Acidolac - აციდოლაკი 10 პაკეტი

განსაკუთრებული ფასი 23,41 ლ რეგულარული ფასი 30,42 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
42204_442
მწარმოებელი:
POLFARMA SA
არცერთი:
ჩვენებები: ნაწლავის დისბიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა; ანტიბიოტიკების მიღების ფონზე განვითარებული დიარეა; ალერგია საკვებ პროდუქტებზე.

მწარმოებელი: POLPHARMA, MEDANA PHARMA

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზილებული ბაქტერიები .................  1.95 მილიარდ. CFU/გ

Lactobacillus acidophilus

ლიოფილიზილებული ბაქტერიები .................  1.95 მილიარდ. CFU/გ

Bifidobacterium

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა: აციდოლაკი - ნატურალური პრეპარატი, შეიცავს პრობიოტიკულ რძემჟავა ბაქტერიების ორ შტამს: Lactobacillus acidophilus და Bifidobacterium.

პრეპარატ აციდოლაკში შემავალი ბიფიდო- და ლაქტობაქტერიები ინარჩუნებენ და არეგულირებენ ნაწლავური მიკროფლორის ფიზიოლოგიურ წონასწორობას, ამასთან ერთად, უზრუნველყოფს მისი ფუნქციის განხორციელებას: ქმნის არახელსაყრელ პირობებს პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებისა და ცხოველქმედებისთვის.ბიფიდობაქტერიები აპროდუცირებენ მჟავას, ლიზოციმს, ბაქტერიოცინებს, სპირტებს, ეწინააღმდეგებიან მიკროორგანიზმების კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილში შეღწევას.ლაქტობაქტერიები ურთიერთქმედებენ სხვა მიკროორგანიზმებთან, რის შედეგადაც ხდება ლპობის ბაქტერიების დათრგუნვა. ლაქტობაქტერიები წარმოქმნიან ანტიბიოტიკისმაგვარ სუბსტანციას (ბაქტერიოცინებს), რომლებიც ახდენენ ანტიბაქტერიულ მოქმედებას პათოგენურ და პირობით პათოგენურ ფლორაზე. ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაქტერიები ამუხრუჭებენ საკვები ჰისტიდინის დეკარბოქსილირების პროცესს, ამით ამცირებენ ჰისტამინის სინთეზს, შედეგად - აქვეითებენ კვებისმიერი ალერგიის რისკს.

ფარმაკოკინეტიკა: არ არის გამოკვლეული.

ჩვენებები:

ნაწლავის დისბიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;

ანტიბიოტიკების მიღების ფონზე განვითარებული დიარეა;

ალერგია საკვებ პროდუქტებზე.

გამოყენება:

პრეპარატი მიიღება პერორალურად. ერთი საშეს შემადგენლობას ხსნიან ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალში ან ურევენ იოგრუტთან ან რძესთან. მიიღება კვებამდე ან კვების დროს.

დისბიოზის სამკურნალოდ პრეპარატი ინიშნება:

ბავშვები 2-12 წლამდე - 1-2 საშე 1-2-ჯერ დღეში;

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები - 2-3 საშე 2-3-ჯერ დღეში;

ანტიბიოტიკთან ასოცირებული დიარეის დროს ინიშნება:

2-12 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1-2 საშე 2-ჯერ დღეში;

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები - 2-3 საშე 3-ჯერ დღეში;

კვებითი ალერგიისას:

2-12 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1 საშე 2-3-ჯერ დღეში;

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები - 1-2 საშე 3-ჯერ დღეში;

მკურნალობის კურსი შეადგენს 7-14 დღეს, ანტიბიოტიკთან ასოცირებული დიარეის დროს - 10 დღეს.

აუცილებლობისას მკურნალობის კურსს იმეორებენ 2-3-ჯერ, მკურნალობის ყოველი კურსი ტარდება ბოლოს ჩატარებული მკურნალობიდან ერთი თვის შემდეგ;

დისბიოზის პროფილაქტიკისათვის:

2-12 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1 საშე 1-2-ჯერ დღეში;

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები - 1-2 საშე 2-3-ჯერ დღეში;

პროფილაქტიკური კურსი შეადგენს 10-14 დღეს 2-3-ჯერ წელიწადში.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

* 2 წლამდე ასაკის ბავშვები.

გვერდითი მოქმედება:

რეკომენდირებულ დოზებში პრეპარატის მიღებისას გვერდითი ეფექტი არ იქნა გამოვლენილი. პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები:

არ შეიძლება პრეპარატის ცხელ წყალში გახსნა (>400C)  და მისი შენახვა გახსნილ მდგომარეობაში, არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

ორსულობისას და ლაქტაციისას პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას საჭიროა სარგებელი/რისკის შეფასება;

პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვაზე;

ურთიერთქმედება;

არ არის ცნობილი.

ჭარბი დოზირება:

მონაცემები არ არის, რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას აუცილებელია კუჭის ამორეცხვა, ენტეროსორბენტების მიღება (აქტივირებული ნახშირი), სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე არა უმეტეს 250 C ტემპერატურაზე.

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ