BONJIGAR - ბონჯიგარი 20 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 8,70 ლ რეგულარული ფასი 11,30 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
30598_1148
მწარმოებელი ქვეყანა:
პაკისტანი
მწარმოებელი:
Herbion
არცერთი:
ბონჯიგარი იცავს ღვიძლს ტოქსიკური ზემოქმედებისგან და აძლიერებს მის ფუნქციას, ააქტიურებს რა მის მეტაბოლურ, ტოქსინგამომყოფ და იმუნომარებულირებელ მოქმედებას. ამის შედეგად ხდება ბილირუბინის, ტუტე ფოსფატაზის, სისხლის შრატის ტრანსამინაზების მომატებული დონის სწრაფი ნორმალიზება ღვიძლის სხვადასხვა დარღვევების დროს.

ბონჯიგარი კაფსულები

                                     

 თვისებები და მოქმედება:  ბონჯიგარი აძლიერებს ღვიძლის დეტოქსიკაციურ უნარს. აჩქარებს ტრიკარბონული მჟავების ციკლს, ამგვარად ხელს უწყობს ორგანიზმიდან ცილოვანი ცვლის დაგროვებული პროდუქტების ( ამიაკის) გამოყოფას შარდოვანას ფორმით და მოქმედებს როგორც საშუალება, რომელიც იცავს ღვიძლს და გამოდევნის ტოქსიკური ნივთიერებებს.

თავისი ლიპოტროპული მოქმედების მეშვეობით ბონჯიგარი ახდენს ცხიმების დაგროვების პრევენციას (უპირატესად ტრიგლიცერიდების) და ზრდის ღვიძლიდან ცხიმების გამოყოფის  სიჩქარეს.

თავისი ნაღველმდენი მოქმედების მეშვეობით ასტიმულირებს ღვიძლიდან ნაღველის გამოდინებას, რითაცი აუმჯობესებს ღვიძლის განმწმენდ ფუნქციას და გამოდევნის ტოქსიკურ მეტაბოლიტებს ორგანიზმიდან. ის ასევე ამცირებს გადიდებული ღვიძლის ზომებს და ინარჩუნებს ჰისტოლოგიურ აგებულებას.

ამბგვარად ბონჯიგარი იცავს ღვიძლს ტოქსიკური ზემოქმედებისგან და აძლიერებს მის ფუნქციას, ააქტიურებს რა მის მეტაბოლურ, ტოქსინგამომყოფ და იმუნომარებულირებელ მოქმედებას. ამის შედეგად ხდება ბილირუბინის, ტუტე ფოსფატაზის, სისხლის შრატის ტრანსამინაზების მომატებული დონის სწრაფი ნორმალიზება ღვიძლის სხვადასხვა დარღვევების დროს.

 შემადგენლობა:

ინგრედიენტები

თითოეული კაფსულა შეიცავს ექსტაქტებს:

ბაყაყურა ( Silybum marianum L)

                          200 მგ

ეკლიპტა ( Eclipta alba)

                          250 მგ

Picrorhiza kurroa

                          100 მგ

ძაღლყურძენა  (Solanum nigrum)

                           50 მგ

ვარდკაჭკაჭა (Cichorium intybus)

                           175 მგ

ძირტკბილა

                            200 მგ

იალღუნი

                            100 მგ

წლის ბოლოკი (Raphanus sativus)

                             50 მგ

კოწახური ეკლიანი

                             150 მგ

Sphaeranthus indicus

                             50 მგ

ბერავია ( Boerhavia duffusa)

                             100 მგ

 

ბაყაყურა ( Silybum marianum L)

ღვიძლის, ნაღველის ბუშტის ფუნქციური დარღვევების, ასევე სიყვითლის დორს.

ეკლიპტა ( Eclipta alba)

ხელს უწყობს გადიდებული ღვიძლის წონის ნორმალლიზებას.

ახდენს შრატის ტუტე ფოსფოტაზას დონის ნორმალიზებას.

არეგულირებს ჰეპატიურ მიკროსომულ ფერმენტებს.

Picrorhiza kurroa

გააუვნებლებს ღვიძლის მწვავე და ქრონიკულ აკოჰოლურ ინტოქსიკაციას.

ძაღლყურძენა  (Solanum nigrum)

ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ვარდკაჭკაჭა (Cichorium intybus)

წლის ბოლოკი (Raphanus sativus)

ზრდის ნაღვლის გადინებას, ახდენს ღვიძლში ცხიმებსი დაგროვების პრევენციას და აჩქარებს მათ გამოდევნას ღვიძლიდან.

გააუვნებლებს ღვიძლში ქიმიურ ტოქსინებს. ანტიოქსიდანტი. აუმჯობესებს ღვიძლის გამწმენდ ფუნქციას, გამოდევნის ორგანიზმიდან დაგროვილ აზოტურ ნარჩენებს.

კოწახური ეკლიანი

ახდენს ღვიძლის მეტაბოლური ფუნქციის ნორმალიზირებას.

ბერავია (Boerhaavia diffusa)

ანტიჰეპატოტოქსიკური საშუალება. საფაღარათე საშუალება.

იალღუნი

გააუვნებლებს CCL4 და D- გალაქტოსომინის ტოქსიკურობას.

Sphaeranthus indicus

ახდენს საჭმლის მონელების ტონიზირებას, სტიმულირებას.

ძირტკბილა

ეს კომპონენტი ეხმარება იმუნური სისტემის გაძლიერებას.

სასარგებლოა ისეთი ვირუსული ანთებითი მდგომარეობისას, როგორიცაა ჰეპატიტი. ხშირად გამოიყენება კუჭის წყლულის პრევენციასა და მკურნალობისათვის.

 

 გამოყენების ჩვენებები:

  • ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დარღვევები
  • ჰეპატიტი - მწვავე და ქრონიკული
  • ინფექციური ჰეპატიტი
  • ცხიმოვანი დეგენერაცია, ღვიძლის ცხიმოვანი ინფილტრაცია
  • ჰეპატოცელულარული სიყვითლე და ღვიძლის ფარული დაავადებები
  • დუნე ღვიძლი და მადის დაკარგვა
  • ღვიძლის დაღვევები, გამოწვეული ჰეპატოტოქსიკური პრეპარატებით, ინდუსტრიული ქიმიკალიებით და ინფექციებით.

 დოზირება:

ერთი-ორი კაფსულა ორჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

ან ექიმის დანიშნულებისამებრ.

გვერდითი ეფექტები:

ალერგიული რეაქციები შესაძლებელია ადამიანებში, რომლებიც ალერგიულები არიან პრეპარატის ზოგიერთი კომპონენტის მიმართ.

უკუჩვენებები:

ბონჯიგარი უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

გამოშვების ფორმა:

სიროფი ფლაკონებში 20 და 60 კაფსულა.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25˚C ოთახის ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა:

3 წელი გამოშვების თარიღიდან.

ვარგისიანობის ვადა:

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობიის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილად.

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ