DRAMINA - დრამინა 50მგ 10 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 7,77 ლ რეგულარული ფასი 8,70 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
4981_482
მწარმოებელი ქვეყანა:
ჰორვატია
მწარმოებელი:
Jadran Galenski Labo
არცერთი:
გამოყენების ჩვენებები - მოძრაობის დაავადება (ზღვის, ავტომობილის, ჰაერის დაავადება); - ვესტიბულური და ლაბირინთული დარღვევების სიმპტომების პროფილაქტიკა და მკურნალობა (თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება), გარდა იმ სიმპტომებისა, რომლებიც გამოწვეულია სიმსივნი

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
დრამინა
DRAMINA
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: დრამინა
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: დიმენჰიდრინატი
წამლის ფორმა: ტაბლეტები
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: დიმენჰიდრინატი-50მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლუდიპრესი [ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი, კროსპოვიდონი], მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
აღწერილობა: თეთრი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები ერთ მხარეზე ნაღარით და ნაჭდევით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის.
ათქ კოდი: R06AA02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ბლოკავს ცენტრალური ნერვული სისტემის ჰისტამინურ H1 რეცეპტორებს და M-ქოლინორეცეპტორებს. თრგუნავს შიდა ყურის ვესტიბულურ აპარატს ზემოქმედებს რა პირველ რიგში ოტოლიტებზე, დიდი დოზების მიღებისას მოქმედებს ნახევარრკალოვან არხებზე. გააჩნია ღებინების საწინააღმდეგო, ანორექსიგენული, სედატიური, ზომიერი ანტიალერგიული მოქმედება, ხსნის თავბრუსხვევას.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მიღების შემდეგ პრეპარატი კარგად შეიწოვება, ნაწილდება ორგანოებსა და ქსოვილებში. Pპრეპარატის ზემოქმედება ვლინდება 15-30 წუთში და ნარჩუნდება 3-6 საათის განმავლობაში. პრაქტიკულად მთლიანად გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდთან ერთად 24 საათის განმავლობაში. მცირე რაოდენობა გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.
გამოყენების ჩვენებები
- მოძრაობის დაავადება (ზღვის, ავტომობილის, ჰაერის დაავადება);
- ვესტიბულური და ლაბირინთული დარღვევების სიმპტომების პროფილაქტიკა და მკურნალობა (თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება), გარდა იმ სიმპტომებისა, რომლებიც გამოწვეულია სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიით;
- მენიერის დაავადება.
უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, ეპილეფსია, მწვავე ექსუდატიური და ვეზიკულარული დერმატოზები, ბავშვთა ასაკი 3 წლამდე, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპრატი სიფრთხილით მიიღება კრუნჩხვითი სინდრომის, დახურულ კუთხოვანი გლაუკომის, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის, ბრონქული ასთმის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ჰიპერთირეოზის, სტენოზური პეპტიკური წყლულის, პილოროდუოდენალური ობსტრუქციის და შარდის ბუშტის ყელის ობსტრუქციის შემთხვევაში.
ორსულობა და ლაქტაცია
უკუნაჩვენებია (ორსულობის I ტრიმესტრი). პრეპარატის მიღება შესაძლებელია განსაკუთრებული სიფრთხილით (II-III ტრიმესტი) თუ მოსალოდნელი ეფექტი აჭარბებს პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის. მკურნალობის პერიოდში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.
მიღების წესი და დოზები
მიიღება პერორალურად, სასურველია კვების შემდეგ, საჭირო რაოდენობის წყალთან ერთად:
- მოძრაობის დაავადება (ზღვის, ავტომობილის, ჰაერის დაავადება):
3-6 წლის ბავშვები: 1/4-1/2 ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ; 7-12 წლის ბავშვები: 1/2-1 ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ; >12 წლის ბავშვები და მოზრდილები: 1-2 ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ;
- ვესტიბულური და ლაბირინთული დარღვევების სიმპტომების პროფილაქტიკა და მკურნალობა:
3-6 წლის ბავშვები: 1/4-1/2 ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ; 7-12 წლის ბავშვები: 1/2-1 ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ; >12 წლის ბავშვები და მოზრდილები: 1-2 ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ;
- მენიერის დაავადება:
3-12 წლის ბავშვები: 1/2-1 ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ; >12 წლის ბავშვები და მოზრდილები: 1-2 ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ.
მაქსიმალურმა დღიურმა დოზამ მოზრდილებისათვის არ უნდა გადააჭარბოს 7 ტაბლეტს. კინეტოზების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებული დოზის მიღება სასურველია გამგზავრებამდე 30 წუთით ადრე.
პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას და განმეორებითი კურსის საჭიროებას განსაზღვრავს ექიმი.
გვერდითი მოქმედება
გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥/100, <1/10), ნაკლებად ხშირად (≥1/1000, <1/100), იშვიათად (≥1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია.
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ:
ძალიან იშვიათად: ჰემოლიზური ანემია, აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია ან პანციტოპენია.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:
იშვიათად: ანაფილაქსიური შოკი.
ფსიქიკის დარღვევები:
ხშირად: ხასიათის შეცვლა, შფოთვა, მოძრაობის შებოჭილობა.
ნაკლებად ხშირად: უძილობა.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
ხშირად: ძილიანობა.
ნაკლებად ხშირად: წონასწორობის გრძნობის დარღვევა, კონცენტრაციის დასუსტება და მეხსიერების გაუარესება (უფრო ხშირად ხანდაზმულებში), კანკალი, არასათანადო კოორდინირება, გონების არევა, ჰალუცინაციები.
იშვიათად: თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, თავბრუსხვევა, ორთოსტატური ჰიპოტენზია.
ძალიან იშვიათად: ცნს-ის პარადოქსალური სტიმულაცია (განსაკუთრებით ბავშვებში).
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ:
იშვიათად: გლაუკომა, მხედველობის პრობლემები (გუგების გაფართოვება, მხედველობის დაბინდვა ან გაორება).
დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ:
იშვიათად: ხმები ყურებში.
გულთან დაკავშირებული დარღვევები:
იშვიათად: გულისცემის აჩქარება, ტაქიკარდია და ჰიპოტენზია.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის უჯრედების და შუასაყარის მხრივ:
იშვიათად: ცხვირის გაჭედვა.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ხშირად: პირის სიმშრალე, ყაბზობა, დიარეა, ღებინება, მუცლის ტკივილი.
დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ:
სიხშირე უცნობია: ღვიძლის ფუნქციების დარღვევა (ქოლესტაზური სიყვითლე).
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
იშვიათად: გამონაყარი, სიწითლე.
დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ:
ხშირად: შარდის გამოყოფის დარღვევა (შარდის შეკავება ანტიქოლინერგული მოქმედების გამო).
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა პრეპარატის მიღების ადგილას:
იშვიათად: შეშუპება (იშვიათად კვინკეს შეშუპება).
აცნობეთ ექიმს ინსტრუქციაში მოცემული რომელიმე გვერდითი ეფექტის გართულების ან ნებისმიერი სხვა გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: პირის, ცხვირის და ყელის სიმშრალე, სახის სიწითლე, სუნთქვის შენელება და გართულება, გონების არევა, ბავშვებში კრუნჩხვები, ჰალუცინაციები. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა აქტივირებული ნახშირის ნარევით (20-30გ), საფაღარათო მარილის დანიშვნა (10-15გ ნატრიუმის სულფატი), სიმპტომური თერაპია, ბავშვებში კრუნჩხვის დროს-ფენობარბიტალი (5-6მგ/კგ), დიაზეპამი.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
აძლიერებს ატროპინის, სამციკლიანი ანტიდეპრესანტების, კატექოლამინების, ბარბიტურატების, ალკოჰოლის, სედატიური და საძილე საშუალებების, ნეიროლეპტიკების ეფექტს, ამცირებს კორტიკოსტეროიდების, ანტიკოაგულანტების მოქმედებას. აქვეითებს რეაქციას აპომორფინზე. Aამცირებს აცეტილქოლინის დეპრესიულ ზემოქმედებას გულის კუნთზე. ვისმუტის პრეპარატებთან, სკოპოლამინთან, ტკივილგამაყუჩებელ და ფსიქოტროპულ საშუალებებთან კომბინაცია ზრდის მხედველობის დარღვევის ალბათობას. არათავსებადია ოტოტოქსიკურ ანტიბიოტიკებთან (სტრეპტომიცინი, ნეომიცინი, ბიომიცინი, ამიკაცინი, კანამიცინი), რადგან შესაძლოა შენიღბოს ოტოტოქსიკურობის სიმპტომები და ხელი შეუწყოს სმენის შეუქცევადი დარღვევის განვითარებას.
ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
გვერდითი ეფექტების გათვალისწინებით სიფრთხილეა საჭირო სახიფათო საქმიანობების შესრულებისას, როდესაც მოითხოვება ყურადღების კონცენტრაცია და სწრაფი ფსიქომოტორული რეაქციები (მათ შორის ტრანსპორტის მართვა).
გამოშვების ფორმა
5 ან 10 ტაბლეტი ბლისტერში. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია ერთი ბლისტერი და გამოყენების ინსტრუქცია.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
5 წელი. არ მიიღება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
სს იადრან-გალენსკი ლაბორატორიი
სვილნო 20, 51000 რიეკა, ხორვატია.

მეტი ინფორმაცია
Units10
Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ