Rowatinex - როვატინექსი 100 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 54,63 ლ რეგულარული ფასი 70,96 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
45109_2076
მწარმოებელი:
Rowa
არცერთი:
როვატინექსი® ხელს უწყობს თირკმლის კენჭების და საშარდე ტრაქტის კენჭების დაშლას და გამოყოფას. როვატინექსი® ხსნის კუნთების სპაზმს, შედეგად ამცირებს ტკივილს თირკმლისა და შარდსაწვეთის კოლიკის დროს.

ჩანართი: ინფორმაცია პაციენტებისათვის

როვატინექსი®

Rowatinex

რბილი, გასტრორეზისტენტული კაფსულები

 

აქტიური ნივთიერებები: ა-პინენი, β-პინენი, კამფენი, ბორნეოლი, ანეთოლი, ფენხონი, ცინეოლი.

 

ყურადღებით გაეცანით ჩანართში მოყვანილ ინფორმაციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება მოგვიანებით დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა. 

- დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

- მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ გაგიძლიერდათ სიმპტომები ან არ გაგიუმჯობესდათ მდგომარეობა.

- აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რომელიმე გვერდითი მოვლენის გამოხატულობა გაძლიერდა, ან შენიშნეთ რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ჩანართში. 

 

ჩანართის შინაარსი: 

  1. როვატინექსის® აღწერა და გამოყენება
  2. პრეპარატი როვატინექსის® მიღებამდე
  3. როვატინექსის® მიღების წესი
  4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
  5. როვატინექსის® შენახვის წესი
  6. დამატებითი ინფორმაცია 

 

  1. როვატინექსის® აღწერა და გამოყენება

როვატინექსი® ხელს უწყობს თირკმლის კენჭების და საშარდე ტრაქტის კენჭების დაშლას და გამოყოფას. როვატინექსი® ხსნის კუნთების სპაზმს, შედეგად ამცირებს ტკივილს თირკმლისა და შარდსაწვეთის კოლიკის დროს. 

როვატინექსი® ზრდის სისხლის მიმოქცევას და ამცირებს ანთებას, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმელებში კენჭების არსებობასთან. 

 

  1. პრეპარატი როვატინექსის® მიღებამდე  

არ მიიღოთ როვატინექსი®, თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატი როვატინექსის® ნებისმიერი აქტიური ნივთიერების (ა-პინენი, β-პინენი, კამფენი, ბორნეოლი, ანეთოლი, ფენხონი, ცინეოლი) ან ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (დაწვრილებით იხილეთ პარაგრაფი 2 ~მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი როვატინექსის® ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ~ და პარაგრაფი 6 ~დამატებითი ინფორმაცია~). 

 

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატი როვატინექსის® გამოყენებისას

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს ან სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც იშლება ღვიძლში. 

 

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებას, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით. ეს პრეპარატებია: 

- სისხლის გამათხელებელი პრეპარატები (პერორალური ანტიკოაგულანტები, მაგალითად, ვარფარინი);

- პრეპარატები, რომლებიც იშლება ღვიძლში (აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს). 

 

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, როვატინექსის® მიღება შეგიძლიათ მხოლოდ თქვენი ექიმის რჩევით. 

 

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

როვატინექსის® ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ნაკლებად სავარაუდოა. 

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი როვატინექსის® ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

პრეპარატი როვატინექსის® შემდეგ ინგრედიენტებს შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები: ნატრიუმის ეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E215), ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E217) (შესაძლოა, შენელებული ტიპის) და საღებავი მზის ჩასვლა ყვითელი FჩF 85% (E110).

 

  1. როვატინექსის® მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ როვატინექსი® თქვენი ექიმის მითითებების შესაბამისად. პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ეჭვის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. როვატინექსის® კაფსულები მიიღება მთლიანად, დაუღეჭავად. 

 

ჩვეულებრივი დოზა მოზრდილთათვის:

მიიღეთ 1-2 კაფსულა 4-5 ჯერ დღე-ღამეში, ჭამის წინ. 

 

ჩვეულებრივი დოზა 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის: 

მიიღეთ თითო კაფსულა ორჯერ დღე-ღამეში, ჭამის წინ. 

 

პრეპარატი როვატინექსის® დადგენილი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

საჭიროზე მეტი კაფსულის მიღების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

თუ დაგავიწყდათ როვატინექსის® მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. მიიღეთ პრეპარატი როგორც კი გაგახსენდებათ. ამის შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს. 

თუ მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

  1. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, როვატინექსაც® შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ შენიშნეთ რომელიმე გვერდითი მოქმედება.

 

  1. როვატინექსის® შენახვის წესი

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25˚ჩ ტემპერატურაზე. 

არ გამოიყენოთ როვატინექსი® ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერსა და გარე მუყაოს კოლოფზე. ვარგისიანობის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. 

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან ნაგავთან გადაგდება არ შეიძლება. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

  1. დამატებითი ინფორმაცია

როვატინექსის® შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები ერთ რბილ გასტრორეზისტენტულ კაფსულაში: ა-პინენი 24.8 მგ, β-პინენი 6.2 მგ, კამფენი 15.0 მგ, ბორნეოლი 10.0 მგ, ანეთოლი 4.0 მგ, ფენხონი 4.0 მგ, ცინეოლი 3.0 მგ.

 

დამხმარე ნივთიერებები: ნატურალური ზეითუნის ზეთი.

კაფსულის გარსი შეიცავს: 

- ჟელატინს

- გლიცერინს 85%

- ნატრიუმის ეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E215)

- ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს (E217)

- საღებავს მზის ჩასვლა ყვითელი FჩF 85% (E110)

- ქინოლინი ყვითელს 70% (E104).

 

როვატინექსის® აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

როვატინექსი® - არის ყვითელი ფერის ბურთისებრი (სფერული) რბილი ჟელატინის გასტრორეზისტენტული კაფსულები. 

კაფსულების შემადგენლობა: სითხე მკრთალი-ყვითელიდან მომწვანო-ყვითელ ფერამდე, ძლიერი არომატული სუნით. 

10 კაფსულა ბლისტერში. 10 ბლისტერი თითოში 10 კაფსულით და ჩანართი მუყაოს კოლოფში.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ურეცეპტოდ.

 

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

როვა ფარმასიუტიკალზ ლტდ., ნიუთაუნი, ბანტრი, კორკის საგრაფო, ირლანდია. ტელ^+3532750077.

ელ-ფოსტა: როწა@როწა-პჰარმა.იე

 

შეფუთვა: სს ~ნორფახემა~, ლიტვა, Lთ-55175, იონავა, ვიტაუტოს ქ. 6.

 

ჩანართის ბოლო დამტკიცების თარიღი: 2013 წლის თებერვალი

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ