Kaynostat - კაინოსტატი 50მლ. ბურთულიანი აპლიკატორით

განსაკუთრებული ფასი 19,48 ლ რეგულარული ფასი 25,32 ლ
ხელმისაწვდომობა: ამოიწურა
კოდი:
10230_1008
მწარმოებელი:
Amoun
არცერთი:
კაინოსტატი განკუთვნილია ტკივილის მოხსნისათვის შემდეგი მდგომარეობების დროს: • ლუმბაგო; • დისკოზური თიაქარი; • დაჟეჟილობა; • ნევრალგიები...

საერთაშორისო დასახელება:

diethylamine salicylate

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ადგილობრივი საანესთეზიო;  ანთების საწინააღმდეგო მოქმედება

მწარმოებელი: Amoun Pharmaceutical Co. S.A.E, ეგვიპტე

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი 50მლ ბურთულიანი აპლიკატორი #1

 

100 მლ შეიცავს:
დიეთილამინის სალიცილატი ................... 10გ;
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი .................. 2გ.
დამატებითი ნივთიერებები:
კარბოქსიმეთილი, ცელულოზა ნატრიუმი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, გამოხდილი წყალი.

 

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კაინოსტატს გააჩნია ადგილობრივი საანესთეზიო და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რაც განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით.

 

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას, ასევე ხელს უწყობს დიეთილამინის სალიცილატის უკეთეს პენეტრაციას და პოტენცირებას უკეთებს მის მოქმედებას.

 

ჩვენებები:
კაინოსტატი განკუთვნილია ტკივილის მოხსნისათვის შემდეგი მდგომარეობების დროს:
• ლუმბაგო;
• დისკოზური თიაქარი;
• დაჟეჟილობა;
• ნევრალგიები;
• რევმატიული დარღვევები, მათ შორის ოსტეოართრიტები;
• მიალგიები, ტკივილები ძვლებსა და სახსრებში;
• იშიაზი;
• მტკივნეული კისერმრუდობა;
• დაჭიმვები;
• სინოვიტები, ბურსიტები და სხვა.

 

 

მიღების წესები და დოზები:
დაიტანება მტკივნეულ უბნებზე.

 

 

გვერდითი მოვლენები:
ძალიან იშვიათ შემთხვევებში – ალერგიული რეაქციები.

 

 

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

 

 

განსაკუთრებული მითითებები:
კაინოსტატი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის. დაუშვებელია მისი მოხვედრა ღია ჭრილობაზე.

 

 

შენახვის პირობები:
შეინახეთ ყუთში გრილ და მაღალ ტემპერატურიდან მოშორებულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
 
შენახვის ვადა: 3 წელი.

 

 

აფთიაქში გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.
Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ