Gastroentero stabil - გასტროენტერო სტაბილი 125გ სიროფი

განსაკუთრებული ფასი 9,24 ლ რეგულარული ფასი 12,00 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
60141_245
მწარმოებელი:
შ.პ.ს. "ესკულაპი"
არცერთი:
ჩვენებები : •მწვავე და ქრონიკული გასტრიტი • დისპეფსია •კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, რომელიც გამოწვეულია თამბაქოს მოწევით, ალკოჰოლის, ყავის, ტკბილეულის გამოყენებით. •გასტროენტეროკოლიტი •მწვავე და ქრონიკული ინფექციური დიარეა • დიარეა ალიმენ

გამოყენების ინსტრუქცია

გასტრო ენტერო სტაბილი
GASTROENTERO STABIL

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება

მუმიო _ 5.0გ
უკვდავას ყვავილების სქელი ექსტრაქტი- 3.0 გ
ბროწეულის ნაყოფის ქერქის სქელი ექსტრაქტი - 3.0 გ
წყლის მარწყვაბალახის ფესვების სქელი ექსტრაქტი - 3.0 გ
ვარდკაჭაჭას ბალახის ქერქის სქელი ექსტრაქტი - 3.0 გ
დინდგელი -1.5 გ


დამხმარე ნივთირებები
შაქარი _ 64.0 გ

გამოხდილი წყალი საჭირო რაოდენობით 100გ სიროფის მისაღებად.


სამკურნალო ფორმა : სიროფი , პერორალური მიღებისათვის.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : ანთების საწინააღმდეგო , ნაწლავების მიკროფლორის მარეგულირებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები : გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, ანტიდიარეული,ანტიმიკრობული , ასევე ეფექტურია ნაწლავის სპაზმის დროს, მეტეორიზმის და კუჭის აშლილობის დროს. აძლიერებს იმუნურ თავდაცვას.

 ჩვენებები :


•მწვავე და ქრონიკული გასტრიტი
• დისპეფსია
•კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, რომელიც გამოწვეულია თამბაქოს მოწევით, ალკოჰოლის, ყავის, ტკბილეულის გამოყენებით.
•გასტროენტეროკოლიტი
•მწვავე და ქრონიკული ინფექციური დიარეა
• დიარეა ალიმენტური და მედიკამენტოზური
• ნაწლავის დისბიოზი
• გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
• ნაწლავის მეტეორიზმი და სპაზმი

 უკუჩვენებები : 

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

უსაფრთხოების ზომები : პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

განსაკუთრებული მითითებანი: პრეპარატიის მიღების დროს აკრძალულია ალკოჰოლის მიღება .

Oორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.
Aავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა: გასტროენტეროსტაბილის გამოყენება არ მოითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვას

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში სულფანილამიდებთან, ანტიბიოტიკებთან, მეტრონიდაზოლთან და სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად.

Gგამოყენების მეთოდები და დოზები: პერორალურად ,დიდებში სუფრის კოვზით 3-ჯერ დღეში ჭამამდე 10 წუთით ადრე . ბავშვებში 1-3 წლამდე ½ ჩაის კოვზით 2-ჯერ დღეში, 3-6 წლამდე ჩაის კოვზით 3-ჯერ დღეში, 6-15 სუფრის კოვზით 2-ჯერ დღეში.

 გვერდითი მოვლენა : არ არის დადგენილი

 ჭარბი დოზირება : ყაბზობა.


შენახვის პირობები : ოთახის ტემპერატურა


ვარგისიანობის ვადა :2 წელი.

გამოშვების ფორმა: 125 გ. სიროფი ნარინჯისფერ პოლიეთილენის ბოთლში, საზომი ჭიქით, თითოეული ბოთლი მუყაოს კოლოფში.


აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ


მწარმოებელის დასახელება ,მისამართი:

მწარმოებელი : შპს ,, სამედიცინო სამკურნალო ფირმა ,, ესკულაპი,,

ჭიაურელის ქ. # 2. თბილისი, საქართველო

ტელ: 2540454

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ