კრაზანას ბალახი 50გ

განსაკუთრებული ფასი 3,12 ლ რეგულარული ფასი 3,85 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
55636_2499
მწარმოებელი ქვეყანა:
საქართველო
მწარმოებელი:
არცერთი:
გამოყენების ჩვენებები: გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება კუჭ-ნაწლავის ანთების, წყლულოვანი დაავადების, ნაღვლის და შარდის ბუშტის ანთების, თირკმელების და ქალის სასქესო ორგანოების ანთების დროს და სხვა.

პარასამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქცია

კრაზანას ბალახი
Herba Hyperici perforati

წამლის ფორმა: კრაზანას ბალახი.

შემადგენლობა: კრაზანას ბალახი შეიცავს 0,4%-მდე ჰიპერიცინს, პსევდოჰიპერიცინს, ფლავონოიდებს, ეთეროვან ზეთს, ტრიტერპენულ საპონინებს, 10%-მდე მთრიმლავ ნივთიერებებს, 55მგ/%-მდე კაროტინს, ანტრაქინონებს, ორგანულ მჟავებს, მაკრო და მიკროელემენტებს, ალკალოიდების კვალს.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის შემომგარსველი საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ანთების საწინააღმდეგო, შემომგარსველი მოქმედების მქონე საშუალება.

გამოყენების ჩვენებები:
გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება კუჭ-ნაწლავის ანთების, წყლულოვანი დაავადების, ნაღვლის და შარდის ბუშტის ანთების, თირკმელების და ქალის სასქესო ორგანოების ანთების დროს და სხვა.

მომზადების წესი: 1 სუფრის კოვზ ნედლეულს ათავსებენ ემალირებულ ჭურჭელში, ასხამენ 400მლ (2 ჩაის ჭიქა) ადუღებულწყალს. ახურავენ თავსახურს და აცხელებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგამენ, აციებენ და ფილტრავენ. დარჩენილ მასას წურავენ. მიღებულ ნაყენს უმატებენ ანადუღარ წყალს საწყისი მოცულობის (400 მლ) მიღებამდე.

მიღების წესი: ღებულობენ 100-100 გრ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარეული საშუალების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: კრაზანას ბალახის სხვა პრეპარატებთან (ციკლოსპორინები, ვარფარინი, სტეროიდული პრეპარატები, ანტივირუსული საშუალებები, პროტეოლიზური ფერმენტების აქტივობის ინჰიბიტორები) ერთდროული გამოყენებისას ამცირებს მათ ეფექტურობას.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ გამოიყენება.

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას: არ ახდენს ზემოქმედებას.

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 2 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში ნედლეულის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის წესი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გამოშვების ფორმა: 50გ მცენარეული ნედლეული მოთავსებულია პოლიეთილენის პარკში და მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი”.
საქართველო, 4600,
ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 51,
ტელ: +995 (431) 214 504
e-mail: [email protected]

მეტი ინფორმაცია
Units1
Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ