ვიტ.A+D3 10მლ. წყალხსნარი

განსაკუთრებული ფასი 10,93 ლ რეგულარული ფასი 14,20 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
2599_1201
მწარმოებელი ქვეყანა:
პოლონეთი
მწარმოებელი:
Medana pharma terpol Group
არცერთი:
ჩვენებები: რაქიტის პროფილაქტიკა 4 თვის ასაკიდან. ფიზიკური განვითარების ჩამორჩენის პროფილაქტიკა ჩვილ ბავშვებში და მოზარდებში. კანის და ლორწოვანი გარსის დაავადება (მაგ.; ფსორიაზი, იქტიოზი, დერმატოზები).

საერთაშორისო დასახელება:

RETINOL; COLECALCIFEOL

მწარმოებელი: Medana; Pharma S. A.,პოლონეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინური პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წყალხსნარი პერორალური მიღებისათვის:

ფლაკოში 10 მლ საწვეთურით.

1 წვეთი

ვიტამინი D3 ......290 სე

ვიტამინი A  ...... 580 სე

დამხმარე ნივთიერებები:

პოლისბორატი-80, ბენზილის სპირტი(0.015 გ), გლიცერინი, პროპილენგლიკოლი (0.1 გ), ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, ანისულის არომატი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვიტამინი A+D3 აჩქარებს ნაწლავში ვიტამინ D3-ის შეწოვის პროცესს. ეს ვიტამინები მოქმედებს სინერგულად. ვიტამინ A -ს არასაკმარისმა რაოდენობამ შესაძლოა გამოიწვიოს ვიტამინ D3-ით გამოწვეული ჰიპერდოზირების სიმპტომები.

ვიტამინი A+D3 წყალხსნარი ზეთოვანთან შედარებით უფრო კარგად შეიწოვება.

დღენაკლულ ბავშვებში ადგილი აქვს ნაღვლის არასაკმარისი რაოდენობით წარმოქმნას, რაც აფერხებს ზეთოვანი ხსნარების შეწოვის პროცესს. ვიტამინი A+D3 ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად.

ჩვენებები:

რაქიტის პროფილაქტიკა 4 თვის ასაკიდან.

ფიზიკური განვითარების ჩამორჩენის პროფილაქტიკა ჩვილ ბავშვებში და მოზარდებში.

კანის და ლორწოვანი გარსის დაავადება (მაგ.; ფსორიაზი, იქტიოზი, დერმატოზები).

მიღების წესი და დოზირება:

პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი ინიშნება:

ბავშვებში  4-12 თვის ასაკის 1-2 წვეთი დღეღამეში;

12 თვის ასაკის ზემოთ 3 წვეთი დღე-ღამეში.

მოზრდილებში: 3 წვეთი 2-ჯერ დღე-ღამეში.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად ვიტამინ A-ს და D-ს მიმართ მომატებული მგრძნობელობის ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერვიტამინოზი.

პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. A და D ჰიპერვიტამინოზი;

*თირკმლის უკმარისობა;

*4 თვემდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

*სიფრთხილით ინიშნება ნეფროლითიაზით დაავადებულ პაციენტებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენების წინ საჭიროა ექიმის ინფორმირება ორსულობის ან მასზე ეჭვის არსებობისას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. დღე-ღამეში ვიტამინ A-ს 4000 სე-ზე (6 წვეთი) გადაჭარბება არ არის რეკომენდებული.

ჭარბი დოზირება:

ჰიპერვიტამინოზის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ექიმთან კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები, რიფამპიცინი, ამცირებენ ვიტამინის რეზორბციას.

- თიაზიდური დიურეზული საშუალებები ზრდიან ჰიპერკალციემიის განვითარების რისკს.

-  საგულე გლიკოზიდებთან კომბინაცია ზრდის მათ ტოქსიკურ ეფექტს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 5-150C  ტემპერატურაზე, ბნელ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

 

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ