50695 Pik-Farma Pro Ltd. ელკარი ხსნ.300მგ/მლ 50მლ

განსაკუთრებული ფასი 47,75 ლ რეგულარული ფასი 50,80 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
50695_2198
მწარმოებელი ქვეყანა:
რუსეთი
მწარმოებელი:
არცერთი:
გამოყენების ჩვენებები პრეპარატი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში. • ინტენსიური ფიზიკური და პსიქოემოციური დატვირთვები: შრომისუნარიანობის, გამძლეობის, დაღლილობის შემცირების ასამაღლებლად, მათ შორის ხანშიშესულ ადამიანებში; • რეაბილიტაციის პერიოდში გადატანილი დაავადებების და ქირურგიული ჩარევების შემდგომ, ტრავმების დროს, მათ შორის ქსოვილების რეგენერაციის დაჩქარებისთვის...

გამოყენების ინსტრუქცია

ელკარი
Elcar

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: ელკარი

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: ლევოკარნიტინი

წამლის ფორმა: შიგნით მისაღები ხსნარი

აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო ან ოდნავ შეფერილი სითხე. შეიძლება ჰქონდეს სპეციფიური სუნი.

შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება - ლევოკარნიტინი (კარნიფიტი) 300 მგ.;
დამხამარე ნივთიერებები – ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი – 1.2 მგ, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი – 0.5 მგ; პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი - 0.2 მგ., გასუფთავებული წყალი 1 მგ-მდე.

ფარამაკოთერაპიული ჯგუფი: ალიმენტარული ტრაქტისა და მეტაბოლიზმის დარღვევების სხვა სამკურნალო საშუალებები, ამინომჟავები და მათი წარმოებულები.
ATC Code: A16AA01

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
L-კარნიტინი-არის ბუნებრივი ნივთიერება, B ჯგუფის ვიტამინების მონათესავე ნივთიერება. მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში ციტოპლაზმიდან მოტოქონდრიებში გრძელჯაჭვა ცხიმიანი მჟავების გადამტანის სახით, სადაც განიცდის -დაჟანვას ადენოზინტრიფოსფორის მჟავის და აცეტილ-ჩოA-ს წარმოქმნით.
აუმჯობესებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, ზრდის კუჭის და ნაწლავის წვენის სეკრეციას და ფერმენტატულ აქტივობას, აუმჯობესებს საკვების ათვისებას, ხელს უწყობს ჭარბი წონის შემცირებას და ამცირებს კუნთებში ცხიმების შემცველობას. ზრდის ფიზიკური დატვირთვებისადმი გამძლეობას, ამცირებს ლაქტატაციდოზის ხარისხს, ხელს უწყობს გლიკოგენის ეკონომიურ გახარჯვას და ზრდის მის მარაგს ღვიძლსა და კუნთებში.
ახდენს ანაბოლურ და ლიპოლიზურ მოქმედებას. აწესრიგებს გაზრდილი ძირითადი ცვლის ნორმალიზებას ჰიპერთირეოზის დროს: არის თირეოიდული ჰორმონების მოქმედების პერიფერიული (ირიბი) ანტაგონისტი, და არა ფარისებრი ჯირკვალის ფუნქციის პირდაპირი ინჰიბიტორი. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ქსოვილების ენერგიით მომარაგებას.

ფარმაკოკინეტიკა
კარგად შეიწოვება ნაწლავებში, სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის მაქსიმუმს აღწევს 3 საათის შემდეგ და ნარჩუნდება თერაპიულ დიაპაზონში 9 საათის განმავლობაში. ადვილად აღწევს ღვიძლში, მიოკარდიუმში, უფრო ნელა აღწევს კუნთებში. გამოიყოფა თირკმელებით, ძირითადად აცილური ეთერების სახით.

გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში.
• ინტენსიური ფიზიკური და პსიქოემოციური დატვირთვები: შრომისუნარიანობის, გამძლეობის, დაღლილობის შემცირების ასამაღლებლად, მათ შორის ხანშიშესულ ადამიანებში;
• რეაბილიტაციის პერიოდში გადატანილი დაავადებების და ქირურგიული ჩარევების შემდგომ, ტრავმების დროს, მათ შორის ქსოვილების რეგენერაციის დაჩქარებისთვის;
• ქრონიკული გასტრიტის და ქრონიკული პანკრეატიტის სეკრეტორული ფუნქციის დაქვეითებით, კომპლექსური თერაპია;
• კანის დაავადებათა კომპლექსური თერაპია (ფსორიაზი, სებორეული ეგზემა, კეროვანი სკლეროდერმია და დისკოიდური წითელი მგლურა);
• მსუბუქი ფორმის ჰიპერთირეოზი;
• თავის ტვინის ტრავმული, სისხლძარღვოვანი და ტოქსიკური დაზიანებისას ნევროლოგიური გამოხატვების კომპლექსური თერაპია;
• ნერვული ანორექსიის სინდრომის დროს;
• კარნიტინის დეფიციტით ან მისი დაქვეითებით გამოწვეული თანმხლები დაავედებები (მიოპათია, კარდიომიოპათია, მიტოქონდრული დაავადებები, მემკვიდრეობითი დაავადებები თანმხლები მიტოქონდრული უკმარისობით) - მისი დეფიციტის შესავსებად კომპლექსურ თერაპიაში;
• პედიატრულ პრაქტიკაში (3 წლამდე ბავშვების მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ): დღენაკლულ ბავშვთა, სამშობიარო ტრავმა ან ასფიქსია გადატანილ ახალშობილთა მოვლისას; ბავშვებისათვის დაქვეითებული წოვის რეფლექსით და წონის მომატების დაბალი მაჩვენებლით; დაქვეითებული კუნთოვანი ტონუსით და არასაკმარისი ფსიქიკური ფუნქციების განვითერბისას, ასევე “რისკის ჯგუფის” ბავშვებში ამ დარღვევათა პროფილაქტიკისათვის; ბავშვებში და 16 წლამდე მოზარდებში ზრდის შეკავებისას და წონის უკმარისობისას.
• სპორტულ მედიცინაში და ინტენსიული ვარჯიშების დროს (აერობული პროდუქტიულობის დამუშავების დროს ვარჯიშის პროცესის პერიოდში) მოზრდილებში: სიჩქარე-ძალის მაჩვენებლების და მოძრაობის კოორდინაციის გაუმჯობესებისთვის, კუნთოვანი მასის მომატებისთვის და სხეულის ცხიმოვანი მასის დაქვეითებისთვის, ვარჯიშის შემდგომ სინდრომის პროფილაქტიკისთვის (ფიზიკური დატვირთვის შემდეგ აღდგენითი პროცესების დაჩქარება), კუნთების რეგენერაციის მიზნით ტრავმატული დარღვევის დროს.

უკუჩვენებები: ინდივიდუალური აუტანლობა.

გამოყენების წესი და დოზები:

პრეპარატი გამოიყენება კომპლექსური თერაპიაში.
ჭამამდე 30 წუთით ადრე, დამატებით უნდა გაიხსნას სითხეში.
ხანგრძლივი ფიზიკური და ფსიქოემოციური დატვირთვების დროს: 0.75 გ-დან (1/2 საზომი კოვზი ან 2.5 მლ) 3-ჯერ დღეში 2.25 გ-მდე (1.5 საზომი კოვზი ან 7.5 მლ) 2-3-ჯერ დღეში.
ნერვული ანორექსიის დროს, ასევე გადატანილი დაავადებების და ქირურგიული ჩარევების და ტრავმების შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში: 1.5 გ (1 საზომი კოვზი ან 5 მლ) 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 1-2 თვე.
სეკრეტორული ფუნქციის დაქვეითებით ქრონიკული გასტრიტის და ქრონიკული პანკრეატიტის კომპლექსური თერაპიის დროს: 0.375 გ (1/4 საზომი კოვზი ან 1.25 მლ) 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 1-1.5 თვე.
კანის დაავადებების მკურნალობისას: 0.75 გ (1/2 საზომი კოვზი ან 2.5 მლ). მკურნალობის კურსი: 2-4 კვირა.
მსუბუქი ფორმის ჰიპერთირეოზის დროს: 0.25 გ (13 წვეთი) 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 20 დღე. მკურნალობის კურსი მეორდება 1-2 თვის შემდეგ ან ინიშნება 3 თვის განმავლობაში შესვენებების გარეშე.
თავის ტვინის ტრავმული, სისხლძარღვოვანი და ტოქსიკური დაზიანებისას: 0.75 გ (1/2 საზომი კოვზი ან 2.5 მლ) დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი – 3-5 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში 12-14 დღის შემდეგ ინიშნება განმეორებითი კურსი.
კარნიტინის დეფიციტის თანმხლები დაავადებებისას (პირველადი და მეორადი კარნიტინის უკმარისობა): 50-100 მგ/კგ-მდე (2-5 წვეთი/კგ) სხეულის წონაზე 2-3 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 3-4 თვე.
ბავშვებში ინიშნება ტკბილ კერძებთან ერთად (კისელი, კომპოტი, წვენი) დამატების სახით. 3 წლამდე ბავშვებისათვის დოზა ინიშნება მკურნალი ექიმის მიერ. 3 და 6 წლამდე - ერთჯერადი დოზა 0.1 გ (5 წვეთი) 2-3-ჯერ დღეში, სადღეღამისო დოზა 0.2-0.3 გ (11-16 წვეთი). მკურნალობის კურსი - 1 თვე. 6 დან 12 წლამდე ბავშვებისათვის ინიშნება ერთჯერადი დოზა 0.2-0.3 გ (11-16 წვეთი) 2-3-ჯერ დღეში, სადღეღამისო დოზით 0.4-0.9 გ (22-48 წვეთი). მკურნალობის კურსი - არანაკლებ 1 თვე.
ზრდის შეკავებისას: 0.25 გ (13 წვეთი) 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი - 20 დღე. მკურნალობის კურსი მეორდება 1-2 თვის შესვენების შემდეგ ან ინიშნება 3 თვის განმავლობაში შესვებების გარეშე.
სპორტულ მედიცინაში და ინტენსიური ვარჯიშის დროს: 2.5 გ 1-3 ჯერ დღეში (სადღეღამისო დოზა 2.5-7.5 გ; სამკურნალოდ გამოყენების დროს 70-100 მგ/კგ/დღე-ღამეში (5-7.5 გ/დღე-ღამეში). მკურნალობის კურსი 3-4 თვე შეჯიბრების წინა პერიოდში. ვარჯიშის პროცესის დროს – 6-8 კვირამდე.

გვერდითი მოქმედება:
შესაძლოა ალერგიული რეაქციები, გასტრალგია, დისპეპსია, მიასთენია (ურემიით დაავადებულ პაციანტებში).

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: დისპეპსიური აშლილობები, მიასტენური აშლილობები (ურემიით დაავადებულ პაციენტებში).
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, გამოკვლევის არარსებობის გამო.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: გლუკოკორტიკოსტეროიდები ხელს უწყობენ პრეპარატის ქსოვილებში დაგროვებას (ღვიძლის გარდა), სხვა ანაბოლიკები აძლიერებენ ეფექტს.

განსაკუთრებული მითითებები:
3 წლამდე ბავშვების მკურნალობა ხორციელდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. პრეპარატი არ ახდენს ზემოქმედებას პოტენციურად საშიში სახის საქმიანობის განხორციელებაზე, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების კონცენტრაციას და სწრაფ რეაქციას (ავტომანქანის და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მუშაობა მოძრავ მექანიზმებთან, დისპეჩერის და ოპერატორის საქმიანობა და ა.შ.)

გამოშვების ფორმა:
შიგნით მისაღები ხსნარი 300 მგ/მლ.
100 მლ მინის ფლაკონი. მუქი მინის 100 მლ ფლაკონი დალუქული პირველი გახსნის კონტროლის სისტემის მქონე თავსახურით. ფლაკონზე მოთავსებულია 20 მლ-ნი საზომი ჭიქა. ერთი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
50 მლ მინის ფლაკონი. 50 მლ მუქი მინის ფლაკონი დალუქული პირველი გახსნის კონტროლის სისტემის მქონე თავსახურით. თითო ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან და 5 მლ საზომ კოვზთან ერთად ნაჭდებით და მარკირებით “1/4” და “1/2” (რაც შეესაბამება 1.25 მლ და 2.5 მლ) მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
25 მლ მინის ფლაკონი. 25 მლ მუქი მინის ფლაკონი დალუქული პირველი გახსნის კონტროლის სისტემის მქონე საწვეთურიანი თავსახურით. ერთი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25ჩ ტემპერატურაზე. გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში 2 თვის განმავლობაში.

შენახვის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
შპს ”პიკ-ფარმა”, რუსეთის ფედერაცია, 125047 ქ. მოსკოვი, შეს. ორუჟეინი, სახ. 25, შენობა 1.
წარმოებულია შპს “პიკ-ფარმა პრო”-ს მიერ, რუსეთის ფედერაცია, 188663 ლენინგრადის ოლქი, ვსევოლოჟსკის რაიონი, დას. კუზმოლოვსკი, საამქროს შენობა #92.
პრეტანზიების მიმღები ორგანიზაცია: შპს “პიკ-ფარმა” ტელ/ფაქსი: (495)925-57-00www.elcar.ru

მეტი ინფორმაცია
Units1
Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ