გლუტამი 1000მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 15,71 ლ რეგულარული ფასი 20,40 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
34228_1052
მწარმოებელი:
Zee Laboratories
არცერთი:
ჩვენებები - შაქრის დიაბეტი (ინსულინორეზიზსტენტულობა); - აუტოიმუნური დაავადებები; - ფობროზები; - ართრიტები....

შემადგენლობა

ყოველი გარსით დაფარული აბი შეიცავს:
გლუტამინის მჟავას 1000მგ (1 გრამი).

ფარმაკოლოგიური თვისებები
გლუტამინის მჟავა ზრდის ორგანიზმის ჰიპოქსიისადმი ამტანობას, აუმჯობესებს გულის მუშაობას, ახდენს დადებით გავლენას აღმდგენით პროცესებზე ფიზიკური დატვირთვებისას. ამცირებს სისხლში ლაქტატის დაგროვებას, აქრობს დატვრთვის შემდგომ აციდოზს და ზრდის ამტანობას. გლუტამინის მჟავა მონაწილეობს ორგანიზმში აზოტისებრი ცვლის პროცესში. უმრავლესობა ამინომჟავების აზოტი გაივლის გლუტამინის, ასპარაგინის მჟავებად და α-ალანინად გარდაქმნის პროცესს. გლუტამინის მჟავას მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავენ ტვინის რუხი და თეთრი ნივთიერების ცილები; იგი მონაწილეობს ტვინის ნერვული ქსოვილის ცილის და ნახშიწყლის და ცხიმის ცვლაში, ახდენს ჟანგვის პროცესების სტიმულირებას, ასრულებს მნიშვნელოვან როლს თავის ტვინის ფუნქციების ენერგეტიკულ მომარაგებში. 
მის მიერ დარიშხნის შეკვრასა და გაუნებელყოფას მნიშვნელობა აქვს ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. დარიშხნისა და გლუტამინის მჟავასგან წარმოიქმნება გლუტამინი, რომელიც წარმოადგენს ინსულინის მეტაბოლიზმის უმნიშვნელოვანეს მონაწილეს უჯრედის დონეზე.
გლუტამინის მჟავა ასრულებს ნეირომედიატორის როლს, რომელიც ასტიმულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის სინაფსებში აღგზნებადობის გადაცემას. გლუტამინის მჟავა აგრეთვე ხელს უწყობს აციტელქოლინისა და ადენოზინტრიფოსფორული მჟავის სინთეზს, კალიუმის იონების გადატანას. როგორც მიოფიბრილების შემადგენელი ნაწილი ასრულებს მნიშვნელოვან როლს ჩონჩხის მუსკულატურის ფუნქციონირებაში.

ჩვენებები
- შაქრის დიაბეტი (ინსულინორეზიზსტენტულობა);
- აუტოიმუნური დაავადებები;
- ფობროზები;
- ართრიტები;
- შემაერთებელი ქსოვილების დაავადებები;
- ქრონიკული აკლკოჰოლიზმი;
- მძიმე ფიზიკური შრომა, ძალოსანი სპორტსმენები შეჯიბრისწინა პერიოდში;
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
- ნეიროტოქსიკური მოვლენების პროფილაქტიკისათვის, ჰიდრაზიდ იზონიკოტინის მჟავის დანიშვნის დროს (ტუბაზიდი და სხვ.);
- ბლეილერის დაავადება;
- ეპილეფსია (მცირე ფორმები ექვივალენტებით);
- ფსიქოზები (სომატოგენური, ინვოლუციური და ინტოქსიკაციებთან დაკავშირებული);
- რეაქტიული მდგომარეობები, თანხლებული სისუსტის, დეპრესიის მოვლენებით; 

პედიატრიაში:
- სხვადასხვა ეტიოლოგიის ფსიქიკური განვითარების შეფერხებისას;
- დაუნის დაავადება;
- პროგრესული კუნთოვანი დისტროფიის, მიოპათიის დროს;
- პოლიომიელიტის დროს მწვავე და აღმდგენით პერიოდში;
- ცერებრალური დამბლებისას.

მიღების წესები და დოზები
მიიღეთ 1 გრამი 2-3 ჯერ დღეში.
ბავშვებს ასაკის მიხედვით: 3-4 წლის ასაკში 0,25 გრ.; 
5-6 წლის - 0,5გრ., 
6-9 წლის - 0,5-1 გრ.
10 წლის და ზევით ერთ მიღებაზე 1 გრ 2-3 ჯერ დღეში.
დასაშვებია ხანგრძლივი მიღება 1 წლამდე და წელზე მეტი პერიოდის მანძილზე.
ძალოსან სპორტსმენებისათვის დღიური დოზა შეადგენს 6-9 გრ, ამასთან დღიური დოზა 2 გრ. აგრეთვე ეფექტურია.

გვერდითი მოვლენები
ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებადობა, გულის რევა, კუჭში თხლად გასვლა; ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია ჰემოგლობინის შემცველობის შემცირება.

უკუჩვენება
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ჰემატოზური ორგანოების დაავადებები. არ ინიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებადობისას, მწვავე ფსიქოზის, ციებ-ცხელების მდგომარეობის დროს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ სინათლისგან დაცულ ადგილზე 15-25oC. 
ვარგისიანობის ვადა: 36 თვე

აფთიაქში გაცემის წესი
გაცემა რეცეპტით.

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ