lowdep - ლოუდეპი 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 36,34 ლ რეგულარული ფასი 47,20 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
44704_2042
მწარმოებელი:
ERBOZETA S.p.A
არცერთი:
ჩვენება: *დეპრესია *ენდოგენური დეპრესიებიისას, როგორც დამხმარე საშუალება (განსაკუთრებით კლიმაქტერულ პერიოდში) *კუჭ-ნაწლავისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს, კომპლექსურ თერაპიაში (მაგ.: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი). *შიში თანმხლები დაძაბულობით, ტ

შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს: მაგნიუმი................................................................................... 100 მგ. L-ფენილალანინი................................................................ 120 მგ. კრაზანა (Hყპერიცუმ პერფორატუმ)............................... 100 მგ. პასიფლორა (Pასსიფლორა Iნცარნატა)………………….. 100 მგ.……………… კუნელი (ჩრატაეგუს ოხყაცანტჰა)…................................ 100 მგ. ვალერიანა (Vალერიანა ოფფიცინალის)................................. 70 მგ. L-ტრიფტოფანი.................................................................... 60 მგ. ზაფრანა (ჩროცუს შატივუს)…………………………………. 30 მგ. ვიტამინი В6........................................................................... 2 მგ. ფარმაკოლოგიური თვისებები: მაგნიუმი: ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციის ბალანსირებას, დადებით ზეგავლენას ახდენს დეპრესიების და შფოთვების დროს. L-ფენილალანინი: ეს ამინომჟავა მონაწილეობს გუნება-განწყობილების რეგულაციაში და ორგანიზმის რეაქციაზე სტრესის დროს. კრაზანა: შეიცავს ჰიპერიცინს, რომელიც აინჰიბირებს მონოამინოოქსიდაზას, რაც იწვევს თავის ტვინში ნეიროტრანსმიტერების დონის მომატებას, რომლებიც არეგულირებენ ხასიათს და ემოციურ სტაბილურობას. კრაზანა ერთადერთი ბუნებრივი ანტიდეპრესანტია. პასიფლორა და კუნელი: აქვთ სპაზმოლიზური და ანქსიოლიზური მოქმედება. ისინი ნაჩვენებია მომატებული ემოციური, შფოთვითი, გაღიზიანებული მდგომარეობებისა და სტრესის დროს, ვალერიანა: აქვს მიორელაქსაციური, სედაციური მოქმედება. მისი დამამშვიდებელი მოქმედება სასარგებლოა მოუსვენრობისა და ხასიათის შეცვლის დროს. L-ტრიფტოფანი: აუცილებელი ამინომჟავაა, რომელიც სეროტონინის წინამორბედია. სეროტონინი ნეირომედიატორია, რომელიც მონაწილეობს ემოციური განწყობის რეგულაციაში. ზაფრანა: ამცირებს ნეირომედიატორების უკუმიტაცებას, ზრდის მათ დონეს, რითაც აბალანსებს განწყობას. აქვს მატონიზირებელი მოქმედებაც. ვიტამინი В6: მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერებისა და ცილების სინთეზში, რითაც აუმჯობესებს თავის ტვინში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებს. ჩვენებები: *დეპრესია *ენდოგენური დეპრესიებიისას, როგორც დამხმარე საშუალება (განსაკუთრებით კლიმაქტერულ პერიოდში) *კუჭ-ნაწლავისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს, კომპლექსურ თერაპიაში (მაგ.: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი). *შიში თანმხლები დაძაბულობით, ტაქიკარდიით, ქოშინით; *მოუსვენრობა, შფოთვა; *ძილის დარღვევა; დოზირება: მიიღება ერთი ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, ჭამიდან 40 წუთის შემდეგ. ინიშნება 18 წლის ასაკიდან. უკუჩვენებები: პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. კრაზანას ექსტრაქტი წინააღმდეგნაჩვენებია ბავშვთა და მოზარდთა ასაკში. მან შეიძლება დააქვეითოს ბავშვის ყურადღება და აქტიურობა. გვერდითი მოვლენები: პროდუქტის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ არის დაფიქსირებული. გაფრთხილება: შეინახეთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადამეტება არ შეიძლება. საკვები დანამატების გამოყენება არ შეიძლება დიეტის დროს, მრავალფეროვანი კვების ჩასანაცვლებლად. სხვა მედიკამენტების მიღების შემთხვევაში უთხარით ექიმს. შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ ადგილას, სითბოს წყაროსგან მოშორებით. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე. გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30. ლოუდეპი® არ შეიცავს წებოვანას. საკვები დანამატი. გაიცემა რეცეპტის გარეშე.

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ