RECREOL - რეკრეოლი მალამო 50მგ/გ 50გ

განსაკუთრებული ფასი 20,82 ლ რეგულარული ფასი 22,15 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
58042_375
მწარმოებელი ქვეყანა:
ლატვია
მწარმოებელი:
არცერთი:

მალამო რეკრეოლის გამოიყენება:

კანის ზედაპირული დაზიანებების (მსუბუქი დამწვრობა და კანის ნახეთქები, კანის დაჟეჟილობები და ნაკაწრები), კანის ანთებითი პროცესების (მიღებული სხივური თერაპიის, ფოტოთერაპიის ან ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით) მკურნალობისათვის.

რეკრეოლი მალამო - RECREOL® ointment

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): dexpanthenol

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგია → ქსოვილების ტროფიკისა და რეგენერაციის გასაუმჯობესებელი საშუალებები

მწარმოებელი კომპანია: Grindeks

მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია

გამოშვების ფორმა: 50მგ/გ 50გ გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

სამკურნალწამლო ფორმა და შემადგენლობა

მალამო გარეგანი გამოყენებისთვის

მალამოს 1 გ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება - დექსპანთენოლი   50 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: სტეარილის სპირტი, ცეტილის სპირტი, ფუტკრის ცვილი თეთრი, პროტეგინი XN, ნუშის ზეთი, თეთრი რბილი პარაფინი, თხევადი პარაფინი, ლანოლინი (ცხვრის ცხიმი), გასუფთავებული წყალი - 1 გ-მდე.

აღწერილობა

ჰომოგენური მოყვითალო ფერის, სპეციფიური სუნის მქონე მალამო.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ჭრილობების და წყლულების სამკურნალო საშუალებები. შეხორცების პროცესის ხელშემწყობი სხვა საშუალებები.

ათქ კოდი: D03AX03

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

დექსპანთენოლი ქსოვილებში პანთოტენის მჟავად გარდაიქმნება, რომელიც კოფერმენტ А (CoA)-ს  შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეპითელიუმის ნორმალურ ფუნქციონირებაში, ფიბრობლასტების პროლიფერაციის ზრდაში და კანის რეგენერაციის დაჩქარებაში ჭრილობების შეხორცების პროცესში. 

უჯრედების დაყოფის და კანის ახალი ქსოვილების  ფორმირების პროცესი აღადგენს კანის ელასტიურობას და ასტიმულირებს ჭრილობების შეხორცების პროცესს.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

დექსპანთენოლი სწრაფად შეიწოვება კანში და დაუყოვნებლივ გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად, რომელიც ფართოდ ვრცელდება ორგანიზმის ქსოვილებში, ძირითადად კოფერმენტ А -ს სახით. 

განაწილება

წამლის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ პანთოტენის მჟავა კონცენტრირდება თმაში, თმის ძირებში, ფრჩხილებში, ეპიდერმისში და დერმაში. 

გამოყოფა

პანთოტენის მჟავა გამოიყოფა უცვლელი სახით ძირითადად შარდთან და მცირე რაოდენობით განავალთან ერთად.  

გამოყენების ჩვენებები

- კანის ზედაპირული დაზიანებების მკურნალობა (კანის მსუბუქი დამწვრობები და ნახეთქები, კანის დაბეჟილობები), კანის ანთებითი პროცესები (სხივური თერაპიის, ფოტოთერაპიის ან ულტრაიისფერი დასხივების შედეგად).  

გამოყენების ჩვენებები და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ისე როგორც აღწერილია ინსტრუქციაში, ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გარეგანი გამოყენებისთვის.

ჩვეულებრივ მალამო დაიტანება თხელი ფენით კანის დაზიანებულ უბანზე დღეში ერთხელ ან რამოდენიმეჯერ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და სიმძიმეზე.

დექსპანთენოლი გამოიყენება ადგილობრივად დღეში ერთხელ ან რამოდენიმეჯერ.

ღვიძლის და თირკმლის ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტები 

კვლევები ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში არ ჩატარებულა.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

კვლევები ხანდაზმულ  პაციენტებში (65 წლის და ზევით ასაკი) არ ჩატარებულა.

ბავშვებში გამოყენება

დექსპანთენოლი გამოიყენება ბავშვებში.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ მალამოს ეფექტი ძალზე ძლიერია, ან ძალზე სუსტია, მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

უკუჩვენებები

− მომატებული მგრძნობელობა დექსპანთენოლის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;

− დექსპანთენოლი არ გამოიყენება ჭრილობების დამუშავების მიზნით  ჰემოფილიის მქონე პაციენტებში, სისხლდენის მაღალი რისკის არსებობის გამო.  

გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია  გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ყველასთან ის არ ვლინდება.

ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია ორგანოთა სისტემების მიხედვით და აღმოჩენის სიხშირის მითითებით: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100-დან  <1/10-მდე), არახშირად (≥1/1 000-დან <1/100-მდე), იშვიათად (≥1/10 000-დან <1/1 000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10 000), სიხშირე უცნობია (სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).

იმუნური სისტემის მხრივ 

ძალიან იშვიათად: ალერგიული რეაქციები და კანის ალერგიული რეაქციები.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ძალიან იშვიათად: კონტაქტური დერმატიტი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, კანის შეწითლება, ეკზემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაღიზიანება და კანზე წყლულები. 

ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების, ასევე ისეთი გვერდითი მოვლენების გაჩენისას, რომლებიც ინსტრუქციაში არ არის ნახსენები, მიმართეთ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები

მოერიდეთ მალამო რეკრეოლის შემთხვევით მოხვედრას თვალებში. 

მალამო რეკრეოლის გამოყენება უნდა შეწყდეს ალერგიური რეაქციების გაჩენის შემთხვევაში.

პრეპარატის გამოყენების დაწყებიდან 14 დღეში მკურნალობის არაეფეტურობის ან მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მიიღეთ ექიმის კონსულტაცია. 

მალამო შეიცავს ლანოლინს და ცეტილის სპირტს, რომლებსაც შეუძლიათ კანის ადგილობრივი რეაქციების გამოწვევა (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).  

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

მალამო რეკრეოლის გამოყენება დაშვებულია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ადამიანის ფერტილობაზე დექსპანთენოლის ზეგავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.

სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მოძრავ მექანიზმებთან მომსახურეობის უნარზე ზეგავლენა

მალამო რეკრეოლი არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმების მომსახურეობის უნარზე.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

პრეპარატის გამოყენების წინ აცნობეთ ექიმს ყველა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ, იღებდით ბოლო დროს ან შესაძლოა მიგეღოთ.

არ არსებობს მტკიცებულება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან მალამო რეკრეოლის ურთიერთქმედების თაობაზე.

ჭარბი დოზირება

ადამიანებში ჭარბი დოზირების შემთხვევები უცნობია. დიდი დოზებით დექსპანთენოლის გამოყენების შემთხვევაშიც კი, მას გააჩნია დაბალი ტოქსიურობა და იგი არ იწვევს პაციენტის ჯანმრთელობისათვის საშიშ არასასურველ გვერდით მოვლენებს.

შენახვის პირობები

შეინახეთ არა უმეტეს 25 ºC ტემპერატურის პირობებში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ექიმის დანიშნულების გარეშე).

ვარგისიანობის ვადა

2 წელი.

შეფუთვა

30გ ან 50გ მალამო ალუმინის ტუბში, რომლის შიდა ზედაპირი დაფარულია ლაქით, დამცავი ალუმინის მემბრანით და მემბრანის გასახვრეტი კონუსით პლასტმასის ხრახნიან სახურავზე. 

 

მეტი ინფორმაცია
Units1
Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ