ენტერო მირტო®
შემადგენლობა:
ერთი საშეტი შეიცავს:
ინულინი ……………………………………………………………………… 1,25 გ.
Actilight®950P ფრუქტო-ოლიგოსაქარიდები…………. 1,25 გ.
ZAFERM 450: ……………………………………………………………. 4,50 მლრდ. UFC
Lactobacillus reuteri
Lactobacillus rhamnosus
Lactobacillus bulgaricus
Bifidobacterium animalis ssp. lactis
გვირილა…………………………………………………………………..… 120 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ინულინი გვევლინება ბიფიდობაქტერიების საკვებ
ნიადაგად, უზრუნველყოფს მათ ზრდა-განვითარებას. ბიფიდობაქტერიები კი თრგუნავენ პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდას. ამ გზით ინულინი იცავს ნაწლავებს ინფექციური პათოლოგიებისაგან. გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ ინულინს აქვს
იმუნომოდულატორული თვისებები, ის იცავს მსხვილ ნაწლავებს ანთებითი
დაავადებებისაგან. Actilight®950P ფრუქტო-ოლიგოსაქარიდები ოლიგოსაქარიდებია,
რომლების არ იშლებიან კუჭში და წვრილ ნაწლავებში. ისინი ფერმენტირდებიან
მსხვილი ნაწლავს ბაქტერიული ფლორის ზეგავლენით, ხელს უწყობენ
ბიფიდობაქტერიების ზრდას და ამ გზით აინჰიბირებენ პათოლოგიურ მიკროფლორას.
Lactobacillus reuteri გამოიმუშავებს ანტიმიკრობულ ნივთიერებებს და ამავე დროს არ
ვნებს ნორმალურ ბაქტერიულ ფლორას. ხელს უწყობს ნაწლავების ნორმალური
ფლორის შენარჩუნებას. გამძლეა მჟავა გარემოში, არ იშლება კუჭის წვენის
ზეგავლენით, მდგრადია ბევრი ანტიბიოტიკის მიმართ. ამ თვისებების გამო ამცირებს
და აღმოფხვრის ღებინებას და დიარეას. შეუძლია კნტ-ის იმუნური პასუხის
მოდულირება და ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესის შემცირება. კლინიკურმა
კვლევებმა დაადასტურა მისი ეფექტურობა ატიპიური დერმატიტის დროს. Lactobacillus
rhamnosus პრობიოტიკია, რომელიც გამძლეა კუჭის მჟავა გარემოს მიმართ.
კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა ამ შტამის ეფექტურობა მოგზაურთა დიარეისა და
ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი დიარეის დროს. Lactobacillus rhamnosus ამაღლებს
იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს რძის პროდუქტების მონელების პროცესს ლაქტოზის
აუტანლობის შემთხვევაში. Lactobacillus bulgaricus ამცირებს კნტ-ის PH-ს, რაც იწვევს იმ
პათოლოგიური ბაქტერიების დაღუპვას, რომლების ვერ იტანენ მჟავიანობის
ვარიაციებს. აქვს ბუნებრივი ანტიბიოტიკების გამომუშავების უნარი, აძლიერებს
იმუნურ სისტემას, აბლოკირებს ნაწლავების ლორწოვანზე გამომწვევისათვის ადჰეზიის
უბნებს, ხელს უწყობს ტოქსინების გამოყოფას. Bifidobacterium animals ssp. lactis. კუჭისა
და ნაღველის მჟავების მიმართ გამძლე პრობიოტიკია, ეკონკურენტება პათოლოგიურ
შტამებს ნაწლავის ლორწოვან გარსზე ადჰეზიის უბნების დაკავებაში. გამოიმუშავებს
ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს. აქვს იმუნომოდულირებადი თვისებები, ამცირებს
პათოლოგიური მიკროორგანიზმების მიერ გამოწვეულ ანთებით რეაქციას. გვირილა
ანთებისსაწინააღმდეგო, სპაზმოლიზური და ანტიბაქტერიული თვისებების გამო
რეკომენდებულია გასტროენტერიტების დროს. კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა,
რომ გვირილის ნაყენი ამცირებს დიარეის ხანგრძლივობას. გვირილა აღადგენს
ბაქტერიულ ფლორას ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომ.
ჩვენებები: *კნტ-ის ქრონიკული დაავადებები (წყლულოვანი დაავადება, ქოლეცისტიტი,
პანკრეატიტი, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებები); *ანტიბიოტიკებით და
სულფანილამიდებით მკურნალობა; * გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი; *მწვავე
ნაწლავური ინფექციები (როტავირუსული ინფექცია, დიზენტერია, სალმონელოზი,
შიგელოზი); *მალაბსორბციის სინდრომი; *ჰიპო და ანაციდური მდგომარეობა; *ქიმიო
და სხივური თერაპიის პერიოდი; *ალერგიული გენეზის კანის დაავადებები;

დოზირება: მიიღება ერთი პაკეტი 1-ჯერ დღეში, ჭამიდან 40 წუთის შემდეგ, ერთ ჭიქა
სუფთა წყალში გახსნილი. ინიშნება 6 თვის ასაკიდან.
უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები: პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ
მომატებული მგრძნობელობა.
პროდუქტის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ არის დაფიქსირებული.
გაფრთხილება: შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. რეკომენდებული
სადღეღამისო დოზის გადამეტება არ შეიძლება. საკვები დანამატების გამოყენება არ
შეიძლება დიეტის დროს, როგორც მრავალფეროვანი კვების შემცვლელი.
შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ ადგილას, სითბოს წყაროსგან მოშორებით.
შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე.
გამოშვების ფორმა: საშეტი #10 , 4 გ.
ენტერო მირტო® არ შეიცავს წებოვანას.
საკვები დანამატი.
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: Erbozeta S.p.A.
Strada delle Seriole 41/43
Loc. Galavotto (z.ind. Gualdicciolo)
47894 Chiesanuova (RSM)
სან-მარინოს რესპუბლიკაPinterest