Turmanidze plus - თურმანიძე პლიუსი 40გ ნაწოლების მალამო

განსაკუთრებული ფასი 5,80 ლ რეგულარული ფასი 6,50 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
35379_1151
მწარმოებელი:
შ.პ.ს. "თურმანიძე პლიუსი"
არცერთი:
ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება ნაწოლების სამკურნალოდ როგორც მაცერირებული, ასევე შორს წასულ შემთხვევაში ინფიცირებული და ნეკროზული ქსოვილის არსებობისას.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ჩირქოვანი ნადებებისგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს.

ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ნაწოლების სამკურნალოდ როგორც მაცერირებული, ასევე შორს წასულ შემთხვევაში ინფიცირებული და ნეკროზული ქსოვილის არსებობისას.

მიღების წესები და დოზები
რეპარატით გაჟღენთილ სტერილურ მიტკალს ან სამფენოვან დოლბანდს დავაფარებთ ჭრილობის ზედაპირზე. ღრმა ჭრილობებში მალამო გამოიყენება ტამპონების სახით. ყოველი შეხვევის წინ ჭრილობას ამუშავებენ ანტისეპტიკური (მაგალითად: 3% წყალბადის ზეჟანგი) ხსნარით, ნახვევის გამოცვლა რეკომენდებულია 24 სთ-ში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები
არ აღინიშნება.

უკუჩვენება
არ არის გამოვლენილი.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ადგილას.

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ