Enterogermina - ენტეროჯერმინა 4მლრ/5მლ 10 ფლაკონი

განსაკუთრებული ფასი 23,39 ლ რეგულარული ფასი 30,40 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
60233_1206
მწარმოებელი:
Sanofi-Aventis (Italy)
არცერთი:
გამოყენების ჩვენება ნაწლავური დისბაქტერიოზისა და შემდგომი ენდოგენური დევიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა. ანტიბიოტიკებითა თუ ქიმიოთერაპიული საშუალებებით ჩატარებული მკურნალობის განმავლობაში გადაგვარებული ნაწლავის მიკრობული ფლორის აღდგენის თერაპია.

გამოყენების ინსტრუქცია
პაციენტებისათვის

ენტეროჯერმინა®ფორტე
Enterogermina® FORTE
პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით მოცემულ ჩანართს. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
აღნიშნული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. დაუშვებელია მისი გადაცემა სხვა პირებისათვის. აღნიშნულმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.
შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება მოგვიანებით დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ენტეროჯერმინა® ფორტე/ Enterogermina® FORTE
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: არ არის.
სამკურნალწამლო ფორმა: შიგნით მისაღები სუსპენზია.

შემადგენლობა
ერთი ფლაკონი (5 მლ) შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: Bacillus clausii-ის ანტიბიოტიკ-პოლირეზისტენტულ სპორებს - 4 მილიარდი;
დამხმარე ნივთიერება: გასუფთავებული წყალი – 5 მლ-მდე.

აღწერილობა: ოპალესცენტური თითქმის თეთრი ფერის სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიარეის საწინააღმდეგო მიკროორგანიზმები.
ათქ კოდი: A07FA.

გამოყენების ჩვენება
ნაწლავური დისბაქტერიოზისა და შემდგომი ენდოგენური დევიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
ანტიბიოტიკებითა თუ ქიმიოთერაპიული საშუალებებით ჩატარებული მკურნალობის განმავლობაში გადაგვარებული ნაწლავის მიკრობული ფლორის აღდგენის თერაპია.

გამოყენების წესი და დოზირება
მიიღება მხოლოდ პერორალურად!
ნუ გაიკეთებთ ინექციას!

პრეპარატი უნდა დალიოთ!
არ შეიძლება ნებისმიერი სხვა გზით მიღება!
დოზირება
მოზრდილები: 1 ფლაკონი დღეში.
მოზრდილთათვის დღიური დოზა შეადგენს: 4-6 მილიარდ Bacillus clausii-ის სპორას დღე-ღამეში.
ფლაკონი ენტეროჯერმინა® ფორტე 4 მლრდ/5 მლ არ იყოფა!
პაციენტის მდგომარეობის მიხედვით მკურნალ ექიმს შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს სხვა დღიურ დოზირებას, რომელიც არ შეადგენს 4 მლრდ/დღე-ღამეში, რისთვისაც საჭირო იქნება პრეპარატ ენტეროჯერმინას® სხვა კონცენტრაცია.
როდესაც პრეპარატი ინიშნება ბავშვებში, მათ შორის ჩვილ ბავშვებში, დოზით 4 მლრდ-ზე ნაკლები Bაცილლუს ცლაუსიი-ის სპორა დღე-ღამეში, ენტეროჯერმინა® ფორტე 4 მლრდ/5 მლ ფლაკონში არ უზრუნველყოფს ადეკვატურ დოზირებას, ამიტომ საჭირო იქნება პრეპარატი ენტეროჯერმინა®, რომელიც შეიცავს Bacillus clausii-ის სპორებს ნაკლები კონცენტრაციით.

მიღების წესი
მოხსენით ფლაკონი ფლაკონების ლენტს. შეანჯღრიეთ ფლაკონი. ფლაკონის ზედა ნაწილი დაატრიალეთ საათის ისრის მიმართულებით და მოხსენით. ფლაკონის შიგთავსი განაზავეთ დამტკბარ წყალში, რძეში, ჩაისა თუ ფორთოხლის წვენში ან მიიღეთ პრეპარატი წინასწარი განზავების გარეშე.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითება და გაფრთხილება გამოყენებასთან დაკავშირებით
განსაკუთრებული მითითება
• ანტიბიოტიკების თერაპიის კურსის დროს ენტეროჯერმინა® ფორტეს გამოყენების შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ანტიბიოტიკის ორი თანმიმდევრული დოზის მიღებებს შორის (მაგალითად, ანტიბაქტერიული პრეპარატის მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ);
• ენტეროჯერმინა® ფორტეს ფლაკონში ხილული ნაწილაკების შესაძლო არსებობა გამოწვეულია Bacillus clausii-ის სპორების აგრეგატებით და ამიტომ არ მიუთითებს პრეპარატში მომხდარ ცვლილებას.
• პრეპარატის მიღებამდე შეანჯღრიეთ ფლაკონი.

სიფრთხილის ზომები

მიიღება მხოლოდ პერორალურად! ნუ გაიკეთებთ ინექციას!
პრეპარატი უნდა დალიოთ!
ნუ მიიღებთ ნებისმიერი სხვა გზით!

სამკურნალო საშუალების არასწორად მიღების შემთხვევაში შესაძლებელია მძიმე ალერგიული რეაქციების განვითარება, როგორიცაა ანაფილაქსიური შოკი.
არ შეინახოთ პრეპარატი ფლაკონის გახსნის შემდეგ, რათა თავიდან აიცილოთ სუსპენზიის დაბინძურება.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში მოცემული პრეპარატის მიღება უკუნაჩვენები არ არის.

გვერდითი მოქმედება
პოსტმარკეტინგული კვლევის დროს გამოვლენილია შემდეგი შესაძლო გვერდითი რეაქციები:
- ალერგიული რეაქციები: როგორიცაა გამონაყარი და ჭინჭრის ციება.
- კანისა და კანქვეშა უჯრედისის დაავადებები: ანგიონევროზული შეშუპება.

დოზის გადაჭარბება
ამ მომენტისათვის დოზის გადაჭარბების კლინიკური გამოვლინებები რეგისტრირებული არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
სამკურნალწამლო ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად მიღების შედეგად ცნობილი არ არის.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვის შესაძლებლობებზე.

გამოშვების ფორმა
5 მლ პოლიეთილენის ფლაკონში. 10 ან 20 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა
2 წელი.
ფლაკონის გახსნის შემდეგ სამკურნალო საშუალების გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, რათა თავიდან აიცილოთ სუსპენზიის დაბინძურება.

აფთიაქიდან გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი
სანოფი ს.პ.ა., იტალია.

მწარმოებლის მისამართი:
viale Europa 11 - 21040 Origgio (VA) - იტალია

პრეტენზიები პრეპარატის ხარისხთან დაკავშირებით და შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ გააგზავნეთ შემდეგ მისამართზე:
სს ~სანოფი-ავენტის ჯგუფის~ წარმომადგენლობა
საქართველოს რესპუბლიკაში (საქართველო და სომხეთი): 0103 თბილისი, მეტეხის ქ. 22, ტელეფონი: (995 59) 533 13 36;

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ