Olefar duo - ოლეფარ დუო სპრეი 20მლ
ოლეფარ დუო® ზეთოვანი სპრეი
“ოლეფარ დუო ზეთოვანი სპრეი” შეიცავს ბუნებრივი ზეთების მცენარეულ კომბინაციას, რომელიც განკუთვნილია ყელში შესასხურებლად.
“ოლეფარ დუო ზეთოვანი სპრეი” არის სწრაფი და ეფექტური საშუალება ყელის ტკივილის მკურნალობისთვის, ამცირებს ანთებას, შეშუპებას და ტკივილს.
შედგება 5 სხვადასხვა ზეთისგან, რომლებიც სრულყოფილად ახდენს დაავადების მიზეზის ლოკალიზებას და ხელს უშლის მის გავრცელებას. თავისი უნიკალური მექანიზმით პრეპარატი უშუალოდ ესხმევა დაზიანებულ ლორწოვანს, აქედან გამომდინარე სრულყოფილად ფარავს ლორწოვანს და მის მიკროწყლულებს.
შემადგენლობა: 250მგ (1 დოზა)/750მგ (სადღეღამისო დოზა)
Ol. Hippophaes (ხეჭრელისებრი ქაცვის ზეთი) 30/90მგ
Ol.Calendulae (კალენდულას ზეთი)-15/45მგ
Ol.Malaleucae (ჩაის ხის ზეთი)-5/15მგ
Ol.Cinnamomi (დარიჩინის ზეთი)-5/15მგ
Ol.Menthae Piperitae (პიტნის ზეთი)-2.5/7.5მგ
ხეჭრელისებრი ქაცვის ზეთი კალენდულას ზეთი ჩაის ხის ზეთი დარიჩინის ზეთი პიტნის ზეთი
სადღეღამისო დოზა 90მგ 45მგ 15მგ 15მგ 7.5მგ
ფარავს ლორწოვანს * *
ამცირებს ტკივილს * *
ჭრილობების შეხორცების,
ქსოვილთა
რეგენერაციის ეფექტი * *
ანტიბაქტერიული მახასიათებლები *
ანთებისსაწინააღმდეგო მახასიათებლები * * *
სპაზმოლიზური მახასიათებლები * * *
გამოყენება. შეანჯღრიეთ აეროზოლის კონტეინერი. მოათავსეთ სპრეი პირის ღრუში და სპრეის მექანიზმს 2-3-ჯერ დააჭირეთ (ამგვარად გამოიყოფა პრეპარატის დაახლოებით 250მგ ან ერთი დოზა). გამოიყენეთ 1 დოზა დღეში სამჯერ.
გამოყენების შეზღუდვა:
• მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ
• ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი-მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გაფრთხილებები
• საკვები დანამატი
• არ გამოიყენოთ საკვები დანამატი დაბალანსებული კვების ჩანაცვლებისთვის
• არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას
• გამოყენება შეიძლება 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში
• რადგან დანამატის მიღება ხდება სპრეის მექანიზმით, 6 წლამდე ასაკის ბავშვებმა სპრეი უნდა მიიღონ მხოლოდ მშობლების მეთავლყურეობით
• შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ ადგილას, კარგად დახურულ ორიგინალურ შეფუთვაში
სუფთა წონა: 20მლ
რეგისტრაციის მფლობელი და დისტრუბუტორი:
შ.პ.ს “სოლფარმ ფარმასეუტიკალს”, ალკსუ 4, ჯაუნმარუპე, მარუპეს რაიონი, ლბ-2166, ლატვია
წარმომავლობა: ევროკავშირი
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account