Vitaprost - ვიტაპროსტი ფორტე 100მგ 10სუპოზიტორია

განსაკუთრებული ფასი 63,90 ლ რეგულარული ფასი 83,00 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
30018_67
მწარმოებელი:
ნიჟფარმი
არცერთი:
- ვიტაპროსტი ამცირებს პროსტატის მოცულობას 3.6 სმ3 – (შეშუპებისა და ანთებითი ინფილტრატის შემცირების ხარჯზე); - ვიტაპროსტი ამცირებს ლეიკოციტების რაოდენობას ეაკულატში; - ვიტაპროსტი სწრაფად და ეფექტურად ამცირებს ტკივილს, აუმჯობესებს სქესობრივ ფუნქციასა

აქტიური ნივთიერება:

სამპროსტის სუბსტანცია (პროსტატის ექსტრაქტი) ................  100 მგ

მოქმედების მექანიზმი:

- ვიტაპროსტის მიღება მონოთერაპიაში პროსტატიტის დროს განაპირობებს წინამდებარე ჯირკვლის მოცულობაში შემცირებას, რაც დაკავშიებულია წინამდებარე ჯირკვალზე პროსტატის ექსტრაქტის ორგანოტროპულ მოქმედებასთან.

- ეს განაპირობებს უჯრედების პროლიფერაციული აქტივობის შემცირებას და წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის შეჩერებას. ასევე პროსტატის ექსტრაქტი ამცირებს შეშუპებას და ანთებით პროცესებს მიკროცირკულაციის გაუმჯობესების ხარჯზე

- ვიტაპროსტი ფორტე ამცირებს ინფრავეზიკულური ობსტრუქციის ხარისხს, რაც გამოიხატება შარდვის პროცესის გაუმჯობესებაში და ნარჩენი შარდის მოცულობის შემცირებაში.

ვიტაპროსტფორტე

- ვიტაპროსტ ფორტე უსაფრთხო პრეპარატია, რომელიც კარგად გადაიტანება;

- მკურნალობის დროს არ აღინიშნება სისხლისა და შარდის კლინიკური და ბიოქიმიური პარამეტრების ცვლილება, რაც ადასტურებს პრეპარატის უსაფრთხოებას;

- ვიტაპროსტ ფორტე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მონოთერაოპიაში წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს მიუხედავად პაციენტის ასაკისა და თანმდევი დაავადებისა.

 

ვიტაპროსტ ფორტეს უპირატესობები:
- პრეპარატის ეფეტურობა ნარჩუნდება  ხანგრძლივად;
- არ ახასიათებს ნეგატიური სისტემური მოქმედება;
- არ აქვეითებს რეპროდუქციულ და სექსუალურ ფუნქციას;
- შესაძლებელია მისი გამოყენება როგორც მონოთერაპიაში ასევე კომპლექსურად.

 

ქრონიკული პროსტატიტების მთავარ პათოგენეზურ მექანიზმს წარმოადგენს სისხლის მომარაგების დარღვევა წინამდებარე ჯირკვალში;

ვიტაპროსტ ფორტე ეფექტურად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას პროსტატაში მიკროცირკულაციის გაძლიერების ხარჯზე დაახლოებით 50% ით.

ვიტაპროსტი მნიშვნელოვნად ზრდის სისხლის მიდინებას პროსტატის სისხლძარღვებში.

ვიტაპროსტს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება

- ვიტაპროსტი ამცირებს პროსტატის მოცულობას 3.6 სმ3 – (შეშუპებისა და ანთებითი ინფილტრატის შემცირების ხარჯზე);

- ვიტაპროსტი ამცირებს ლეიკოციტების რაოდენობას ეაკულატში;

- ვიტაპროსტი სწრაფად და ეფექტურად ამცირებს ტკივილს, აუმჯობესებს სქესობრივ ფუნქციასა და ერექციას, აძლიერებს ლიბიდოს, აღადგენს ეაკულაციის პროცესს ქრონიკული პროსტატიტით დაავადებულებში.

ვიტაპროსტის გავლენა სპერმატოგენეზზე:

ვიტაპროსტით მკურნალობის შედეგად იზრდება ნორმალურად მოძრავი სპერმატოზოიდების რაოდენობა.

ვიტაპროსტი ფორტე:

ვიტაპროს ფორტეს სუპოზიტორია მოქმედებს უშუალოდ პათოლოგიურ კერაზე.

ვიტაპროსტის მოქმედების მექანიზმი მიმართულია წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციისაღდგენაზე:

 

- წინამდებარე ჯირკვალში მიკროცირკულაციის ნორმალიზება
- წინამდებარე ჯირკვლის შეშუპების შემცირება
- საშარდე ბუშტის კუნთების ტონუსის რეგულირება
- სპერმატოგენეზის ნორმალიზაცია: სპერმატოზოიდების რაოდენობისა და მოძრაობის უნარის  მატება, პათოლოგიური ფორმების შემცირება.

 

ვიტაპროსტის მოქმედების მექანიზმი აიხსნება პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ორგანოტროპული და ორგანოსპეციფიკური აქტივობით წინამდებარე ჯირკვლზე.

ვიტაპროსტი უზრუნველყოფს:

 

- სწრაფ კლინიკურ გაუმჯობესებას (ტკივილისა და დისკომფორტის  შემცირება, შარდვის პროცესის ნორმალიზება, სქესობრივი ფუნქციის გაუმჯობესება)
- მდგრად, გახანგრძლივებულ ეფექტს (მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ თერაპიული შედეგი ნარჩუნდება ხანგრძლივად)
- უსაფრთხოების მაღალ ხარისხს და გადაიტანება კარგად (ბუნებრივი შემადგენლობა, გვერდითი ეფექტების არ არსებობა, არ გააჩნია ასაკობრივი შეზღუდვა).

 

შედეგად ვიტაპროსტი უზრუნველყოფს მამაკაცის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

 

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ