APILAK - აპილაკი 10 მგ 50 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 29,96 ლ რეგულარული ფასი 33,55 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
55892_375
მწარმოებელი ქვეყანა:
ლატვია
მწარმოებელი:
Grindex
არცერთი:
ჩვენებები აპილაკ გრინდექსის ტაბლეტები ინიშნება კვების დარღვევისას, რეკონვალესცენციისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში რძის გამოყოფის შეფერხების დროს, ბავშვებში- არასაკმარისი კვებისა და უმადობის დროს. აპილაკ გრინდექსის ტაბლეტები გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება ნერვული დარღვევის მკურნალობისას და ჰიპოტონიის დროს.
აპილაკი გრინდექსი / APILAK GRINDEKS

 

 


შემადგენლობა

გასაწოვი ტაბლეტები. 
1 ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ლიოფილიზებულ ფუტკრის რძის დედოს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტალკი, კალციუმის სტეარატი და კარტოფილის სახამებელი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
აპილაკი ანუ ე.წ. ფუტკრის რძის დედო წარმოადგენს ახალგაზრდა მუშა ფუტკრების ალოტროფიული ჯირკვლების სეკრეტს. მას გააჩნია ზოგადი მატონიზირებელი, ანტისპაზმური, ნივთიერაბათა ცვლის გამაძლიერებელი მოქმედება. იგი ზრდის ორგანიზმის გამძლეობას და მდგრადობას სტრესის მიმართ.
აპილაკი წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიეთებების ნაზავს, მის შემადგენლობაში შედის:
• მნიშვნელოვანი ვიტამინები (C, B1, B2, B5, B6, B8, B12, H, ფოლის მჟავა, ინოზიტოლი)
• მინერალური ელემენტები (K, Na, Ca, Mg, Fe, P) და მიკროელემენტები (Zn, Mn, Cu, Co, S, Si,Ni, Cr, As, Bi):
• 23 სხვადასხვა ამინომჟავა, მათ შორის შეუცვლელი (ჰისტაიდინი, ვალინი, მეთიონინი, ტრიფტოფანი).
• სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (მაგალითად- ფერმენტი ქოლინესთერაზა, მედიატორი აცეტილქოლინი და სხვა).

ჩვენებები
აპილაკ გრინდექსის ტაბლეტები ინიშნება კვების დარღვევისას, რეკონვალესცენციისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში რძის გამოყოფის შეფერხების დროს, ბავშვებში- არასაკმარისი კვებისა და უმადობის დროს. 
აპილაკ გრინდექსის ტაბლეტები გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება ნერვული დარღვევის მკურნალობისას და ჰიპოტონიის დროს.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში მიიღება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეღამეში, ბავშვებში 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეღამეში 10-15 დღის განმავლობაში. ტაბლეტი უნდა მოთავსდეს ენის ქვეშ სრულ გაწოვამდე, ვინაიდან კუჭში მოხვედრისას კუჭის წვენის ზემოქმედების შედეგად ფუტკრის რძის დედო იშლება.

უკუჩვენება
არ გამოიყენება ადისონის დაავადების (თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობა) დროს, რომელიც ხასიათდება კანის პიგმენტაციით. არ გამოიყენება თაფლის შემცველი პროდუქტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
სიფრთხილე!
აპილაკის ტაბლეტებს შეუძლია ალერგიული რეაქციის გამოწვევა.

ორსულობა და ლაქტაცია
აპილაკი გრინდექსის გამოყენება დასაშვებია.

განსაკუთრებული მითითებები
შესაძლოა ალერგიული რეაქციების წარმოშობა. ამ დროს პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას აღინიშნება პირის სიმშრალე, ტაქიკარდია, ძილის დარღვევები, რომელიც პრეპარატის დოზის შემცირების ან მისი მცირე ვადით შეწყვეტის შემდეგ ქრება. 
გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიიღეთ ექიმის კონსულტაცია!
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება:
პრეპარატი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
ფუტქრის რძის დედოს მხოლოდ მცირე რაოდენობებს გააჩნია სამკურნალო ზემოქმედება. ჭარბი დოზირებისას ხდება ნივთიერებათა ცვლის პროცესების შენელება, მაგალითად, დღეღამეში 2,5გ მიღება იწვევს მოთენთილობას.
ჭარბ დოზირებაზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ აღინიშნება

შენახვის პირობები და ვადები
ტაბლეტი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა.
2 წელი.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ!

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე

 

მეტი ინფორმაცია
Units50
Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ