაგებული ქსოვილებში და შინაგან ორგანოებში. ნოვოკაინს გააჩნია საკმარისად გამოხატული საანესთეზიო მოქმედება. Mმას არ შეუძლია შეცვალოს სისხლძარღვების ტონუსი. ანესთეზინი იწვევს ზედაპირულ ანესთეზიას. მითითებული ინგრედიენტების გაერთიანება ერთ პერპარტში უზრუნველყოფს უნარს გამოიწვიოს ნერვული რეცეპტორების და გამტარების აგზნებადობის და გამტარებლობის შექცევადი დარღვევა, მასთან უშუალო კონტაქტის დროს გამოავლინოს გამაღიზიენებელი და დერივანტული მოქმედება, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს ნერვული ცენტრების აღგზნებადობის ინტერფერენცია და მტკივნეული დომინანტების გარდაქმნა, დათრგუნოს ნერვული ბოჭკოს მემბრანის აღგზნება, დააქვეითოს მოქმედების პოტენციალის ამპლიტუდა, გაზარდოს ნერვული ბოჭკოს მემბრანის დეპოლარიზაციის ზღურბლი, შეანელოს მოქმედების პოტენციალის აღმავალი ფაზის განვითარების სიჩაქრე, დააქვეითოს აღგზნების ხარისხი ნერვულ ელემენტებში.

ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი.

გამოყენების ჩვდნებები:
დერამტოზები, რომელსაც თან ახლავს ქავილი, ნევრალგია, ართრალგია, მიალგია.

უკუჩევნებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ჭარბი დოზირება:
შეიძლება განვითარდეს კანის ალერგიული რეაქციები (დერმატიტები., კანის აქერცვლა)
მკურნალობა: ალერგიის სიმპტომების გამოვლენისთანავე საჭიროა პრეპარატის მოხსნა.

განსაკუთრბულკი მითითებანი: არ შეიძლება Aმალამოს წასმა კანზე ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხევვაში. მენოვაზანის გამოყენების გამოცდილება ორსულებში, მეძუძურ ქალებში და ადრეული ასაკის ბავშვებში არ არსებობს.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები: იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის გამოყენებისას არ დაიწყებს გაქრობას სიმპტომები და პირიქით, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარსდება და გამოვლინდება არასასურველი რეაქციები, პრეპარატის შემდგომ გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პეპარტებთან:
თუ იღებთ ნებისნიერ სხვა პრეპარატს, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან პეპარატის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ.
არ არის რეკომენდირებული მისი მიღება სხვა ადგილობრივი მოქმედების საშულებებთან ერთად.

მიღების წესები და დოზირება;
იყენებენ გარეგანად დღეში 2-3-ჯერ კანის მტკივნეული და დაზიანებული ადგილების დასაზელად. მკურნალობის კურსი დამოკიდბულია დაავადების მიმდინარეობის ფორმაზე, ასევე თანმხლები თერაპიის ხასიათზე და განისაზღვრება ექიმის მიერ.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 9 გ-ს.

გვერდითი ეფექტები: ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ხანმოკლე თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე, არტერიული წნევის დაქვეითება, ალერგიული რეაქციები, კონტაქტური დერმტიტი.
ნებისმიერი არასასურველი ეფქტის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.

შენახვის ვადა: 3 წელი.
არ შეიძელება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები: ინახება 8-15ჩ-ზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის პირობები: ურეცეპტოდ.

შეფუთვა: 40 გრამი ალუმინის ტუბში. 1 ტუბი მუყაოს ყუთში.
მწარმოებელი: ღია სააქციო საზოგადოება “დკპ “ ფარმაცევტული ფაბრიკა”
მისამართი: უკრაინა, 10014. ქალაქი ჟიტომირი. ლერმონტოვის ქუჩა 5.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ფარმაკოლოგიური ცენტრის დირექტორის მოადგილე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ტ. ა. ბუხტიაროვა
(ხელმოწერა)

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ