CAVINTON - კავინტონი 5მგ 50ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 14,13 ლ რეგულარული ფასი 18,35 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
841_2
მწარმოებელი:
GR
არცერთი:
კავინტონს სამკურნალო მოქმედების კომპლექსური მექანიზმი ახასიათებს. იგი დადებითად მოქმედებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევასა და ცერებრალურ მეტაბოლიზმზე, აგრეთვე სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე.

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
აქტიური ნივთიერება:
ვინპოცეტინი-5.00მგ;
დამხმარე ნივთიერებები:
მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის მჟავას კოლოიდური ხსნარი, ტალკი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი.

 

      http://www.vidal.ge/decoration/bulet01.gif);">
        http://www.vidal.ge/decoration/bulet01.gif);">

ფარმაკოლოგიური თვისებები
კავინტონს სამკურნალო მოქმედების კომპლექსური მექანიზმი ახასიათებს. იგი დადებითად მოქმედებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევასა და ცერებრალურ მეტაბოლიზმზე, აგრეთვე სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე. კავინტონი ხასიათდება ნეიროპროტექტორული ეფექტით:
აქვეითებს მასტიმულირებელი ამინომჟავების მიერ გამოწვეული დამაზიანებელი ციტოტოქსიური რეაქციების გამოვლენას. იგი ახდენს როგორც NMDA და AMPA რეცეპტორების, ასევე კალციუმის და ნატრიუმის არხების უჯრედული ტრანსმემბრანული ფუნქციური აქტივობის ინჰიბირებას. 
პოტენცირებას უწევს ადენოზინის ნეიროპროტექტორულ ეფექტს;
ასტიმულირებს ცერებრალურ მეტაბოლიზმს: აძლიერებს თავის ტვინის მიერ ჟანგბადისა და გლუკოზის მოხმარებას;
აძლიერებს ნეირონების მიერ ჰიპოქსიის დაძლევის უნარს: ხელს უწყობს გლუკოზის (უნივერსალური ენერგიის წყარო) ტრანსპორტს ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლით.
აქვეითებს ფოსფოდიესთერაზის აქტივობას, რაც ხელს უწყობს ქსოვილებში ცამფ დაგროვებას და ატფ კონცენტრაციის მომატებას. აძლიერებს თავის ტვინის სისხლით მომარაგებას და თავის ტვინის ქსოვილებში მიკროცირკულაციას. კავინტონი აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას, ხელს უწყობს სისხლის რეოლოგიური თვისებების ნორმალიზაციას, ზრდის ერითროციტების დეფორმაციას და ამუხრუჭებს მათ მიერ ადენოზინის შთანთქმის უნარს.
იგი ასტიმულირებს ნორადრენალინის და სეროტონინის ცერებრალურ მეტაბოლიზმს.
ახასიათებს ანტიოქსიდანტური მოქმედება.
კავინტონი ამორჩევითად აძლიერებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას: ახანგრძლივებს თავის ტვინში სისხლისმიმოქცევის წუთმოცულობის ფრაქციას;
აქვეითებს თავის ტვინის სისხლძარღვების წინააღმდეგობას, სისხლის მიმოქცევის პარამეტრებზე შესამჩნევი მოქმედების გარეშე- პრაქტიკულად გავლენას არ ახდენს არტერიულ წნევაზე, წუთმოცულობაზე, პულსის სიხშირესა და პერიფერიული წინააღმდეგობის უნარზე;
არ ახასიათებს “მოპარვის” ფენომენი, უპირველეს ყოვლისა აძლიერებს დაბალი პერფუზიის მქონე იშემიური უბნის სისხლმომარაგებას.

ჩვენებები
ნევროლოგია: თავის ტვინში ნევროლოგიური და ფსიქიური მოშლილობით მიმდინარე სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა; ინსულტის შემდგომი მდგომარეობა; დისცირკულატორული ენცეფალოპათია, რომელსაც თან ახლავს მეხსიერების დაქვეითება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. ცერებრალური ათეროსკლეროზი; სისხლძარღვოვანი დემენცია; ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა; პოსტტრავმული და ჰიპერტონული ენცეფალოპათია.
ოფთალმოლოგია: თვალის სისხლძარღვოვანი გარსის და ბადურას ქრონიკული სისხლძარღვოვანი დაავადებები.
ოტოლარინგოლოგია: პერცეფციული ტიპის სმენის დაქვეითება, მენიერის დაავადება, იდიოპათიური შუილი ყურებში.

მიღების წესები და დოზები
პერორალურად იღებენ 5-10მგ-ს 3-ჯერ დღე-ღამეში (15-30მგ დღეღამეში), ჭამის შემდეგ.
კავინტონს არ ახასიათებს ჰეპატო და ნეფროტოქსიურობა, ამიტომ ღვიძლისა და თირკმლის პათოლოგიის დროს მისი დოზირების რეჟიმი კორექციას არ საჭიროებს.

გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ (0.1%): ST სეგმენტის დეპრესია და QT ინტერვალის გახანგრძლივება, ტაქიკარდია, ექსტრასისტოლები, არტერიული წნევის უმნიშვნელო ცვლილებები ძირითადად-წნევის დაქვეითებით, კანის ჰიპერემია;
ც.ნ.ს. მხრივ 0.9%): ძილის დარღვევა (უძილობა, ძილიანობა), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (0.6%): პირის სიმშრალე, ღებინება, გულძმარვა;
0.25% ალერგიული რეაქციები კანზე.

უკუჩვენება
პრეპარატის ან მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
ორსულობა და ლაქტაცია;
არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ბავშვთა ასაკში კავინტონის გამოყენების შესახებ. 
სიფრთხილე: 
QT ინტერვალის გახანგრძლივების პროვოცირების შემთხვევაში, რეკომენდირებულია ეკგ-ის კონტროლი.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა ავადმყოფებმა უნდა იცოდნენ, რომ კავინტონ ფორტე-10მგ შეიცავს 83მგ ლაქტოზას.

განსაკუთრებული მითითებები
QT ინტერვალის გახანგრძლივების პროვოცირების შემთხვევაში, რეკომენდირებულია ეკგ-ის კონტროლი.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა ავადმყოფებმა უნდა იცოდნენ, რომ კავინტონ ფორტე-10მგ შეიცავს 83მგ ლაქტოზას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გამოვლენილი არ არის

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა:5 წელი
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას. 15-30oC ტემპერატურაზე.

 

 

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ